"ქართული ოცნების" ინფორმაციით, თბილისისა და მესტიის რამდენიმე საარჩევნო უბანზე პოლიცია და შეიარაღებული სპეცრაზმი შევიდაკოალიცია "ქართული ოცნების" ინფორმაციით, თბილისისა და მესტიის რამდენიმე საარჩევნო უბანზე პოლიცია და შეიარაღებული სპეცრაზმი შევიდა.
ამის შესახებ საგანგებო განცხადება კოალიციის მედია-ცენტრში რამდენიმე წუთის წინ, "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.
"ჩვენი ინფორმაციით, მესტიის ყველა საარჩევნო უბანზე პოლიცია და შეიარაღებული სპეცრაზმია მობილიზებული. ის ასევე შევიდა გლდანში, 72-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 76-ე უბნებზე, ამავე რაიონის მე-2 მიკრორაიონში 173-ე სკოლაში, მე-3 მიკრორაიონის მე-40 უბანში და 160-ე და 167-ე სკოლებში. გარდა ამისა, ჩვენი ინფორმაციით, სპეცრაზმი შევიდა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და პატიმრები ითხოვენ შველას. ამასთან, 10 შეიარაღებული სპეცრაზმელის შესვლის ფაქტი დაფიქსირდა ხაშურის 44-ე საარჩევნო უბანზე", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.მისივე განმარტები, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მათ უწყებათაშორის კომისიას უკვე მიაწოდეს. "ამასთან, მიმდინარეობს ინფორმაციის ინგლისურ ენაზე თარგმნა, რათა ის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სადამკვირვებლო მისიებს გადავუგზავნოთ", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
http://geo.interpressnews.ge/ge/politika/2...mi-shevida.htmlაჰა,რას უნდა ელოდო ადამიანი?