#33163041 · 25 Sep 2012, 09:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რატომ არ გჯერათ ვიდეოების? _ისმის კითხვა.
თქვენ კაი ადამიანებო წიგნი იმისთვის კი არ იწერება, რომ გოგიასავით ამოტრიალებული გეჭიროთ ხელში... წიგნი იმიტომ იწერება რო შინაარსი გამოიტანო და გასათვალისწინებელი გაითვალისწინო. ,,ცრუ,, უბრალოდ წასაკითხი კი არ არის, მასში აღწერილია ადამიანის ფსიქოლოგია და ის პირველკლასელი ბავშვისთვისაც გასაგებია. ამდენი ,,მგელი მოდის,, ძახილში მიიღეთ უკუეფექტი და ამაში არაფერია საკვირველი.
კიდევ ერთი მოთხრობა მახსენდება ამ დღეებში რძეში ჩავარდნილ თაგვზე. თაგვმა იმდენი იქნია ფეხები, რომ რძე მოიდღვიბა, კარაქად იქცა და თაგვი გადარჩა. შეიძლება ეს ახსენდება ვიღაცას და ფართხალებს. მაგრამ კარგად მიმოიხედეთ... რძეში ხართ ახლა თქვენ ჩავარდნილები?!
--------------------
:)
ყველაფერი კარგია, სანამ კარგია.
Нельзя требовать от грязи, чтобы она не была грязью.
|