#33240029 · 29 Sep 2012, 20:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | უღირსოები ხართ..... დამნაშავები ხართ და კრიმინალები.....
ანახეთ საქართველოს ეს ზეიმი....... |
ჭეშმარიტად ზეიმი იყო, საკმარისი სტაჟი მაქვს მიტინგებზე სიარულის, მაგრამ ასეთი გულის "ჩქროლვა" არასოდეს მიგრძვნია , სპორტის სასახლიდან წამოვედი, დუშეთიდან იყო ხალხი ჩამოსული, იმათ გამოვყევი თავიდან, თუ ვინმეს სიარული შეეძლო, ყველა წამოვედითო, ერთი ბაბუს გვერდით მოვდიოდი, ძლივს მოკაკუნებდა ჯოხით. მაგრამ მაინც მედგრად მოდიოდა, მერე დიდ კოლონას შევუერთდით. ამდენი ხალხი და ძალიან თავისებური განწყობით(არეული იყო ყველაფერი ერთმანეთში) მე ჯერ არ მინახავს
|