ამას ქვია კლასიკური დეზინფორმაცია

.
1) 2008-მდე რომ 12% იკო საშემოსავლო, მანდ ზედ 20% კიდევ სოციალური გადასახადი ემატებოდა და მთლიანი ხარხის 26.7% გამოდიოდა საგადასახადო წნეხი. (მაგ. 100 ლარი ხელფასზე, 100*12% + 100*20% = 32 ლარი. 32 / (100+20) = 26.7%).
2) 2008-ის შემდეგ ეს სქემა შეიცვალა შემდეგნაირად: გაუქმდა სოციალური გადასახადი და საშემოსავლო გახდა 25%.
3) რეალური ბენეფიტი კომპანია+დასაქმებულისა გამოვიდა 26.7% - 25% = 1.7%.
4) მომდევნო წლებში შემცირდა 20%-მდე.
5) დამადლებული იყო 26.7%-დან 25%-მდე შემცირება და შემდგომი 20%-მდე შემცირება.
6) ეს შემცირება შეფუთეს როგორც 12% + 20% = 32%-დან 25%-მდე და შემდეგ 20%-მდე შემცირება, ნაცვლად 26.7%-დან შემცირებისა.
7) მოსახლეობის 98% ვერ მიხვდა რა განსხვავება იყო 32%-სა და 26.7%-ს შორის და ვერც იმას მიხვდა 26.7% საიდან მოვიდა.
8) ამის წამკითხველთა 90% ვერც ეხლა ხვდება რა გააკეთეს