არანაირი ნიშნის მოგებაზე საუბარი არ არის.უბრალოდ ვთვლი რომ ადამიანი ვინც არ აერკვევა საკითხში არ უნდა საუბრობდეს ასეთ თემბზე... მე მაგალითად ქიმიკოსს ვერ და არ შევედავები რაიმე ფორმულის შესახებ და არ დავუწყებ რაიმეთეზისის მტკიცებას.ეს მარტივი ლოგიკაა...როგორც მინიმუმ ვიკითხავდი ან ოდნავ მაინც გავერკვეოდი ჯერ..
რაც შეეხება თავად თემას...იძახით რომ უცხოურ ბანკებს არ უშვებენ... HSBC,Sosiete Generale,ProCredit,Halik,VთB.აბა რა ბანკებია... პირველი სამი დასავლურია... ნუ პირველი რამოდენიმე თვეა დატოვა განვითარებადი ქვეყნები... არც ერთს არ აქვს დაბალი(ისეთი როგორც წარმოუდგენია სხვას) % . მარტივად რომ ავხსნა რისგან შედგება საპროცენტო განაკვეთი : შიდა ხარჯი+მოგება+გადასახადი+
ქვეყნის ინფლიაცია+ფულის ფასი+ ქვეყნის რისკის მარჟა= საპროცენტო განაკვწეთი ბოლო სამს უკავია ყველაზე დიდი ნაწილი... რისკია საქართველოში დიდი შესაბამისად უცხოეთიდან ან სხვა წყაროებიდან თანხის მოზივა არის უფრო ძნელი და ძვირი და ინფლიაციაც მაღალი.... ტუ გადახედავ ამ ფორმულა მიხვდებით რა არის მოსაგვარებელი რომ % დაიწიოს...
და რაც შეეხება სრული ჩამოწერას

ციფრებს გადახედეთ
2012 წლის სექტემბერის მიხედვით მარტო
სამომხმარებლო სესხები შეადგენს 1,235,700.000
იპოთეკური სესხი(ქონების ყიდვის და ა.შ.)-1,540,966,000
ჯამურად გაცემული სესხების რაოდენობა-8,086,189,000
ეს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოვებით ნახევარია...
თქვენ ფიქრობთ რომ ამ ვალების ჩამოწერა შესაძლებელია?ან ვინმეს აქვს ამის ფული რომ გადაუხადოს? ან რატომ უნდა გადაიხადოს ეს მაინც ამიხსენით,რომც ქონდეს ამის შესაძლებლობა?
ჩამოწერა გამოწვევს სრული სისტემის კოლაპს,უცხოური ინვესტორების წლებით დავიწყებას საქართველოს ნებისმიერ პროექტზე... მარტო 1 ბანკის გაკოტრებამ(ლემან ბრაზერს აშშ) მისცა ბიძგი 2007 წლის მსოფლიო კრიზისისთვის რომელიც ახლაც 5 წლის შემდეგ არ არის დასრულებული...
კიდევ ერთხელ ვიძახი სესხების პრობლემის გასაღები ბანკებში არ დევს.მთავარი მისი მიზეზი არის ტოტალური უმუშევრობა და კონკურენციის ეკონომიკის განვითარების ნაკლებობა საქართველოსში... ამის დამტკიცება ადვილია.გაიხსენეთ 2007 წელი(ანუ ომამდე) როდესაც ზრდაც იყო ეკონომიკაში და უმუშევრობაც არ იყო მაღალი...ყველა მშვენივრად იხდიდა სესხებს და არანაირი პრობლემა არ ქონდათ...
* * *