აშკარად ჩალიჩოებნ რაღაცას...
#36 საარჩევნო უბანთან "ნაციონალების" მომხრეები გარკვეულ აღრიცხვას აწარმოებენ
09:27 01-10-2012
#36 საარჩევნო უბანთან "ნაციონალების" მომხრეები გარკვეულ აღრიცხვას აწარმოებენ #2 საარჩევნო ოლქის #36 საარჩევნო უბანთან "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს აქვთ სია და ისინი გარკვეულ აღრიცხვას აწარმოებენ.
"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, თუ კონკრეტულად რის აღრიცხვას აკეთებდნენ ისინი, "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე ქალებმა განაცხადეს, რომ ისინი აღნიშნავენ, თუ რამდენი ამომრჩეველი მიდის უბანზე. თუმცა რამდენიმე ამომრჩეველმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები სიაში იმ პირებს აღნიშნავენ, რომლებიც მათ პოტენციურ მხარდამჭერებად ითვლებიან.
ამასთან, საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელ გია ლაგაზაშვილის განცხადებით, #36 საარჩევნო უბნებზე გაზრდილი სიებია წარმოდგენილი. მისი თქმით, კარდაკარის პროექტის მიხედვით, უბანზე 1 355 ამომრჩეველი დაფიქსირდა, თუმცა თუმცა სიაში 1 417 ამომრჩეველი იყო წარმოდგენილი. \
http://www1.interpressnews.ge/ge/politika/...tsarmoeben.html
Вечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.
Вуди Аллен.