იმ თემაში ამჟამინდელ სიმბოლიკასთან დაკავშირებულ კონსპირაციულ მოტივებზე და ხერხებზეა აღნიშნული.
ამის გახსენებაზე - აბა მითხარით, რა არის ნამდვილი მოტივი იმისა, სწავლის დაწყების თარიღი რომ გადაიტანეს და მცოცავი გახადეს. განა სექტემბერი უფრო ცხელია, ვიდრე ივნისი, ან ვისაც პირველი დღეების გაცდენა უნდა, ახლანდელი გრაფიკისას არ გააცდენს?
არა, რა თქმა უნდა. ჭეშმარიტი მოტივი იყო იდეოლოგიური. ჯერ ერთი, ეს თარიღი მოდის საბჭოთა პერიოდიდან, და უნდოდათ, ამოეძირკვათ წარსულის გადმონაშთი. მეორე, და უფრო მთავარი - რატომაც მოდის ეს თარიღი საბჭოთა პერიოდიდან.
მოდის იმიტომ, რომ სსრკ-ში ეს ტრადიციულად გაგრძელდა რუსეთის იმპერიიდან. და გაგრძელდა იმიტომ, რომ რუსეთში სწავლის დაწყება დაკავშირებული იყო ახალ წელთან, და პეტრე პირველამდე ახალი წელი იწყებოდა 1 სექტემბერს. იწყებოდა იმიტომ, რომ ესაა ახალი წელი მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდრით.
ოო... ოოო...

ეს ხომ საშინელი დანაშაულია, ის უნდა აღმოიფხვრას და აღმოფხვრეს კიდეც.
ამით კიდევ ერთი დამაკავშირებელი ძაფის გაწყვეტაც, მათი ჭკუით, უნდოდათ რუსეთთან, რუსეთიც ხომ მართლმადიდებლური ქვეყანაა.
მაგრამ ჩვენც რომ მართლმადიდებლური ქვეყანა ვართ?
ჩვენთანაც რომ ახალი წელი 1 სექტემბერს იწყებოდა ძველად?
და თუ ბასილა კობახიძეს და ძმათა მისთა თავისუფლების ინსტიტუტში მოსწონთ კათოლიკური სამყარო (ბასილა, როგორც ყველამ იცის, იეზუიტების კოლეჯშიცაა განსწავლული), ჩვენ რატომ უნდა შევცვალოთ, პოლიტიკური მოტივებით, ჩვენი რწმენა, რომელიც 1700 წელი უცვლელად მოდის; შევცვალოთ სწავლის დაწყების თარიღი; შემოვიტანოთ კათოლიკური დროშა; ვიმღეროთ თანამედროვე ანტი-ქრისტიანების დაწერილი ჰიმნი.
იმ თემაში ვთქვი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებაც - 26 მაისი თუ 9 აპრილი. - და აქ ვიტყვი სწავლის დაწყების თარიღზე.
სექტემბერი ხომ უფრო ცხელია ივნისზე?

სექტემბერში ხომ სოფლის სამუშაოები და შემოდგომის ბარაქაა. და ბავშვებს უნდათ, ცოტა ხანი კიდევ იყვნენ იქ?
1 სექტემბერს სწავლის დაწყება ხომ საბჭოური გადმონაშთია და უნდა აღმოიფხრას?

კეთილი და პატიოსანი. აღმოვფხვრათ.

მაგრამ ჩვენ ხომ ვართ მართლმადიდებლური ქვეყანა? ვართ, ეგეც მართალია.
ამიტომ -
კომპრომისული წინადადება.
ეს მახინჯი მცოცავი გრაფიკი გავაუქმოთ, და დავაწესოთ
ფიქსირებული დღე სექტემბრის შუა რიცხვებში. ეგ არ უნდოდათ? 
და ეს დღე იყოს
14 სექტემბერი.
ესაა ახალი წელი საეკლესიო კალენდრით - ძველი სტილით.
ძველი სტილი ხომ ოფიციალურად არავის უნდა ანაღვლებდეს? 
თუ ვინმესთვის მთავარი მოტივი და თვითმიზანი სწორედ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ბრძოლა არაა, ამ აზრს მოწინააღმდეგე არ უნდა ჰყავდეს. This post has been edited by ErK on 6 Oct 2012, 00:54