დარწმუნებული ხარ?
ჯერ ერთი სრულიად თავისუფალი მედიას ჩამოყალიბებას დიდი დრო უნდა და ამას ვერც ბიძინა შეძლებს, ვერც მიშა, ვერც შალვა, ვერც მე და ვერ შენ. თავისუფალი მედია თავისუფალი საზოგადოების პროდუქტია, რასაც დრო სჭირდება.
მეორე, დასავლურ ვითომ თავისუფალ მედია უსასტიკესი ცენზურა და უამრავი ორგანიზაციები აკონტროლებენ. ინფორმაცია რომელმაც შეიძლება სახელმწიფო გადატრიალებებს, რევოლუციებს, ა.შ. ხელი შეუწყოს ძირითადას ყველგან იბლოკება/კონტროლდება (ჯერჯერობით ინტერნეტის გარდა).
მესამე, შენ თვლი რო ბიძინა, კალაძე, გუბაზა, ბურჯანაძე, ა.შ. დემოკრატიის მატარებელი, მომავლის გამნათებელი ბრიტანული დემოკრატიის შუქურები არიან? ბიძინა მოვა და საქართველო 3 ოქტომბრიდან ნორვეგია იქნება?
ალბათ მკითხავ აბა მიშა დავტოვოთ და ასე გავაგრძელოთ ცხოვრებაო? რა თქმა უნდა არა.
წინსვლა ცვლილების ხარჯზე განვითარების აუცილებელი პირობაა, მაგრამ ეს ცხვრის ფარა (ანუ ამომრჩევლები!) იგივე შევდომას უშვებს რაც მიშას დროს დაუშვა. ისევ გაფეტიშება მიდის, ბიძინა-ბიძინას ბღავილი, ბიძინა დაგვაპურე, ბიძო ღმერთი ხარ, ა.შ. რატომ? იმიტომ რომ არ არის საზოგადოება მზად არც თავისუფლებისთვის, არც დემოკრატიისთვის, არც განათლების მისაღებად, არც ნორვეგიული ციხის მოდელისთვის და არც მშვიდი ცხოვრებისთვის. ინდივიდუალობა დაკარგული აქვს საზოგადოებას. პიროვნების კულტია ამათთვის არსებობის იდეალური ფორმატი. როდესაც ცხვრის ფარაში ერთერთი ცხვარი ხარ თავს კომფორტულად/დაცულად გრძნობ. რასაც ჩაგძახებენ იმას ამოსძახებ.
ნაციონალური პარტიის მხარდამჭერნი თვალს ხუჭავენ საკუთარი კერპების სიყალბე-სიბინძურეზე და ქართულ ოცნებას იმას უმტკიცებენ რომ ჩემი კერპი შენს კერპზე ნაკლებად ბინძურიაო. იგივე აკეთებს ოცნებაც და ვტრიალებთ ამ ციკლში.
მოვიდა ბიძინა. რა შეიცვლება? აბსოლიტურად არაფერი. საკუთარ სიცოცხლეს დავდებ იმაზე რომ 6 თვეში რუსთაველზე ისევ ხალხი და კარვები იდგება გადადექის ძახილით.
გამოსავალი არის ის რომ ორივე მხარემ შეძლოს ცივი გონებით სიტუაციის გაშუქება და ამ ფორმატში გაერთიანება ყველა პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ. ფაქტია რომ ორივე მხარე მოძალადეა. იქნებ ვინმეს აქვს იმის ილუზია რომ ბიძინები, კალაძეები, ა.შ. ანგელოზები არიან და პენსიონერებზე, ავდმყოფებზე, უსამართლოდ დასჯილებზე, ა.შ. გული შესტკივათ? ან რატომ უნდა შესტკიოდეთ?
ორივე მხარე ერთ ფორმატში გაერთიანებას მხოლოდ მაშინ შეძლებს როდესაც საზოგადოებაში იქნება თავისუფალი ნება. როდესაც დოლიძე არ დამიყვირებს ჩემი კუკარაჩა ნანახი გაქვსო.

შეVეცი მაგის კუკარაჩას. გამომივიდა ეგეც შექსპირი ბლიად.
ქალს პრეტენზია აქვს ინტელექტუალობაზე და უკანასკნელი ბომჟივით დარბის ქუცაში და თანამემამულეებს ლანძღავს, და შემდეგ იმედი აქვვს რომ ხმას მივცემ?

((
სიმართლე გითხრა, რაც დრო გადის მით უფრო ვრწმუნდები რომ ისევ ქურდების დაბრუნება ჯობია. ეს ამომრჩეველთა ხროვაა უნდა გყავდეს ტერორში, ამათ უნდა აკონტროლებდეს ვანია კრემლიდან და იქნებიან ბედნიერი.
ვეთანხმები არქიპო სეთურს. ასეთ საზოგადოებას თავისუფლებას რომ მისცემ მხოლოდ მაშინ გაუბედურდებიან.
პ.ს. პირადად მე შალვას მივცემდი ხმას რომ შემეძლოს. შალვა ჯიგარია. შიზოა მაგრამ დანარჩენებთან შედარებით ჯიგარი შიზო

)
პ.პ.ს. ისე საინტერესოა, სრულიად საქართველოს მოსახლეობა რომ მივიდეს და გადახაზოს ყველა კანდიდატო (ან არავის არ მისცეს ხმა), რა მოხდება? აი ეგ იქნებოდა ყველაზე დიდი სირცხვილი ქართველი პოლწიკანების ანუ ვირთხების.
სამწუხაროდ ასეთ სოლიდარობას ქართველი ბედნიერი ერი ვერასოდეს გამოავლენს.
This post has been edited by SIDCFC on 26 Sep 2012, 13:39