ბათუმის #58 უბნის შედეგები
აჭარა, არჩევნები 2012,
გაზეთი ბათუმელები
ბათუმის #58 უბანი კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მოიგო. ამ უბანზე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ხმების უმრავლესობა - 542 ხმა "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 193 ხმა, "ქრისტიან დემოკრატებმა" - 23 ხმა, "ლეიბორისტებმა" - 9 ხმა.
ქალაქის მერმა, მმართველი პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატმა - რობერტ ჩხაიძემ 200 ხმა მიიღო. ქალაქის მერს 308 ხმით მოუგო "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა კანდიდატმა, მხატვარმა აკაკი ძნელაძემ. მას #58 უბნის 508 ამომრჩეველმა მისცა ხმა. "ქრისტიან დემოკრატების" კანდიდატმა ნიაზ ზოსიძემ 38 ხმა აიღო. ხოლო "ლეიბორისტების" კანდიდატმა დავით რობაქიძემ 11 ხმა.
პარლამენტის პროპორციული არჩევნების შედეგები ამ უბანში ასე გამოიყურება: კოალიცია "ქართული ოცნება" - 551 ხმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 198 ხმა; ქრისტიან დემოკრატები - 19 ხმა.
"ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი მურმან დუმბაძე ამ უბანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გიორგი ბარამიძეს 313 ხმით უგებს (მურმან დუმბაძემ - 519 ხმა მიიღო; გიორგი ბარამიძემ - 206 ხმა). ამავე უბანზე 26 ხმა მიიღო ირაკლი ნარაკიძემ, ქრისტიან დემოკრატების მაჟორიტარმა კანდიდატმა. ხოლო თავისუფალი საქართველოს კანდიდატმა რამინ პაპიძემ - 16 ხმა დააგროვა.
ბათუმის #58 უბანში 1347 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული. არჩევნებში მონაწილეობა 804 ამომრჩეველმა მიიღო.
http://www.netgazeti.ge/GE/105/News/13560/
შენზე ამბობენ რომ ქეცბაიას ჰგავსო, ისეთი ჟილკიანიაო. პრინციპში მართალი ხარო, მართლა მგავხარო მეო, მაგრამ ჩემგან განსხვავებით შენ მაგარი ### ხარო!