#33306745 · 3 Oct 2012, 12:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
davita1985
QUOTE | მარტო ფულს რომ რამე შეძლებოდა, პატარკაციშვილი დღეს მიწაში არ იქნებოდა......
|
არაა მთლად ეგრე, მაშინდელი სიტუაცია და დღევანდელი, მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ჯერ ერთი მიშა არ იყო ასეთ სუსტ პოზიციაში, ომი არ ჰქონდა წაგებული თუნდაც, მეორე პატარკაციშვილს სულ სხვა იმიჯი ჰქონდა, ვიდრე ბიძინას, ერთი იყო შავი "ბექგარუნდის" მქონე, ხოლო მეორეს თავისი ქველმოქმედებით, უკვე მოგებული ჰქონდა ბევრი ადამიანის გულები. ძალიან იდიოტი უნდა ყოფილიყო ბიძინა, რომ ვერ გამოეყენებინა ეს მომენტი. ზოგადად კი, არ არსებობს ხელისუფალი, მითუმეტეს განვითარებად ქვეყანაში, რომელიც რეფორმებს ატარებს, რომელსაც არ ეყოლება მზარდი უკმაყოფილო ელექტორატი. დააკვირდით რა მოხდა, ფაქტიურად მიშამ წააგო არჩევნები უფრო მეტად, ვიდრე ბიძინამ მოიგო. ამის გამოა ასეთი კომედიური ტიპების გასვლა მაჟორიტარებში, არ ჩამოვთვლი, ყველა ხვდებით......
--------------------
დიდი გასავალი არ წარმოადგენს პრობლემას, საშიში მცირე შემოსავალია... მე ვარ გლობალისტი და მასშტაბურად მოაზროვნე, ვიწრო ცნებები ჩემთვის არ არსებობს (ყვარყვარე)
|