ოცნების აგრესია და კანონდამრღვევი ქმედებები საარჩევნო პროცესში ყველა ხვდება რომ ასეთი ქმედებებით ოცნება მხოლოდ კარგავს ამომრჩეველს
---
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერი ჟურნალისტებს სთხოვს, სასწრაფოდ გაავრცელონ ინფორმაცია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატებისა თუ მხარდამჭერების მიერ ნაციონალური მოძრაობის წევრების ცემისა და სიტყერი შეურაცხყოფის შესახებ.
თაქთაქიშვილის განცხადებით, ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე სოფელ ცოდნის კარში, მერვე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, შვიდი ავტომანქანის თანხლებით მივიდა. ჯგუფმა ლუკა კურტანიძის მონაწილეობით სასტიკად სცემა ნაციონალური მოძრაობის ორი მხარდამჭერი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამას გარდა, ფოთის მეშვიდე საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროს გრიგოლ ღვინიას ქართული ოცნების 30–მდე აქტივისტმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ჩიორა თაქთაქიშვილი მომხდარს აღმაშფოთებელს უწოდებს. ნაციონალური მოძრაობის პრესსცენტრში მათ ხელთ არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაციაგავრცელდა.
http://www.tabula.ge/article-25368.html---
შსს ქუთაისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მამუკა ახალაია და გიორგი დალაქიშვილი დააკავეს. დაკავებულები ქუთაისში სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე გადაადგილდებოდნენ, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მოითხოვდნენ, რომ მათ ხმა „ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ არ მიეცათ. მომხდარზე გამოძახებული იქნა პოლიცია. პოლიციამ მათ გაფრთხილება მისცა, თუმცა ახალაია და დალაქიშვილი გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ. ამჯერად მათ პოლიციელებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და გაუწიეს წინააღმდეგობა, რის შედეგადაც მოხდა მათი დაკავება. მამუკა ახალაიას და გიორგი დალაქიშვილს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით წაუყენეს.
---
შსს უარყოფს მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ოზურგეთში პოლიციამ კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ნუგზარ მიქელაძე და ვახტანგ გუჯაბიძე დააკავა. ნუგზარ მიქელაძე „მერსედესის" მარკის ავტომობილით , ვახტანგ გუჯაბიძე კი „ბეემვე"-ს ტიპის ავტომანქანებით მოძრაობდნენ. არცერთი ამათგანი არ დაემორჩლა საპატრულო პოლიციის ხმოვან შეტყობინებას. ამის შემდეგ მოხდა ორივე მათგანის გაჩერება, შემდეგ დაჯარიმება მძღოლის დაუმორჩილებლობისთვის. პოლიციამ გამოუწერა შესაბამისი ოქმები და გადასცა მძღოლებს . ავტომაქანები კი გადაყვანილია საჯარიმო ავტოსადგომზე.
---
შსს ღებულობს ინფორმაციას რეგიონებში ფულის დარიგების მასობრივი ფაქტების შესახებ. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მონაწილე პირები ფულის დარიგებისას კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის სახელით მოქმედებენ.
პოლიცია აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას აწარმოებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას - გააკონტროლონ საკუთარი პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები, რათა არ დაუშვან კანონის უხეში დარღვევა.
იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ ტარდება საპარლამენტო არჩევნები, პოლიცია თავს იკავებს პარტიათა წარმომადგენლების დაბარებისა და დაკითხვისაგან.
---
პარტია "ქართული ოცნების" ვანის რაიონის მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოდერძი ტყეშელაშვილმა გამოძიებისთვის ჯერ-ჯერობით დაუდგენელ ორ პირთან ერთად, დღეს დაახლოებით 20:00 საათზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილობრივ მაცხოვრებელ 85 წლის ფოფხაძეს და მის შვილს. გამოძახებულია სასწრაფო. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს თანმხლები პირების დადაგენა.
http://police.ge/ This post has been edited by FRIDRIX on 1 Oct 2012, 17:57