სხვა გზა არ აქვთ... გაყალბების შემთხვევაში საზოგადოების ნაწილში დაგროვილი უკმაყოფილება აფეთქდება..
განსაკუთრებით სტუდენტების უკმაყოფილება.. უმაღლეს სწავლებას, რომ არ მიხედეს.. რადგან მათი შვილები(სხვათა შორის ოპოზიციის ლიდერების შვილებიც) დასავლეთში სწავლობენ... სტუდენტებში დაგროვილი უკმაყოფილება გამოსავალს ეძებს.. მიზეზს...
არ უნდა გააყალბონ... ოღონდ თქვენი შეფასება მარტო თბილისს ასახავს..
არა და საქართველო მარტო თბილისი არ არის..
20% მარტო ნაც უმცირესობები ჰყავთ.. გარანტირებული...ასე, რომ თქვენი შეფასებით 45% უკვე ჰქონიათ...
ხოლო ოცნებას 41%.. იმედი არ უნდა ჰქონდეს...
რადგნა დარჩენილი პროცენტები ძალიან ბევრ სუბიექტზე გადანაწილდება..
ასე, რომ ველოდოთ ჭრელ პრალამენტს......

და ძლიერი ოპოზიციით გაკონტროლებულ ნაც მოძრაობას მთავრობაში..
მართლაც და კარგ გაუყალბებელ მშვიდობიან არჩევნებს გისურვებთ...
ისე თქვენს მიერ დახატული სურათიც კი საქართველოსთვის წამგებიანი არ იქნება... ასე 35%იანი ნაცმო ოპოზიციაში... ბიძინას რუსეთისკენ არ გაუშვებს...

და ეკონომიურადაც არ გადააყლაპინებს საქართველოს...
ერთადერთი რაც არ აწყობს საქართველოს(არ ვამბობ ბიძინას თუ მიშიკოს) ეს არის არჩევნების გაყალბება.....
ოპოზიციის გამოვარდნა ქუჩებში... რეპრესიები.. და უკონტროლო ნაცმო პარლამენტში..
ან მიშიკოს ვარდებით გამოგდება.. და უკონტროლო ბიძინა პარლამენტში...
ვნახეთ ეს უკვე ჩვენ...
აქ კიდევ ერთი ცვლადი არის არემარეზე.. ჩვენი დათვი მეზობელი, რომელიც ლოგიკურად კი არ უნდა ჩაერიოს..არ აწყობს..
მაგრამ დათვს ლოგიკას არ ეკითხებიან ხოლმე....
* * *
ამ ჩემი შეფასების შედეგად ეს თემა ჩაიძირა მონდომებით...
არ აწყობს რუსთ მოყვარულ ფორუმს..
აგეთები ორივე მხარეს ბლომად არიან..
საქართველოს გამარჯვება...!!!1
ასე, რომ საშიშროება არის სააკაშვილის გარშემო ჩახუტებული რუსთ მოყვარულები გააყალბებენ...
ხოლო ბიძინას გარშემო მოკლათებული რუსთ მოყვარულები.. ქვეყანას ჩამოაქცევენ...
ისე დღეს ერთი მიმტკიცებდა ძალიანაც, რომ მოინდომოს მიშიკომ ვერ წააგებსო...
ისე მიშა ძალიან არ მოსწონს იმ ადამიანს..
თბილისს აგებს.. და თანაც არა კატასტროფიულად...მაგრამ თბილისი მხოლოდ ერთი მეოთხედია
მაგრამ აგერ ქუთეისი პარლამენტს მისცემს ხმასო...
აჭარა ბათუმსო.... სამეგრელო ანტი ქურდსო...
ახალქალაქში და ახალციხეში მაგაზე ლამის ლოცულობენ.. აუშენა რაღაცეები და გზა გაუყვანათ..
აზერები ხომ მაგისაა და მაგისაო..
კახეთის ნაწილიც მაგას მისცემს ხმასო..
დაზარალებული ქართლის ნაწილშიც "ომი ჩვენ დავიწყეთ" ვერაფრის დიდებით ვერ გაიმარჯვებს....
მოკლედ მიშა დიდი პროცენტით არა მაგრამ მაინც მოიგებსო...
ხოდა ესენი ქუჩაში გამოვარდებიან გააყალბა გააყალბას ძახილით..
და დაქცევა მაინც არ აგვცდებაო...
მე კი ვფიქრობ, რომ უმრავლესობას ვერ აიღებს... წააგებს მაგრამ მაინც მოიგებს რადგან ყველაზე დიდი პროცენტი ექნება... ანუ ზემორე სცენარი პირველზე ვამბობ განხორციელდება...
სხვათა შორის ეგ აწყობს მთელ საქართველოს...
ყველა ერთად ვიგებთ მაშინ...