მოკლედ ამ დროისთვის დარღვევები :
http://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=k3RJBMrfrcM====================================================================
"ქართული ოცნება" ასპინძის რაიონის სოფელ დამალას მე-4 საარჩევნო უბნის დახურვას მოითხოვს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადგილზე კოალიციის წარმომადგენელმა თამარ ჩუბურდანიძემ განუცხადა და ამის მიზეზი იქ დაფიქსირებული სერიოზული დარღვევებია.
"ესაა ასპინძაში ეთნიკური სომხებით დასახლებული ყველაზე დიდი უბანი. იქ იმდენად მიაწყდა ხალხის ტალღა, რომ კაბინებში ერთდროულად 5-5 კაცს უშვებენ. ჩვენ ვწერთ განცხადებას, რომ უბანი დაიხუროს, რადგან იქ ისეთი ქაოსია, რომ გაყალბება ადვილადაა შესაძლებელი. ამ დროისთვის ადგილზე საოლქო კომისიის წარმომადგენლები და საერთაშორისო დამკვირვებლები მიემართებიან. იქ ჩვენი დამკვირვებლები და კომისიის წევრები არიან, თუმცა მათY ხალხის ნაკადის შეჩერება უჭირთ", - გამარტა ჩიბურდანიძემ.
ამასთან, მისივე განმარტებით, დარღვევები ფიქსირდება ასპინძის რაიონის სხვა სოფლებში გახსნილ უბნებშიც.
"ისევ გრძელდება სოფელ აწყვიტაში ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენებით ხმის მიცემის მცდელობის ფაქტები. ათეულობით შემთხვევა უკვე აღვკვეთეთ, თუმცა ამ ნაკადის შეჩერება უკვე გვიჭირს. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ აქ ხმის მიცემის პროცედურას უშუალოდ ასპინძაში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე აკვირდება, რომელიც უბანთან დგას. გარკვეული სახის დარღვევები დაფიქსირდა სოფელ ხიზაბაგრას მე-20 უბანზეც, რომელიც საწერ კალამს უკავშირდებოდა", - აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.
http://www1.interpressnews.ge/ge/politika/...moithkhovs.html===================================================================
ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალის N#18 საარჩევნო უბანზე აზერბაიჯანულად "ბეშ-ბეშს" გაიძახიან, რაც ქართულად ხუთს ნიშნავს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია უბანზე მყოფმა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებელმა შეატყობინა, კენჭისყრის კაბინისკენ მიმავალ ამომრჩეველს უბანზე მყოფი არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ქსელის" დამკვირვებელი იმრან ამირახოვი ხმამაღლა აზერბაიჯანულად "ბეშ-ბეშს" უყვირის და აგიტაციას ეწევა, რაც კანონით აკრძალულია.
აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენელმა ვახტანგ კაპანაძემ უკვე დაწერა საჩივარი; გარდა ამისა, იმავე საარჩევნო უბანზე სხვა დამკვირვებლებმა კიდევ 2 საჩივარი დაწერეს.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დამკვირვებლის ციალა უთიაშვილის საჩივრის მიხედვით, ლაგოდეხის N15 ოლქის N18 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთი თვალსაჩინო ადგილზე არ დგას, დამკვირვებლები ვერ ხედავენ ყუთს, რადგან ის შენობის შიდა დერეფნის გადაკვეთაზე კენჭისყრის კაბინების გვერდით დგას.
მესამე საჩივარი "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებელმა შეადგინა, რომლის მიხედვით უბანზე განთავსებული სარეგისტრაციო მაგიდები, კედელთან ახლოს ისეა განლაგებული, რომ დამკვირვებლებს საარჩევნო პროცესზე სრულყოფილად დაკვირვების საშუალება არ ეძლევათ.
http://www1.interpressnews.ge/ge/politika/...aidzakhian.html========================================================================
შიდა ქართლში არჩევნების მიმდინარეობისას რამდენიმე ინციდენტი და დარღვევა დაფიქსირდა.
კერძოდ, როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ხაშურის რაიონში, სოფელ ოსიაურში კომისიის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "ინფო-9"-ს ჟურნალისტს და ოპერატორს. ჯერ ამასთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს განცხადება არ გაუკეთებია.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ დიცის საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საარჩევნო აგიტაციას ეწეოდნენ.
დაბა სურამის საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრი აცხადებს, რომ მას შვილის სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ და ამასთან დაკავშირებით, ცოტა ხანში განცხადებას გააკეთებს.
შიდა ქართლის რეგიონში ამომრჩეველთა აქტიურობა მაღალია.
http://www1.interpressnews.ge/ge/politika/...dafiqsirda.html=========================================================================
ფოთის საარჩევნო ოლქმა ამომრჩევლის რაოდენობასთან შედარებით 5 530-ით ნაკლები ბიულეტენი მიიღო
http://www1.interpressnews.ge/ge/regioni/2...eni-miigho.html=========================================================================
რუსთავის #16 საარჩევნო უბნის ხელმძღვანელს დილით უცნობი პირი თავს დაესხა
http://www1.interpressnews.ge/ge/regioni/2...vs-daeskha.html==========================================================================
"ამომრჩეველთა ლიგის" ცნობით, ერთ-ერთ უბანზე რამდენიმე ამომრჩეველი "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ბუკლეტებით შევიდა
http://www1.interpressnews.ge/ge/regioni/2...th-shevida.html===========================================================================
N36 საარჩევნო უბანთან "ნაციონალების" მომხრეები გარკვეულ აღრიცხვას აწარმოებენ
http://www.ambebi.ge/politika/62288-n36-sa...l#ixzz281ksaZ8Q==========================================================================
"ქართული ოცნება" ასპინძის რაიონის სოფელ დამალას მე-4 საარჩევნო უბნის დახურვას მოითხოვს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადგილზე კოალიციის წარმომადგენელმა თამარ ჩუბურდანიძემ განუცხადა და ამის მიზეზი იქ დაფიქსირებული სერიოზული დარღვევებია.
"ესაა ასპინძაში ეთნიკური სომხებით დასახლებული ყველაზე დიდი უბანი. იქ იმდენად მიაწყდა ხალხის ტალღა, რომ კაბინებში ერთდროულად 5-5 კაცს უშვებენ. ჩვენ ვწერთ განცხადებას, რომ უბანი დაიხუროს, რადგან იქ ისეთი ქაოსია, რომ გაყალბება ადვილადაა შესაძლებელი. ამ დროისთვის ადგილზე საოლქო კომისიის წარმომადგენლები და საერთაშორისო დამკვირვებლები მიემართებიან. იქ ჩვენი დამკვირვებლები და კომისიის წევრები არიან, თუმცა მათY ხალხის ნაკადის შეჩერება უჭირთ", - გამარტა ჩიბურდანიძემ.
ამასთან, მისივე განმარტებით, დარღვევები ფიქსირდება ასპინძის რაიონის სხვა სოფლებში გახსნილ უბნებშიც.
"ისევ გრძელდება სოფელ აწყვიტაში ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენებით ხმის მიცემის მცდელობის ფაქტები. ათეულობით შემთხვევა უკვე აღვკვეთეთ, თუმცა ამ ნაკადის შეჩერება უკვე გვიჭირს. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ აქ ხმის მიცემის პროცედურას უშუალოდ ასპინძაში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე აკვირდება, რომელიც უბანთან დგას. გარკვეული სახის დარღვევები დაფიქსირდა სოფელ ხიზაბაგრას მე-20 უბანზეც, რომელიც საწერ კალამს უკავშირდებოდა", - აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.
===========================================================================
არსებული ინფორმაციით, ფოთში საჯარო მოხელეები არჩევნებს არასამთავრობოების სახელით აკვირდებიან
http://www1.interpressnews.ge/ge/politika/...kvirdebian.html==========================================================================
დუისის N5 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლები, დაკვირვებას ვერ ახორციელებენ
http://www1.interpressnews.ge/ge/politika/...orcieleben.html=========================================================================
"სამართლიანი არჩევნები" სარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს. როგორც ჟურნალისტებთან ,,სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარემ Nნინო ლობჟარიამ განაცხადა სამართლიანი არჩევნების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესულია 13 საჩივარი.
,,სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, საარჩევნო უბნის გახსნის პროცედურები კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით 77, 2% შემთხვევაში, 20% შემთხვევაში საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა უბნის გახსნისა და მოწყობასთან დაკავშირებით მცირედი დარღვევები, ხოლო საარჩევნო უბნების 2, 5% უბნის გახსნის პროცედურები ჩატარდა კანონით დადგენილი ნორმების დარღვევით", _განაცხადა ლობჟარიამ.
Mმისივე განცხადებით, თბილისში ამომრჩევლის მაღალი აქტიურობის გამო საარჩევნო უბნებთან რიგები ფიქსირდება.
,,თბილისში ამომრჩევლის მაღალი აქტიურობა შეინიშნება, რაც საარჩევნო უბნებთან რიგებს ქმნის, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაცია ახერხებს წესრიგის შენარჩუნებას. ძირითადი ტენდენციები დარღვევებთან დაკავშირებით ესაა სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვის შვიდი ფაქტი, სამ სარჩევნო უბანზე დაფიქსირდა უბნის გახსნის პროცედურები ეს იყო მარნეულის #8, საბურთალოს #57, საგარეჯოს #46 საარჩევნო უბნები. მარკირების შეუმოწმებლობის ფაქტი დაფიქსირდა გლდანის #53 საარჩევნო უბანზე, თუმცა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დროული რეაგირება მოახდინა", _განაცხადა ნინო ლობჟარიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ სამართლიანი არჩევნების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 13 საჩივარია შესული.
,,ამ დროისთვის სამართლიანი არჩევნების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესულია 13 საჩივარი", _ განაცხადა Nნინო ლობჟარიამ.
http://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=y5O8gUU7_FA=========================================================================
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღებულობს ინფორმაციას რეგიონებში ფულის დარიგების მასობრივი ფაქტების შესახებ. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მონაწილე პირები ფულის დარიგებისას კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის სახელით მოქმედებენ.
პოლიცია აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას აწარმოებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას – გააკონტროლონ საკუთარი პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები, რათა არ დაუშვან კანონის უხეში დარღვევა.
იმის გათვალისწინებით, რომ ტარდება საპარლამენტო არჩევნები, პოლიცია თავს იკავებს პარტიათა წარმომადგენლების დაბარებისა და დაკითხვისაგან.“
========================================================================
თბილისში საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის მასობრივი აღრიცხვა მიმდინარეობს
http://www1.interpressnews.ge/ge/politika/...tsarmoeben.html=======================================================================
ბოლნისში 23-ე ოლქში 28-ე უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტატორები ხელს უშლიან მოსახლეობას ეგზიტპოლის გამოკითხვებში მონაწილეობის მიღებაში. ასევე, ხელშემშლელი ფაქრტორები ფიქსირდება საქართველოს სხვადასხვა რაიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან.
http://gd.ge/?m=2&news=1025======================================================================
გაყალბების ერთ-ერთი სქემა, რომლის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სქემის მონაწილემ აცნობა
http://ghn.ge/news-75248.html======================================================================
საია არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება თბილისისა და 9 რეგიონის 35 საარჩევნო ოლქში. დღის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში, თუმცა დაფიქსირდა პროცედურული დარღვევები რამდენიმე უბანზე:
• საჩხერის #73-ე და დიდუბის #1 უბანზე გახსნის მომენტისთვის ბიულეტენების პაკეტის ლუქის მთლიანობა იყო დარღვეული;
• 116-ე სპეც უბანსა და გლდანის #77-ე უბანზე საიას დამკვირვებლებს შეექმნათ უბანზე შესვლის პრობლემა, თუმცა ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია;
• საბურთალოს საარჩევნო ოლქოს #91-ე სპეციალურ უბანზე კომისიის წევრების მიერ ფუნქციების თვითნებურად გადანაწილება, წილისყრის შემდეგ;
• საბურთალოს #28 უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველმა, რომლის გასწვრივ სიაში იყო აღნიშვნა „იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე", რაც დარღვევას წარმოადგენს;
• მიღება-ჩაბარების აქტებზე რეკვიზიტების მითითების პრობლემა დაფიქსირდა წყალტუბოს #5 უბანსა და ისნის #7 უბანზე.
ამ მომენტისთვის საიას დამკვირვებლების მიერ დაწერილია 11 საჩივარი (მედიის საქმიანობის შეზღუდვა; უბნის დაგვიანებით გახსნა; კანონის დარღვევით აგიტაციის წარმოება; ბიულეტენების ნაკლებობა უბნებზე; დამკვირვებლის არ დაშვება კენჭისყრის უბანზე; წევრების მიერ უფლებამოსილების არასათანადოდ განხორციელება; გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემა).
ასევე, ზოგიერთ ოლქში საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პირები, რომლებიც აღრიცხავენ მოსულ ამომრჩეველს, რაც წარმოადგენს არაპირდაპირ კონტროლს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.
======================================================================
ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ფოთის 70-ე საარჩევნო ოლქში საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით, ფოთის 70-ე საარჩევნო ოლქში საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. მე-12 და მე-18 უბნებთან დილის 9 საათამდე უკვე მობილიზებული იყვნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და აგიტაციას და ზეწოლას ახორციელებდნენ ამომრჩველებზე.
ნაკლები ბიულეტენები შეიტანეს მე-4, 33 და34-ე საარჩევნო უბნებზე. ამის შსახებ განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ 30 სექტემბერს ღამით საგანგებო ბრიფინგზე დააკეთა. ანალოგიურად ნაკლები ბიულეტენები შეიტანეს აგრეთვე ფოთის 70-ე საარჩევნო ოქლის 1, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, 25-ე, მე-10, მე-18-ე 30-ე, 31-ე, 7-ე, 10-ე, 5, 17-ე და 29-ე საარჩევნო უბნებზე, რაც იმას მოწმობს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.
მე-11 უბანზე მარკირების პრობლემაა. კოალიციის დამკვირვებლების ინფორმაციით, მარკირება უკერთდებათ ამომრჩევლებს, მაგრამ სითხე მაშინვე ქრება, რაც უბანზე ხმის მიხემის პროცედურის შეჩერების საფუძველია. კოალიცია „ქართული ოცნების" კომისიის წევრი ცდილობს ხმის მიცემის პროცედურა შეაჩეროს (მარკირების ვარგისიანი სითხის მოტანამდე), რადგან ამ ხარვეხის პირობებში მე-11 საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა დიდი ნაკადი მიაწყდა, მაგრამ კომისიის თავმჯდომარე ხმის მიცემის პროცედურას არ აჩერებს.
ფოთში საარჩევნო კუთხით დარღვევები დაიწყო ჯერ კიდევ 30 სექტემბრის ღამის 12 საათისთის და შემდგომ. ფოთის 70-ე საარჩევნო საოლქო კომისიაში გამოჩნდნენ ფოთის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლების საოლქო კომისიაში გამოჩენა გააპროტესტეს კოალიცია „ქართული ოცნების" საოლქო კომისიის წევრებმა და წარმომადგენლებმა. დაიწერა საჩივარი და გამოძახებულ იქნა პოლიცია.
კოალიცია „ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შტაბში დილიდანვე მოდიან ადამიანები, რომლებიც საარჩევნო რეგისტარციიდან მოხსნეს, თუმცა პირადობები ფოთში აქვთ აღებული და ფოთის ამომრჩევლები არიან.
======================================================================
ნაძალადევის 5 უბანზე დილის 10 საათამდე დაფიქსირებული დარღვევები
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=6282======================================================================
დაახლოებით 20 ათასმა დამკვირვებელმა ცესკო-სგან ვერ მიიღო დამკვირვებლის დამადასტურებელი მოწმობა, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ტელეკომპანია "მე-9" არხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ერთ მესამედს, რომლებიც არჩევნებზე დამკვირვებლებად უნდა წარმოდგენლიყვნენ.
გარდა ამისა, ფანჯიკიძის განცხადებით, ბევრ საარჩევნო უბანზე ბეჭდები არის არეული, კერძოდ, ერთი სოფლის ბეჭდები მიტანიილია მეორე სოფელში, რაც ფანჯიკიძის შეფასებით ნიშნავს, რომ შესაძლოა ხვალ უბნები გაიხსნას და იმის გამო, რომ ყველაფერი წესრიგში არ აღმოჩნდება, ისევ დაიხუროს.
კოალიციის პრესსპიკერის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ურეკავენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს კომისიებში, რომლებსაც დაკითხვაზე იბარებენ. "კომისიებში "ქართული ოცნების "წარმომადგენლებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მათ ბრალი ედებათ 250 ლარის ქრთამის აღებაში და ხვალ და ზეგ არიან დაბარებულები პოლიციაში.
======================================================================
"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერმა ბიულეტენებს კაბინაში ფოტო გადაუღო
http://www1.interpressnews.ge/ge/politika/...o-gadaugho.html====================================================================
ირველი საჩივარი უკვე დაიწერა ბოხვაურის 60/23 საარჩევნო უბანზე. როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მარინე სუნგულია ამბობს, ამომრჩეველთა საარჩევნო სიები კანონდარღვევით არის გამოკრული.
ჩოხატაურში, კოხნარის საარჩევნო უბანზე უკვე მეშვიდე შემთხვევა დაფიქსირდა, რომ ამომრჩეველი ღია, დაუკეცავი ბიულეტენით გამოდის კაბინიდან
როგორც "გურია ნიუსს" ზუგდიდის N4 საპყრობილის უფროსის მოადგილემ, მეგონა საჯაიამ განუცხადა, N101 სპეცუბანზე გადაღების უფლებას სასჯელაღსრულების სპეცგანაყოფის უფროსის, მიხეილ ანჩაბაძის ბრძანების საფუძველზე არ გვაძლევენ.
ფოთის 70-ე საარჩევნო ოლქში საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. მე-12 და მე-18 უბნებთან დილის 9 საათამდე უკვე მობილიზებული იყვნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და აგიტაციას და ზეწოლას ახორციელებდნენ ამომრჩველებზე.
=====================================================================
ლაგოდეხის რაიონის სოფელ თამარიანის მე-12 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არ შეუშვეს. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო სუვიექტებიდან მხოლოდ ერთ წარმომადგენელს შეუძლია უბანზე იმყოფებოდეს, ამიტომ ოპოზიციური ბლოკის მეორე წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე ვერ შევიდა. ამასთან, საარჩევნო უბანზე არ უშვებდნენ ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ვიდეოკამერით და აკრედიტაციას სთხოვდნენ. ეს დარღვევები საოლქო კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ჩარევის შემდეგ აღმოიფხვრა.
=====================================================================
http://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=wr96ishTzFU=====================================================================
10:30 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მედიაცენტრში უკვე წარმოადგინა არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ მოგროვებული ინფორმაცია.
საია არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება თბილისისა და 9 რეგიონის 35 საარჩევნო ოლქში. დღის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში, თუმცა დაფიქსირდა პროცედურული დარღვევები რამდენიმე უბანზე:
1. საჩხერის #73-ე და დიდუბის #1 უბანზე გახსნის მომენტისთვის ბიულეტენების პაკეტის ლუქის მთლიანობა იყო დარღვეული;
2. 116-ე სპეც უბანსა და გლდანის #77-ე უბანზე საიას დამკვირვებლებს შეექმნათ უბანზე შესვლის პრობლემა, თუმცა ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია;
3. საბურთალოს საარჩევნო ოლქოს #91-ე სპეციალურ უბანზე კომისიის წევრების მიერ ფუნქციების თვითნებურად გადანაწილება, წილისყრის შემდეგ;
საბურთალოს #28 უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველმა, რომლის გასწვრივ სიაში იყო აღნიშვნა „იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე“, რაც დარღვევას წარმოადგენს;
მიღება-ჩაბარების აქტებზე რეკვიზიტების მითითების პრობლემა დაფიქსირდა წყალტუბოს #5 უბანსა და ისნის #7 უბანზე.
ამ მომენტისთვის საიას დამკვირვებლების მიერ დაწერილია 11 საჩივარი (მედიის საქმიანობის შეზღუდვა; უბნის დაგვიანებით გახსნა; კანონის დარღვევით აგიტაციის წარმოება; ბიულეტენების ნაკლებობა უბნებზე; დამკვირვებლის არ დაშვება კენჭისყრის უბანზე; წევრების მიერ უფლებამოსილების არასათანადოდ განხორციელება; გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემა).
http://netgazeti.ge/GE/105/News/13454/========================================================================
http://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=Rx4g9EUfreU========================================================================
თბილისში საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის მასობრივი აღრიცხვა მიმდინარეობს.
როგორც "პალიტრა ტვ"-ს კორესპონდენტი საბურთალოს ოლქის #29-ე საარჩევნო უბნიდან იუწყება, უბნის ეზოში რამდენიმე ქალი სიებით ხელში დგას და უბანზე მისულ ამომრჩეველს აკონტროლებს.
როგორც უბანზე მისულმა ამომრჩეველმა განმარტა, ქალები ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებენ, თუმცა მათი ვინაობა მოსახლეობისთვის უცნობია.
#29-ე საარჩევნო უბნის ახლოს მდებარე საარჩევნო უბანთან, რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებული, ავტომანქანებით "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები დგანან და ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებენ. "პალიტრა ტვ"-ის კითხვაზე, რატომ იქცევიან ასე, პარტიის კოორდინატორებმა აღნიშნეს, რომ უკანონოს არაფერს აკეთებენ.
ამასთან, როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამომრჩევლის მობილიზაციისა და მოწვევის კამპანიას განახორციელებს; ასევე, კამპანიაში ჩართული "ნაციონალების" მოხალისეები და კოორდინატორები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდებიან, რათა გონივრული დისტანცია დაცული იყოს.
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazo...tsarmoeben.html=======================================================================
http://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=H2PtB8Nfu68=======================================================================
http://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=3OuXX2OO5E0=======================================================================
http://www.gurianews.com/index.php?option=...rectlink&id=315=======================================================================
ქუთაისის #39 უბანზე 'ოცნების' დამკვირვებელი კომისიის თავმჯდომარეს უპირისპირდება.
უბანზე კომისია დილის 7 საათზე შეიკრიბა და წილისყრის შედეგად გადანაწილდა მათ შორის უფლებამოსილება. "ქართული ოცნების" დამკვირვებელმა პროტესტი გადასატან ყუთთან დაკავშირებით გამოთქვა, სადაც ორის ნაცვლად სამი ბარათი აღმოჩნდა.
ამას გარდა, "ოცნების" დამკვირვებელმა უბნიდამ "ნაციონალური მოძრაობის" ორი დამკვირვებლის გაძევება მოითხოვა, რადგან მათ, როგორც დამკვირვებელი აცხადებს, არ გააჩნდათ სათანადო დოკუმენტაცია, თუმცა ეს მოთხოვნა კომისიის თავმჯდომარემ არ დააკმაყოფილა.
http://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=3_358saNE70=======================================================================
11:00 "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" ინფორმაციით, ამ დროისათვის მათ მიერ გამოვლენილია ე.წ სომხური მარაოს გამოყენების შემთხვევა, ბიულეტენთა ნაკლებობა ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით და ასევე, ხმის მიცემა პირადობის მოწმობების გარეშე.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა თბილისში, მედიაცენტრში შეკრებილ ჟურნალისტებს ორგანიზაციის მიერ ამ დროისათვის მოგროვებული ინფორმაცია მიაწოდა.
ეკა გიგაური ინფორმაციით, არჩევნებს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" 420 დამკვირვებელი აკვირდება საქართველოს 300 საარჩევნო უბანზე და ფარავენ არსებული 73 ოლქიდან 63–ს.
420 დამკვირვებლიდან 56 საერთაშორისო დამკვირვებელია, გარდა ამისა, არჩევნებს აკვირდება ორგანიზაციის 36 მობილური ჯგუფი.
"საერთაშორისო გამჭვირალობის" ცნობით, ამ დროისთვის ამომრჩევლის რაოდენობაზე ნაკლები ბიულეტენის მიტანა დაფიქსირებულია 20–ზე მეტ უბანში, გარდა ამისა, საბურთალოს 52–ე უბანზე მოქალაქე გიორგი ჯიქიამ საარჩევნო ყუთში გარედან შეტანილი ბიულეტენი ჩააგდო, უბანზე მიღებული ბიულეტენი კი გარეთ გაიტანა. ეკა გიგაურის შეფასებით, აღნიშნული წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას და ამით სამართალდამცავები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ.
ორგანიზაციამ ახალქალაქის მე–19 უბანზე დააფიქსირა, რომ ათამდე მოქლაქეს პირადობის მოწმობის გარეშე მიაცემინეს ხმა. ერთ–ერთი დარღვევა კი ასევე დაფიქსირდა ჩხოროწყუს 21–ე უბანზე, სადაც სამკერდე ნიშნის არმქონე პირები მითითებებს აძლევდნენ კომისიის წევრებს.
=======================================================================
http://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=PM2_wqlKKF8=======================================================================
არჩევნები ბუქარესტის საარჩევნო უბანზე ჩაიშალა, მარტვილში კი - ამომრჩეველთა სია გაიტაცეს
http://www2.interpressnews.ge/ge/politika/...a-gaitaces.html=======================================================================
გურჯაანის N12 ოლქის ველისციხის N15 საარჩევნო უბანზე რძალმა არჩევნებში მონაწილეობა დედამთილის ნაცვლად მიიღო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს უბანზე მყოფმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებელმა შეატყობა, თავდაპირველად მოქალაქე ელისო ჯავახიშვილი საარჩევნო უბანზე დედამთილის პირადობით გამოცხადდა და არჩევნებში მონაწილეობა უპრობლემოდ მიიღო.
„ცოტა ხანში იმავე ქალბატონი ისევ მობრუნდა საარჩევნო უბანზე და ამჯერად საკუთარი პირადობის მოწმობით დააპირა არჩევნებში მონაწილეობა. მოქალაქის ერთსა და იმავე უბანზე განმეორებით მოსვლა თავდაპირველად კომისიაში მყოფმა „ქართული ოცნების" წევრმა დააფიქსირა. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირველად ელისო ჯავახიშვილმა დედამთილის ნაცვლად მიიღო მონაწილეობა და შემდეგ თავისი პირადობით აპირებდა ხმის მიცემას" - განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებელმა.
აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა გურჯაანის N12 ოლქის ველისციხის N15 საარჩევნო უბანზე საჩივარი შეადგინა.
=======================================================================
http://www.liberali.ge/ge/liberali/news/112722/"ლიბერალის" კორესპონდენტის ინფორმაციით, სოფელ ზერტში ბიულეტინების არქონის გამო ხმის მიცემის პროცესი შეჩერებულია. უბანზე მისულ ამომრჩევლებს ხმის მიცემის საშუალება აღარ აქვთ. აღნიშნულ დარღვევაზე ამომრჩევლები ცესკოს სახელზე საჩივრებს ადგენენ.
======================================================================
http://intermedia.ge/vid/114061-სეი