#33114522 · 22 Sep 2012, 12:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
toleranti
| QUOTE | | ა) თუ უმაღლესმა ეშელონებმა (პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები) არ იცოდნენ რა ხდებოდა საპყრობილეებში - ცუდი მმართველები ყოფილან და არ არის მათი საქმე ქვეყნის მართვა |
ეგ "თუ" ზედმეტია მანდ, ძალიან კარგად იცოდნენ, სახალხო დამცველი და არასამთავრობოები საკმაოდ ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდნენ მათ, მაგრამ ისინი ამას კატეგორიულად უარყოფდნენ, ისინი არ აძლევდნენ სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს უფლებას, რომ შესულიყვნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და მონიტორინგი ჩაეტარებინათ. ყოველივე ეს გვაძლევს მყარ არგუმენტს იმის სათქმელად, რომ მათ არათუ იცოდნენ რა ხდებოდა ციხეებში, არამედ ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკა, უფრო სწორად იმ რეპრესიული მანქანის პირამიდის წვერი, რომელიც საქართველოში ამ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა "პროკურატურის", "სასამართლოს" და "პოლიციის" სახით.
ამის გამო ნაციონალურ მოძრაობას აღარ აქვს არანაირი უფლება მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში და ის უნდა მოიხსნას არჩევნებიდან
--------------------
რეგისტრირდები რა ფორუმზე უკვე შედიხარ პოლემიკაში მის ყველა წევრთან © Taba
|