მოთხოვნები ივანიშვილსpapaani
QUOTE
რა უნდა შენარჩუნდეს:
- შენარჩუნდეს დასავლური კურსი;
- შუქი არ ჩაგვიქვრეს;
- გაგრძელდეს გაზიფიცირების პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით;
- გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ასეთივე სწრაფი ტემპებით: გზები, ესტაკადები, ავტობანები, შენობები, კურორტები, ქალაქები, პარკები, სკვერები, სტადიონები და ა.შ.
- შენარჩუნდეს საპატრულო პოლიციის სისტემა უცვლელად;
- არ გატყდეს ბინები, არ მოიპარონ მანქანები და მანქანის სარკეები, არ ვეძებოთ ყველამ ავტოფარეხები;
- ქუჩაში ისეთივე დაცული იყოს ადამიანის უსაფრთხოება, როგორც დღესაა;
- ბიუროკრატია არ დაბრუნდეს, ასეთივე მარტივი იყოს ყველა საბურთის გაკეთება და ყველა სახის სუბიექტად დარეგისტრირების პროცესი;
- მართვის მოწმობა არ აიღოს არავინ ქრთამის წესით;
- საერთოდ, არ დაბრუნდეს მექრთამეობის ზეიმი;
- ნულოვანი ტოლერანტობა კანონიერ ქურდებს და მათი ისეთივე დევნა, როგორც ბოლო 9 წელიწადში იყო;
- უფასო საწრაფო დახმარება უნდა შენარჩუნდეს და გაგრძელდეს სამედიცინო სადაზღვევო პროექტები;
- უმალეს სასწავლებლებში არ დაბრუნდეს ქრთამით მოწყობების ფიესტა;
- არც ერთ სადარბაზოში არ დავინახოთ ნარკომანების ბირჟა და შპრიც-ფართი როგირც ეს 2003 წლამდე იყო;
- ბუნკერები ისევე დაცარიელდეს ნაგვისგან, როგორც ბოლო 9 წელია ცარიელდება, რომ სადარბაზოებში ისევ არ გაჩნდნენ ვირთხები;
- უნდა აღმოიფხვრას მსხვილი ბიზნესის რეკეტი, მაგრამ ამავდროულად, არ უნდა დაბრუნდეს წვრილ და საშუალო ბიზნესზე კრიმინალების თარეში, ზურგის მიცემები და წილში ჩაჯდომები, რაც აღმოფხვრილია ბოლო 9 წელია;
- ------------------------------------------
რა უნდა გაკეთდეს:
- ლიბერალიზაცია სასჯელაღრსულების სისტემის - ანუ, ნულოვანი ტოლარანტობა ქურდებს და კრიმინალებს, მაგრამ მეტი ლიბერალიზმი შედარებით მსუბუქ დანაშაულებზე;
- სასამართლო გახდეს სრულიად თავისუფალი;
- დასრულდეს მსხვილ ბიზნესში მონოპოლიის პროცესი;
- იყოს ჯანსაღი კონკურენცია ბიზნესში, რომ არ თანხმდებოდნენ კომპანიები საერთო, მაღალ ტარიფებზე;
- მნიშვნელოვან საკითხებში მეტად დაეკითხოს ხალს, ვიდრე ეს ბოლო 9 წელში კეთდებოდა დაწყებული ეროვნული სიმბოლიკის შეცვლიდან;
- მედია გათავისუფლდეს რულიად ყველანაირი წნეხისგან;
- დაიწიოს კომუნა;ლირმა გადასახადებმა და იყოს უფრო დაბალი ტარიფები სადაც ეს შესაძლებელია;
--------------------------------------------------------
დანარჩენი თქვენ დაამატეთ...
რაც აქ ჩამოთვალეთ, თითქმის ყველაფერი უკვე გააკეთა მიშამ. მიშას რომ არ ვიცნობდეთ ვიყვირებდით გვინდა მიშა! ოღონდ მიშასაც ვიცნობთ და ისიც ვიცით რომ საქართველოში საგნებს თავიანთი ნამდვილი სახელები არ ჰქვიათ. საქართველო ის ქვეყანაა სადაც გეუბნებიან შავი ღვინო უნდა დაგალევინოთო და თეთრ ძმარს გასხავენ ცხვირში.
საქართველოში უნდა შეწყდეს ქართველი ერის გენოციდი და უნდე შეწყდეს აპარტეიდი ეროვნული პოლიტიკური ძალების მიმართ. აი ეს არის მთავარი პრობლემა და თუ ხელისუფლება ამას დაუყოვნებლივ არ გააკეთებს დანარჩენი არის ბლა-ბლა-ბლა.
მორჩნენ იგნორანტობას, ღვინოს ღვინო დაუძახონ და ძმარს ძმარი, თორემ ეროვნულ-გამანთვისუფლებელი რევოლუცია უკვე გამოცხადებულია და ცხვირიდან სულ ძმარს ვადენთ!!!
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი საქართველოს ემიგრაციული მთავრობის თავმჯდომარე Na Skalce 765/17 Praha 5 Smíchov 150 00
ტელ. +420 776657239 მაილი vazsa@seznam.cz სკაიპი vazsa. mtavrisvili
მიმაგრებული სურათი