კოალიცია "ქართული ოცნება" გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში დატრიალებული ტრაგედიის ფონზე გურჯაანელებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ყოველგვარი ანგარიშსწორებისაგან.
ამასთან, კოალიცია სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მომხდარის გამოძიება და დადგინდეს, რა გახდა 9 თვის ბავშვის გატაცების და მისი მოკვლის მიზეზი. საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ბავშვი არის გურჯაანში კოალიციის კოორდინატორის, დალი მეჩირიშვილის დისშვილი და ის სწორედ მისი ოჯახიდან არის გატაცებული, როდესაც და საკუთარ შვილთან ერთად მასთან სტუმრად იმყოფებოდა. ფანჯიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ დალი მეჩირიშვილზე ხორციელდებოდა გარკვეული ზეწოლა. კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მას გარკვეული თანხაც შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ არ გაეგრძელებინა საქმიანობა კოალიციის სასარგებლოდ.
"მე დღეს თავს შევიკავებ პოლიტიკური განცხადების გაკეთებისგან, რადგან გამოძიებამ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა მომხდარ ტრაგედიას შეხება პოლიტიკურ მიზნებთან. მოვუწოდებ პოლიციას, სასწრაფოდ დაიწყონ ფაქტის გამოძიება არა მხოლოდ იმის გამო, რომ ადგილი აქვს შემზარავ ტრაგედიას, არამედ იმიტომაც, რომ მომხდარს შესაძლოა მოჰყვეს გარკვეული სპეკულაციები და ამიტომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა მოხდა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისი თქმით, გურჯაანელები შეკრებილი არიან ბავშვის სახლთან. ამიტომ კოალიციის სახელით მან სთხოვა გურჯაანის მოსახლეობას, რომ სიმშვიდის შენარჩუნება სცადონ.
გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ქვევრში ნაპოვნი ჩვილი ბარბარე რაფაიანცი გარდაცვლილია. არსებული ცნობით, 9 თვის ბარბარე რაფაიანცი მშობლებმა საძინებელში დაძინებული დატოვეს, თავად კი სამზარეულოში სავახშმოდ გავიდნენ, თუმცა უკან დაბრუნებულებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ. დაახლოებით ერთსაათიანი ძებნის შემდეგ გოგონა ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს.
http://www1.interpressnews.ge/ge/politika/...-sheikavon.htmlარანაირი ლოგიკაში არ ჯდება ხალხო არჩევნების წინა დღეს 9თვის ბავშვის მოკვლა ... დაჟე ფანჯიკიცეც არ ამბობს მაგას ...
ps: ამის გამკეთებელს ჩამოხჩობა ეკუთვნის