აჭარაშიც იგივე სიტუაციაა
http://tv25.ge/?action=shownews&id=9607კოალიცია ”ქართული ოცნების” ინფორმაციით, არჩევნების გასაყალბებლად დიდი რაოდენობით ყალბი პირადობის მოწმობები დაიბეჭდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და არქეოლოგიურ მუზეუმში ამომრჩევლებს სიებში საკუთარი მონაცემების გადამოწმების საშუალება არ ჰქონდათ, რადგან მათ შენობაში დაცვა არ უშვებდა. კოალიციის წარმომადგენლები დღეს იმაზეც საუბრობდნენ, რომ სპეცსამსახურების თანამშრომლებს საცხოვრებლის რეგისტრაციის მიხედვით ხმის მიცემის უფლება არ ეძლევათ, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კი სხვა რეგიონების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოფიციალური კომენტარი არ გააკეთეს, პირად საუბარში კი დაცვის თანამშრომელმა განმარტა, რომ შესაბამისი მითითების საფუძველზე, სიებში საკუთარი თავის გადასამოწმებლად, შენობაში შესვლას არავის უკრძალავდნენ. არქეოლოგიურ მუზეუმში კი უბნის კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, მუზეუმის ”ოქროს ფონდის” დაცვას ამომრჩევლებთან შეხება არ ჰქონია, შესაბამისად-მათ ვერც შეაფერხებდა.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ”ქართულ ოცნებას” მონაცემების კარგად გადამოწმებას ურჩევს, ცესკოს იურისტი კი განმარტავს, რომ სხვადასხვა რეგიონიდან აჭარაში დისლოცირებულ მოქალაქეებს ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს არჩევის უფლებას კანონი აძლევს.
სატელეფონო - მამუკა
კოალიცია ”ქართული ოცნება” ყველა უწყებას მოუწოდებს, არჩევნების გამჭვირვალედ ჩასატარებლად შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთონ.
სისულელეა ის? რომ იცი რომ სისულელეა... თუ ის, რომ არ იცი...
ურაპატრიოტიზმი, უნიათობა
ოცნებები მართლა ოცნებები კი არ უნდა იყოს, მას რეალიზაცია უნდა, ბავშვები ხომ არ ვართ დავბერდით ხალხი