#33223971 · 28 Sep 2012, 20:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ნამდვილად იმყოფებოდა მოსკოვში. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მედიაარხები ყველანაირად ცდილობდნენ, დაემალათ ბოკერიას ვიზიტი მოსკოვში, "ივერონმა" საკუთარი წყაროს მეშვეობით შეძლო დაედასტურებინა, რომ ბოკერია 26-დან 28 სექტემბრამდე ნამდვილად იმყოფებოდა მოსკოვში და კრემლის მაღალჩინოსნებთან კონკრეტულ საკითხებზე მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა.
გიგა ბოკერია ვლადიმერ პუტინის გარდა, რუსეთის ხელისუფლების ყველა იმ გავლენიან ჩინოვნიკს შეხვდა, ვისაც საქართველოსთან ურთიერთობაში რაიმე გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ნამდვილად შეხვდა რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარეს ნარიშკინს, რის უარყოფასაც ბოკერიას მეუღლე ყველანაირად ცდილობდა. ამასთან, ბოკერია რუსეთის პრემიერ-მინისტრს დიმიტრი მედვედევსაც შეხვდა და საქართველოსთან დაკავშირებული ყევლა საკითხი სწორედ მასთან განიხილა.
ამთავითვე შეიძლება ითქვას, რომ გიგა ბოკერია რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისას, ყველა კომპრომისულ წინადადებას დათანხმდა. "ივერონის" წყაროს ინფორმაციით, მან ფაქტობრივად, კოლაბორაციონისტული პოლიტიკა აწარმოა საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფოებრს შორის ურთიერთობაში.
როგორც ჩვენი წყარო იუწყება, გიგა ბოკერია დათანხმდა რუსულ მხარეს ჟენევის ფორმატის გაფართოებას და მასში აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის, როგორც მხარის ჩართვას. ამის გარდა, ბოკერია რუსეთის მხარეს შეპირდა, რომ თუ რუსეთი მხარს დაუჭერს საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებში (ლაპარაკია ფორსირებულ მხარდაჭერაზე), საქართველო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და ხელს არ შეუშლის საერთაშორისო საზოგადოებრიობას ამჟამად დე-ფაქტო აფხაზეთთან ურთიერთობაში.
გიგა ბოკერიამ, როგორც საქართველოს ხელისუფლების (მათ შორის, პრეზიდენტის) ნდობით აღჭურვილმა პირმა, პირობა დადო მედვედევთან და ნარიშკინთან, რომ აფხაზეთის მხარეს ექნება სრული გარანტიები საქართველოს გვერდის ავლით აწარმოოს სავაჭრო ურთიერთობები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან.
ამასთან, გიგა ბოკერიამ პირობა მისცა მედვედევსა და ნარიშკინს, რომ თუ ისინი არ ჩაერევიან 1 ოქტომბრის არჩევნებში, საქართველო "გაზპრომს" ტრანსნაციონალური მილსადენის 51 პროცენტს დაუთმობს.
|