თემა მინდოდა გამეხსანა, სახელად "ჩემი არჩევანი: რას ვუთხარი უარი და რას დავუჭირე მხარი" მაგრამ სათანადო მემბერობის ხარისხი არგამაჩნია (თურმე) და აქ ვიტყვი თუ შეიძლება

მხარი დავუჭირე:
1. თავისუფალ სასამართლოს და სამართლიანობის განცდის დაბრუნებას საზოგადოებაში
2. თავისუფალ მედიას და აზრის თავისულებას საზოგადოებრივი ცხოვრები ყველა სფეროში
3. ჭეშმარიტად თავისუფალ ბიზნესს მარწუხების გარეშე
4. დაჩქარებული ტემპებით, რეალურ ევროინტეგრაციას
5. დაბალ, რეალურ ფასებს ენერგომატერებლებზე და ტარიფების გაიაფებას.
უარი ვუთხარი:
1. ძალადობას, სიყალბესა და ცინიზმს, სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილს
2. კონფორმიზს, სახოგადოებრივი ცხოვრების ნორმად ქცეულს
3. კარტელური გარიგებებითა და ოლიგოპოლიებით მიჩმორებულ ბიზნესს
4. ისტერიული ანტირუსული რიტორიკის უკან მალულად, საქართველოს რუსეთისათვის ნაწილ-ნაწილ "ჩაბარებას".
5. "ინტელექტუალურ მეძავობას" (ყოვლისგამპრავებლობას)
რავი, არასრულია მარა მაინც