chombeეგრე არ ჯობია? ეგრე უფრო ლამაზი ხარ, წვრილი ხმა გიხდება.
ახლა ზუსტად ის ხარ, რაც ხარ სინამდვილეში.
მოდი ჯერ შენს ზემორე ნაშრომ-ნაჯაფზე დაგელაპარაკები და შენ რო არ ელოდები, იმ კუთხით დაგანახებ.
ტყუილად კი არ ამომიციტირებია სათაური და შენი პირველი პოსტი, მათ ურთიერთკავშირზე მიგითითე.
სათაურით დავიწყოთ.
დახედავს ჩემნაირი ხეპრე თემის სათაურს, მიიღებს სერიოზულ სიფათს და იფიქრებს, ა კაცი, ა ნაღდი ოპოზიცია, ალბათ, რაღაცას ვერ ვხდები, როგორ ხდება გაყალბება და ამან უნდა მასწავლოს რამეო.
მერე შემოვდივარ თემაში, ვკითხულობ პირველ პოსტს და რას წაიკითხავ უკეთესს! თურმე, უკვე საკუთარი გამოცდილებით იცი, რომე არჩევნების გაყალბება საარჩევნო პუნქტებში პრაქტიკულად შეუძლებელია და უმნიშვნელო გადაცდომა ვერ მოახდენს მის შედეგზე გავლენას. შემდეგ იმასაც ამბობ, რო კანონი, რომელიც ამ პროცედურას არეგულირებს, ნამეტანი დახვეწილია და ბიძინას მოსვლამდე მიიღეს.
დამიკავშირე ახლა შენ თემის სათაური და პირველი პოსტი ერთმანეთს. არა, შენ კი მოახლაფორთებ რაღაცას , მარა ვის რად უნდა ეგ შენი მოხლაფორთებული, ხელის გულზე დევს ისედაც ყველაფერი.
ვიფიქრებდი შეეშალა რაღაც თქო, მარა ჯერ ერთი, შეენნაირი გაქანების უზერს ეგეთი იაღლიში მექანიკურად არ მოსდის და მერე მეორე - პირველად არ აკეთებ ამას.
ახლა, ჩემს მორალურ მხარეზე დაგელაპარაკები.
ეს თემა რო წავიკითხე, გულში კი გამეცინა, მარა არ ვაპირებდი მაინც რაიმე კომენტარის გაკეთებას. მეთქი წავიდეს, თავის ჭია გაახაროს, იქნებ რა უჭირს კაცს მეთქი. მარა არ გასვენებს ეტყობა გამჩენი და ჩემი დისკრედიტაცია მოინდომე უგვანო მეთოდებით. ჯერ მიწვევ, ამბობ რო მეშინია შენი, მერე ქალივით კივიხარ, მიშველეთ, ხუტა თავს დამესხაო და შეურაცხყოფას მაყენებ.
პრველ რიგში შენ მინდა გითხრა და მერე ჩემგან შევიწროებულ ქალბატონებს, რომელთა წინაშეც მე , როგორც შენ ამბობ, უკადრებელი ვაკადრე - ბუდუ ნა ვას დავიწ ვსეგდა! უფრო სწორედ, მე აქ გამოთქმულ ფარისევლურ აზრებს დავდევ , თორე არც შენი პირადი ინტერესი მაქ და არც შენს მიერ ჯენტლმენსკად დაცული ქალბატონების.
მაქ ამის უფლება?
ბიჭო, რო გადმოდგები ბანზე და ატრიალებ ყველა ბრუნვაში კარდუს და მის საამხანაგოს, იცნობ კარდუს? თუ უფლებას იღებ მისგან - უნდა გაგლანძღოო? პრინციპში შეიძლება უფლებასაც იღებ, ბიჭებო, არ გეწყინოთ, თქვენ კაი ხანია უკვე გაშიფრულები ხართ, ერთი-ორს შეგაგინებთ, აჩოკებს დავიწერ და მერე მე გავაკეთებ თქვენ გასაკეთებელ საქმეს ტექნიკურადო.
მთელი სამიშეთი შენს დასაცავად რო გამოლაგდება ხოლმე, ვკვდები მაგაზე სიცილით. გითხარი მე შენ, ბოლოს ისე გაიხდი საქმეს, კარდუს დასაცავი გახდები მეთქი.
იმასაც ნუ დამამადლი თუ ვინმეს საქმეში არ ჩაერიე და ჩემი ადგილი არ მომიჩინე. რატო არ ჩაერიე, დაგიშალა ვინმემ?
და ვაბშე, რეებს ბოდავ, რეებზე დებ და სად გგონია თავი? ვინ სად ჩაერევა და ვინ რას იტყვის, მისი პირადი საქმე ეს.
რა უნდა დამიგინო ბიჭო, ან რა ახსნა განმარტება უნდა მომცე შენ, გამომიხვედი აქ ძველი ბიჭი ს ინწელიგენტნიმ ნაკლონომ.
არ დაიზარა ეგერ და დაგიწერა კაცმა, როგორ ხდება რეალურად ხმების დათვლა, რა შეცდომები და გადაცდომები ხდება მაგ დროს, მარა იმის მაგივრად რო ჩაგაფიქროს, ჯიუტად აწვები მაინც შენსას, იმისი არ იყოს, "დღეს ეს საქართველოში გამორიცხულიაო".
კალაძის და გუბაზას ფაბრიკაციულ ვიდეობეზე რო აკეთებ სერიოზულ ანალიზს, ამიტო გირჩიე ჯღანას და ჩიპოლინოს დალაპარაკე, როგორ ესმით გაყალბება მეთქი. კარგად გაგარკვევენ ეგენი. კიტრი და რეგვენიც იმ მურკებს დაუძახე, ციხეებში ხალხის წამებას რო აპრავებენ. თან, მე რო მასწავლი ეთიკის ნორმებს, ქალს როგორ უნდა მივმართო, საკუთარ მორალს მიხედე ჯერ, ნამუსიც კაი საქონელია.
და დასკვნას გაგიკეთებ ახლა პაწუას.
მართლა წერე, იკითხე და იღადღადე რამდენიც გაგეხარდება. მე რამდენიც გამეხარდება კიდე, იმდენს ვიკაიფებ შენზე და იმ სირცხვილზე, შენთან შეხვედრის დროს რო დამემართება.
შეურაცხყოფებზე კი შენივე მეთოდებით პასუხს არ ვიკადრებ, ამის მერეც თუ არ გაჩერდები, კახურად მოგიყომარებ რამოდენიმე სიტყვით.
ახლა მსუბუქ მუსიკას მოგასმენინებ.
This post has been edited by ხუტა on 27 Sep 2012, 11:41