ეს ცნებები, რომ გაცილებით უფრო ადვილად მანიპულირებადი და ლაბილურია, ვიდრე კანონი - ამას ამტკიცებს როგორც კაცობრიობის განვითარების ათასწლეულები (სხვადასხვა რელიგიები და ამ რელიგიაზე დამყარებული "მორალები").
ისევე ძალიან აქტუალური და კონკრეტული შემთხვევა საქართველოსა და მისი ბლატნოი სამყაროს მიერ. ნუ ნებისმიერ კრიმინალური, ორგანიუზებული ჯგუფები ავიღოთ.
მაფია, იაკუძა, ტრიადები ეტც.
"Bლატნოი სამყაროს" მორალი აბსოლუტურად განსხვავდება "უწყინარი/ლოხი" მოქალაქის მორალისგან. ბლატნოი/კრიმინალური სამყაროს მორალი და წესები თავისი არსით კანიბალურია.
"დაჟე" რელიგიაც კი თავისებურად ესმით.
ნებისმიერის სოციალური ჯგუფი ახდენს მორალისა და ზნეობის პრივატიზებას. ზუსტად მისი მორალია უფრო "მართალი" და სხვების კი "მცდარი". სამართლიანობა და ჰუმანიზმი კი გაცილებით უფრო ბუნდოვანი ცნებაა. მეტიც, სამართლიანობა, როგორც ასეთი არ არსებობს. რაც ერთი ჯგუფისთვის (ადამიანისთვის) სამართლიანია - მეორე ჯგუფისთვის (ადამიანისთვის) უსამართლოა.
ძალიან მარტივია ეს ყველაფერი.
გარდა ამისაც,
მორალის, ზნეობისა და ჰუმანიზმის გამოყენება როგორც სხვადასხვა ადამიანებს/სოციალურ ჯგუფებს შორის წარმოშობილი დავების/კონფლიქტების დარეგულირებისთვის არის მაღალი ტრანსაქციული დანახარჯების მქონე და არაეფექტური.
ალბათ, მხოლოდ რელიგიია, როგორც ასეთი თუ შეიძლება ჩავთვალოთ უფრო არაეფექტურად. (ალბათ იმიტომ რომ მორალს და რელიგიას კუდები აქვთ გადაბმული

)
რადგან, როგორც ვთქვი, მორალი და ზნეობა ერთის მხრივ ძალიან სუბიექტურია და მეორეს მხრივ აბსოლუტური და პრივატიზირებადი.
მეორე მხარე თუ ამორალურია/ურწმუნოა/უზნეოა - ეს ყველანაირ გრძევლადიან ინტერაქციას აპრიორი გამორიცხავს,.
კანონი და სახელმწიფო, როგორც ადამიანების ურთიერთობის ფორმალური ინსტიტუტები გაცილებით უფრო ეფექტურია, იმ შემთხვევაში თუ საზოგადოება და მისი წევრები ჰეტეროგენურია, არა მარტო ეთნიკურ-კულტურად, არამედ იდეოლოგიურადაც (და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერად, ის უფრო მრავალფეროვანი ხდება).
ამაზე ბევრი კვლევა არის დაწერილი.
კანონის უზენაესობა და სახელმწიფო ბევრი ნაკლის მქონე ინსტიტუტებია, მაგრამ მასზე უკეთესი არ მოუგონია კაცობრიობას.
ჩერჩილის პერეფრაზი.
ასე რომ, დავკონკრეტდეთ,
ჩემი და სხვისი "მორალების" ადაპტირების და კონსესუსამდე დაყვანას იმდენი დრო და რესურსი ჭირდება, რომ აპრიორი არაეფექტურია.
კანონი სასტიკია, მაგრამ კანონია.
ასე რომ ყველა ძაღლისა და ღორის (შეგვიძლია მოყვასი ვიხმაროთ სინონიმად, ერთია მაინც

) - ფასეულობათა სისტემებისა, სამართლიანობისა და მორალის გაგების კონვერგენციას, რომელიც თავისი არსით შეუძლებელი რამაა (და ესეც გვაჩვენა მსოფლიოს განვითარების ისტორიამ) - ჯობია კონკრეტული ინსტიტუციებითა და თამაშების თეორიის სეთინგების მიხედვით გადავწყვიტოთ პრობლემები/კონფლიქტები.
"დამპალი აბიჟნიკი" უნდა წავიდეს კოლონიაში.
"ჩმორმა ბიჭუნამ" უნდა უსაფრთხოდ იაროს სკოლაში.
ეს არის ოპტიმალური ექვილიბრიუმი და არა ის, რომ თითოეული ადამიანის ღირებულებაზე ვისაუბროთ და "სულებში ჩავხედოთ".
ყველა ადამიანი თანასწორია, მაგრამ გარკვეულ ინსტიტუციების ფარგლებში და არა აბსოლუტურად.
ჰიუგოს უყვარდა ამ თემებით მანიპულირება.
ამიტომ შევარქვი კლოდ გესა და ჟან ვალჟანის ორგროშიანი ფილოსოფია.
ის არაეფექტურია ადამიანთა ფართო მასების შემთხვევაში.
This post has been edited by Codex on 23 Sep 2012, 23:09