forumeli644. ჯანდაცვა:
ჯანდაცვის სისტემა უნდა გახდეს ხელმისაწვდომი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მისაღები და კომფორტული - სამედიცინო პერსონალისთვის, სადაზღვევო სექტორისთვის, ფარმაცევტული ბაზრისთვის. ჩამოყალიბდეს სამედიცინო დახმარების მიწოდებისა და მართვის ახალი, ოპტიმიზებული, გამჭვირვალე და ღია სისტემა, სადაც რაციონალურად იქნება გამოყენებული არსებული ფინანსური სახსრები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და პროფესიული კადრები.
ჯანდაცვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს:
სამედიცინო დახმარების სრული ხელმისაწვდომობა;
ფინანსური რისკებისგან დაცვა;
სამართლიანობა;
სამედიცინო დახმარების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება.
ჯანდაცვის ახალი სისტემის ჩამოსაყალიბებლად, მიზანშეწონილია,საქართველოს მთელი მოსახლეობა დაიყოს კატეგორიებად, განხორციელდეს ე.წ. სუბსიდირების პრინციპი: სახლმწიფო სრულად ეხმარება მათ, ვისაც თვითონ არ შეუძლია უზრუნველყოს თავისი ჯანმრთელობა და, ამავე დროს, ხელს უწყობს დანარჩენ მოსახლეობას სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობაში.შესაბამისად, გამოიყოფა მოსახლეობის ორი ძირითადი ჯგუფი:
პირველი ჯგუფში (უმწეო მოსახლეობა) გაერთიანდებიან ადამიანები,რომლებსაც ასაკის, ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გამო არშეუძლიათ, უზრუნველყონ თავიანთი ჯანმრთელობა. ესენია:
ბავშვები 0-18 წლამდე;
ასაკობრივი პენსიონრები;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;
ომისა და შრომის ვეტერანები, ძალოვანი სტრუქტურის პენსიონრები(მეორე სამამულო ომის ყველა ვეტერანი, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეები, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო პირები - ვეტერანები);
სტუდენტები;
მრავალშვილიანი ოჯახები;
დევნილები;
მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლები.
მეორე ჯგუფი გააერთიანებს საქართველოს ყველა დანარჩენ მოქალაქეს
(მათ შორის, დასაქმებული, თვითდასაქმებული)
ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირება განხორციელდება როგორც პროგრამული დაფინანსების წესით, ასევე, კერძო სადაზღვევო სექტორის მეშვეობით.საქართველოს მთელი მოსახლეობა, ორივე ჯგუფი, მიიღებს მომსახურების უნივერსალურ საბაზისო პაკეტს, რომლის მიწოდება განხორციელდება პროგრამული დაფინანსების გზით.
უნივერსალური საბაზისო პაკეტის ზევით, პირველი ჯგუფი (ბავშვები, პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმუშევრები, ომის ვეტერანები, სტუდენტები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლები), ასევე, მიიღებს დამატებით პაკეტს, რომელიც მოიცავს აუცილებელ სადიაგნოსტიკო, სამკურნალო-სამედიცინო, ამბულატორიულ, სტაციონარულ გადაუდებელ (დამატებით) და გეგმურ დახმარებას, უზრუნველყოფილი იქნება აუცილებელი მედიკამენტებით, რასაც არ ითვალისწინებს უნივერსალური საბაზისო პაკეტი.
მეორე ჯგუფს (დანარჩენი მოსახლეობა ანუ დასაქმებული და თვითდასაქმებული) შეეძლება, უნივერსალური საბაზისო პაკეტის ზევით, შეიძინოს სადაზღვევო ჯანმრთელობის პაკეტი, რომლის მოცულობასა და ღირებულებას განსაზღვრავს სახელმწიფო. დამატებით პაკეტებს, როგორც პირველი, ასევე მეორე ჯგუფისთვის შეისყიდიან კერძო სადაზღვევო კომპანიები, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ პირველ ჯგუფს დაზღვევის პოლისის თანხას დაუფარავს სახელმწიფო, ხოლო მეორე ჯგუფი თავად შეიძენს ან გადაუხდის დამსაქმებელი.
საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი უნივერსალური საბაზისო პაკეტი მოიცავს:
1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებს (მათ შორის, მოსახლეობის იმუნიზაცია-ვაქცინაცია, სხვადასხვა სკრინინგ პროგრამა);
2. პირველად ჯანდაცვას (ამბულატორიულ-პოლიკლინიკური სამედიცინო მომსახურება, ოჯახის ექიმის ინსტიტუტი);
3. სასწრაფო სამედიცინო დახმარებას (ამბულანს-სერვისი და კატასტროფის მედიცინა);
4. გადაუდებელ (ურგენტული) სამედიცინო დახმარებას;
5. ფსიქიატრიულ დახმარებას (მენტალური ჯანმრთელობა);
6. მწვავე ინფექციური დაავადებების მკურნალობას;
7. ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის მკურნალობას;
8. ტუბერკულოზის მკურნალობას ;
9. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას (ორსულობის მონიტორინგი, გართულებული მშობიარობა);
10. აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობას ;
11. C ჰეპატიტის პროფილაქტიკასა და მკურნალობას;
12. ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პალიატიურ დახმარებასა და ჰოსპისის (hospice - დავრდომილთა თავშესაფარი) მომსახურებას;
13. კარდიოქირურგიულ მკურნალობას;
14. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (STD) მკურნალობას;
15. დიალიზის პროგრამას;
16. ბავშვთა სტომატოლოგიურ დახმარებას;
17. პენსიონრების სტომატოლოგიურ პროტეზირებას;
18. იშვიათი დაავადებების მკურნალობას;
19. 18 წლამდე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას;
20. სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
ეს არის ქრისტიან დემოკრატების ჯანდაცვის პროგრამა სადაც გარკვევითაა ჩასმული ც ჰეპატიტის პროფილაკტიკა და მკურნალობაც. სჰეგიდზლიატ ამ ლინკზე ყველა პარტიის პროგრამა იხილოთ
http://www.ivote.ge/chvens-shesakheb/2453-...html?lang=ka-GE * * *
შესაბამისად ჩემი და ჩემი ოჯახის ხმა ქრისტიან დემოკრატებს