პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ბაჩო ახალაიას შორის, ამ უკანასკნელის თანამდებობიდან გადადგომამდე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა შედგა. სააკაშვილი და ახალაია კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდნენ და მხოლოდ გარანტიების მიღების შემდეგ დატოვა მან მინისტრის პოსტი.
ამ შეხვედრის შესახებ "ივერონს" სანდო წყარომ განუცხადა. მისი თქმით, ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტისა და ბაჩო ახალაიას გარდა ამ შეხვედრას ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია, დიმიტრი შაშკინი და დათა ახალაია ესწრებოდნენ.
"პრეზიდენტმა დიდი მადლობა გადაუხადა ბაჩო ახალაიას "კანონიერი ქურდების" დამარცხებისა და ზოგადად, ციხეებში კრიმინალებთან წარმატებული ბრძოლისთვის. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდია ახალაიას როლი ქვეყნის თავდაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის. სააკაშვილმა განუმარტა ახალაიას, რომ ამ ეტაპზე მისი გადადგომა აუცილებელი იყო. მას ამის აუცილებლობას არწმუნებდნენ იქ მყოფი დანარჩენი მინისტრები და მისივე ძმა _ დათა ახალაია. ბოლოს პრეზიდენტსა და ახალაიას შორის შედგა ერთგვარი გარიგება: ბაჩო ახალაია ნებისმიერ ვითარებაში საიდუმლოდ შეინახავს იმ სახელმწიფოებრივ დანაშაულობებს, რისი მომსწრე და თვითმხილველიც თავად არის და რაშიც, ხშირ შემთხვევაში, თავად მიხეილ სააკაშვილი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები არიან გარეულნი. სააკაშვილმა დააიმედა ახალაია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად დარჩება ხელისუფლების სათავეში და მისი ძმა და მამა ისევ პრივილეგირებულ მდგომარეობასა და სახელმწიფო პოსტებს შეინარჩუნებენ. ბოლოს სააკაშვილმა ახალაიას პრეზიდენტის ბრძანებულებით განმტკიცებული გარანტიები მისცა. სწორედ ამის შემდეგ დაწერა ბაჩო ახალაიამ გადადგომის შესახებ განცხადება, რომელიც მედიით ჯერ კიდევ მაშინ გავრცელდა, როცა ის კვლავ რეზიდენციაში იყო", _ განუცხადა "ივერონს" წყარომ.
მისი თქმით, ბაჩო ახალაიას ბიუჯეტის ხარჯზე არაერთი პრივილეგია შეუნარჩუნდა.
1. სამკაციანი პირადი დაცვა;
2. ორკაციანი დაცვა ოჯახისთვის;
3. პირადი მძღოლისა და ავტომობილის მომსახურება;
4. მძღოლისა და ავტომობილის მომსახურება ოჯახისთვის;
5. ეგრეთ წოდებული, სახელმწიფო მენიუს სრული შენარჩუნება, რითაც მინისტრთა კაბინეტის, პარლამენტის სპიკერატისა და უშიშროების საბჭოს წევრები სარგებლობენ;
6. ხელფასის ასმაგი ოდენობის პრემია სახელმწიფოს წინაშე გაწეული უდიდესი დამსახურებისთვის (ბაჩო ახალაიას ხელფასი თვეში 7800 ლარს შეადგენდა, ანუ პრემიის სახით, თანამდებობიდან წავლის დღეს ბიუჯეტიდან 780000 ლარი მიიღო).
კულუარული წყარო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბაჩო ახალაიას იმ ბიზნესსფეროების ხელშეუხებლობის გარანტიაც მისცა, რასაც თავად და მისი ოჯახის კლანი აკონტროლებს.
"მიხეილ სააკაშვილმა ბაჩო ახალაიას ერთგული თანამებრძოლი და სანდო ადამიანი უწოდა. მას ხოტბა იქ მყოფებმაც შეასხეს და პრეზიდენტის სიტყვა რომ აუცილებლად შესრულდებოდა, ამის სიტყვიერი გარანტია ახალაიას პრემიერ-მინიტრმაც მისცა. ვანო მერაბიშვილი თავის მხრივ შეპირდა ახალაიას, რომ უზრუნველყოფდა პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებულ ყველა პრივილეგიას", _ განაცხადა წყარომ.
მისი ინფორმაციით, ეს 6 პუნქტი მხოლოდ ნაწილია პრეზიდენტის იმ საიდუმლო ბრძანებულებისა, რომლის მოპოვებაც მოახერხა. ახალაია ზემოთ ჩამოთვლილის გარდა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე კიდევ უამრავ პრივილეგიას შეინარჩუნებს. მას ოფიციალურად პოსტი არ ექნება, თორემ მდგომარეობით ნებისმიერ მინისტრზე უფრო მეტად პრივილეგირებული იქნება. დამატებით ვანო მერაბიშვილმა, მიხეილ სააკაშვილმა და გიგა ბოკერიამ ბაჩო ახალაიასა და მის ოჯახს უსაფრთხოების მყარი გარანტია მისცე
http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-30...html?lang=ka-GEბარემ აქაც იყოს