2012-09-20სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი ყოფილი ომუდსმენი, გიორგი ტუღუშია
მიხეილ სააკაშვილმა სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობა შესთავაზა. პრეზიდენტის თქმით, ახალ მინისტრს სრული დამოუკიდებლობა ექნება და მის საქმიანობაში კანონისა და ზაზოგადოების გარდა ვერავინ ჩაერევა.
თავად გიორგი ტუღუშის თქმით, შეთავაზება აბსოლუტურად მოულოდნელი იყო.მისი განცხადებით, მაქსიმალურად შეეცდება, რომ სისტემაში შექმნილი პრობლემები ბოლომდე აღმოფხვრას.
”არავის ჰქონდეს იმისი ილუზია, რომ პენიტენციალურ სისტემაში პრობლემები უმოკლეს ხანში მოგვარდება, თუმცა რეფორმას აუცილებლად დაექვემდებარება. ვითანამშრომლებთ ყველასთან - როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან,” - განაცხადა ტუღუშმა.
მისი თქმით, სისტემაში საკადრო ცვლილებებიც განხორციელდება. ტუღუშმა აქვე აღნიშნა, რომ ომბუდსმენის პოზტზე მუშაობის დროს მოძიებულ ყველა პრობლემას მოაგვარებს.
”ვეცდები, რომ მსჯავრდებულთა რაოდენობამ უახლოეს წლებში დაიკლოს და გაიზარდოს პრობაციონერთა რიცხვი. პირობას ვაძლევ პატიმართა ოჯახებს, რომ მსჯავრდებულები მაქსიმალურად იქნებიან დაცულები,” - აღნნიშნა ტუღუშმა.”
http://fortuna.ge/news_inner.php?news_id=3815