#33166192 · 25 Sep 2012, 13:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
REIDI
| QUOTE | | ეგ გასვლა დაბრუნებაზე რა რეგულაცია მიიღეს არ ვიცი მაგრამ თუ გადაიღო დაამთავრა და წავიდა რაღა პრობლემაა...თუმცა ეგეთი შეზღუდვა არასწორი მგონია...ჟურნალისტებისთვის |
თუ დადგება ჟურნალისტი ადგილზე, უბნიდან გამოსვლა და უკან შესვლა აღარ შეეძლება, რაც ნიშნავს რომ ჟურნალისტებს ერთი უბნის ყველა საარჩევნო უბანზე მისვლის საშუალება აღარ შეეძლება რაც იმას გამოიწვევს რაც ზემოთ დავწერე.
| QUOTE | | თუმცა ზოგადად ვიმეორებ როცა უბანზე ბევრი დამკვირვებელია აქვთ ვიდეო კომისიის წევრები.. ესაა მთავარი გარანტია...საერთოდ უბანზე გაყალბება არ ხდება...ბიულეტენების ჩაყრა და მსგავსები ძალიან იშვიათობაა მათშორის კარუსელიც |
შეიძლება დიდი იშვიათობაა და ძალიან იშვიათად მიმართავდეს ამ მეთოდს ვინმე, მაგრამ ვაი თუ მიმართეს მაშინ? პრევენცია იყო ბიომეტრიული პასპორტები რაზეც თავი გაიგიჟეს და არ მიიღეს, კამერები, რომლებიც წინა არჩევნებზე გააუქმეს და ახლა ჟურნალისტების შეზღუდვა...
ის დამიკვირვებელი თუ აყვირდა რაღაც კანონდარღვევაზე, ვინ გადაიღებს ამ სიტუაციას? ტელევიზია რომელსაც ყველა საარჩევნო უბანზე ეყოლება თითო ჟურნალისტი, ოპერატორი და კამერა?
რაც შეეხება შენს წეღანდელ აზრს:
| QUOTE | | უბანზე რომ არ უნდა ქონდეს კამერიან ადამიანს ყველგან სიარულის უფლება მგონი ცალსახაა |
გეთანხმები, კაბინაში არ უნდა შეჰყვეს ჟურნალისტი, მაგრამ ეგ ადგილი თუ გამოუყვეს მაგალითად სადმე ისეთ ადგილას სადაც კედელი ეფარება და ვერაფერს ხედავს კამერა მაშინ როგორ იქნება? კანონი ზოგადია, კანონში არ წერია რომ გადაღება შეიძლება ისეთ ადგილას სადაც ჩანს შემომსვლელი და გამსვლელი ამომრჩეველი, კანონში წერია უბრალოდ ადგილი საიდანაც შეუძლია გადაღება (ისევ ვიმეორებ სად გამოუყოფენ ამ ადგილს კაცმა არ იცის).
ამ შემთხვევაში როგორ ვართ?
This post has been edited by Galaktioni on 25 Sep 2012, 13:51
|