axalirevoluciaვაა, ეს შენ ხარ კაცო?

ეს შენ სვამ კითხვას რა გვანახა 1მა წელმა თუ თვალი მატყუებს?
კაცი რომელიც თუ რაიმეთი არგუმენტირებ ან იმუქრები (ლაითად), ეს უპირველესად ხანგრძლივი და
პერსპექტივაში ნაგულისხმევი დროა, რომელმაც ის მოვლენები უნდა მოიტანოს (ოდესმე),
რასაც შენ აპროგნოზებ. მადლობა ღმერთს მოთმინებაც დიდი გაქვს რომ ათწლეულები ელოდო,
მაგრამ 1 წელი ნამეტანი დაწვრილამენება და გულის საფხანი ლიფსიტობაა შენი ამბიციების მქონე პერსონისთვის.
მაგრამ კითხვას უპასუხოდ ხომ არ დავტოვებთ არა, რაც არ უნდა იყოს...
გეტყვი რა გვანახა ამ ერთმა წელმა:
გვანახა ის, რომ ცუდსა და უარესს შორის არჩევანი, როგორც ეს შარშან ამ დროისთვის აღიქმებოდა,
მართლაც ცუდსა და უარესს შორის არჩევანი ყოფილა.
გვანახა ის, რომ კიდევ კარგი წავიდნენ ის უარესები, თორემ შენ არამგონია და მე მაგალითად (და კიდევ ბევრს სხვას) შეიძლება
მხოლოდ რაიმე ვიდეოფირზე მეარსება დღეს, რომელიმე სამალავში გადაღებულზე. თორემ ფაქტიურად გავქრებოდი : )
გვანახა ის, რომ ნაცები "დაჟე" ოპოზიციადაც არ ვარგიან... რისი იმედიც "დაჟე" ძველ ოპოებს უფრო გვქონდა, ვიდრე თქვენ.
გვანახა ისიც (რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს), რომ რატომღაც დღეს თბილისში რუსის ჯარი არ დგას.. (სასწაული თუ გინდა)...
გვანახა მეორე სასწაულიც _ დასავლეთთან ურთიერთობა (რომელიც გეგონათ რომ 2 კვირაში თავზე დაგვემხობოდა)
ისევ შენარჩუნებულია და ვითარდება (პამეხებით, მაგრამ მაინც).
გვანახა ის, თუ როგორი მზრუნველობითი მიზნობრიობით იხარჯებოდა წლების მანძილზე პრეზიდენტის ფონდიდან და ბიუჯეტიდან თანხები.
გვანახა ის, რომ ნაცებისდროინდელი ჩინოსნები, კუდელ-სოდელი ან უბრალო პოლიციელი ჩვენი მეზობელ-ახლობლები
უკვე ჩუმად, მაგრამ მაინც ყვებიან პრივატულ საუბრებში იმას, თუ რას ავალებდნენ "ზემოდან" იმ წლებში,
ვინ უნდა ეცემათ, ვინ დაეშინებინათ და ვისთვის რამდენი მოეტანინებინათ (მაგრამ ესეთები როცა ხდებოდა
თქვენ მაშინ არ გჯეროდათ და მონაყოლს რა დაგაჯერებთ... : )
გვანახა თუ რა მოსდით იმ არასამთავრობოებს, ფონდებს, მსხვილი ორგანიზაციებს და რაღა თმქა უნდა კერძო პირებს,
რომლებიც სახელმწიფოს ნავში სხედან და მერე რატომღაც ერხევათ და ეს ახალი მთავრობის ბრალია.
კიდევ უფრო ცხადად გვანახა ის, რომ შენი, ანიჩქების და სხვათა იდეოლოგია "სახელმწიფოს ასე ჭირდებოდა" ყოფილა ზუსტად ის,
რაც უმეტესობას მაშინვე გვეგონა _ "პარტიას ასე ჭირდებოდა".
კიდევ ბევრი ისეთი რამ გვანახა, რაც ვიცი და მახსოვს მაგრამ ახლა რომ დავინახო, კარგად გამოფხიზლებული უნდა ვიყო,
თორემ თვალწინ გავლილ კადრებს ერთიანობაში ვერ აღვიქვამ. მაგრამ ან კი რა საჭიროა შეხსენება, თავად რა არ უნდა იცოდეთ?
და თუ არ იცით და ვერ შეამჩნიეთ რაც გვანახა, ჩემს მონაყოლს ექნება კი აზრი? : )
ესენი რომ უკვე ჩაღლევდნენ და ქოცების უმეტეს უბნებში რომ გულისრევამდე ყარს, ეგ აბსოლუტურად დამოუკიდებელი თემაა იმისგან,
თუ რატომ უნდა წასულიყვნენ ნაცები და თქვენი ეს მასიური "ეს გინდოდათ ხო?" კიდევ უფრო კარგად უსვამს ხაზს იმას,
თუ რამდენად გაიზარდეთ როგორც იდეოლოგისტები ამ 1 წელში 
ქოცების ღლეობებზე აპელირებით კი ვერ იქნებით ობიექტურები იმ მარტივი მიზეზის გამო,
რომ ამათ უბრალოდ ქონდათ და აქვთ შანსი ყველაფერი უკეთ გაეკეთებინათ და ნაცებისთვის სალაპრაკო არ დაეტოვებინათ
და ვერ აკეთებენ ისე როგორც საჭიროა (ხოდა მაგას არ გეჩიჩინებოდითო _ მეტყვის რომელიმე ვანგა ნაცი, მაგრამ ჭრის ჩიჩინი?)
ნუ ახლა წინასწარმეტყველების ნიჭი მაშინდელ ოპოებს თქვენნაირი არ გვქონდა, თორემ
კი ისევ ისე იმ 41ს შემოვხაზავდით, მაგრამ აქ მაინც არ ვიყვირებდით ისეთნარად, რომ თქვენი უსაფუძვლო,
მაგრამ მაინც ნიშნისმოგებითი კომენტარები აგვეცილებინა თავიდან : )
მაგრამ მაინც ლოგიკურია თქვენი ეგეთი ჩასაფრებითი პოზიცია,
(ნუ შპანა ნაცებისგან განსხვავებით ზოგ, მაგალითად შენს შემთხვევაში შეიძლება შედარებით უფრო "დასტოინი" და
გულისტიკივლიანი (ვითომ?) პოზიცია, მაგრამ ჯამში მაინც ჩასაფრებითი).
სხვა რაღაცეების კი ბატონო და ამის წინასწარმეტყველება მაინც არ ყოფილა ძნელი
This post has been edited by SCO on 6 Sep 2013, 09:46