mtavrishviliეს ყველაფერი კაი მაგრამ, კითხვა დაგეწერა სწორედ და სათითაოდ გამოგეკითხა, იქნებ ზოგს მიშასი აღარ სჯერა, ზოგს ბიძინასი... ადამიანს რომელსაც მიშასი ისევ სჯერა და ბიძინასი აღარ ან პირიქით და 99% ესეა, ან ერთის სჯერა ან მეორის... რომელი პასუხი უნდა აირჩიონ ამ ეგზიტპოლში ?

არჩევნები მოდის და ბარემ ისიც მიაწერე ვის უნდა მივცეთ ხმა? თუ არც მიშას, არც ბიძინას და არც შალიკოს? აბა ვის? ქრისტიან დემოკრატები რჩება, მაგრამ ეჭვი მაქვს მაგათზეც არ დაიშურებ "საქებარ" სიტყვებს... ისე ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შენს დაწერილში სიმართლის მარცვალი არის... უბრალოდ ამ ეგზიტპოლით გვეუბნები - თავი მოიკალით და გვამი გადამალეთ, გამოსავალი მაინც არ არისო...