#33314261 · 3 Oct 2012, 19:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (ცერცვა @ 3 Oct 2012, 18:03 ) | York bluetooth
გაპროტესტება რომ მოგინდეთ ქუთაისში ირბენთ? მეტი არაა ჩემი მტერი.
ქუთაისში არაა იმხელა რაოდენობა ხალხი, რომ რამის გამპროტესტებელი იყოს.
თბილისი არის ძალიან აქტიური ქალაქია და პარლამენტიც აქ უნდა იყოს.
თან ის პარლამენტარები ისევ თბილისიდან ქუთაისში ივლიან და გზის ფულიც ჩვენ უნდა ვუხადოთ. |
პარლამაენტში უნდა გადაინაცვლოს პოლიტიკამ და ქუჩაში საპროტესტო პარტიებს აღარ დარჩებათ, პარლამენტშივე განიხილავენ. ზოგადად პარლამენტი მაგისთვისაა მოგონილი.
თუ მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი იქნება - ადგილს რა მნიშვნელობა აქვს? აგერ ფილარმონიის წინ ვერ გაპროტესტდა? გინდა ისევ რუსთაველზე 9 აპრილის მემორიალთან ან ავლაბრის რეზიდენციასთან
და ღმერთმა ნუ ქნას, ისევ შტურმით ასაღები თუ გახდა პარლამენტი გავიჭირვებთ და წავალთ, რა გაეწყობა. მარა მრავალპარტიული პარლამენტი ზუსტად მაგისია რევოლუციები აარიდოს ქვეყანას.
მისვლა-მოსვლას რაც შეეხება, 25% ცხოვრობს თბილისში საქართველოს მოსახლეობის და დანარჩნი ქუთაისში უფრო მალე ჩავა თU დასჭირდა და იაფიც დაუჯდებათ.
ზოგადად, 21-ე საუკუნის მსოფლიოში, მატარებელი რომ 400-500 კილომეტრს გადის საათში, შიდა ავიაცია ვითარდება, ინტერნეტის სისწრაფე იზრდება, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად სულ უფრო ნაკლებად პრობლემატური გახდება მოქალაქისთვის/მომხმარებლისთვის, მითუმეტეს ჩვენისთანა მცირე ზომის ქვეყანაში, რომელი დაწესებულება სად, რომელ ქალაქში იქნება განლაგებული. ქუთაისს Kი გამოაცოცხლებს.
QUOTE | უნივერსიტეტად გადააკეთებს მგონი.  |
უნივერსიტეტი რიგი მიზეზების გამო ჯავახეთში აჯობებს ისე ჩვენ ერთი ის გვეკითხებოდა და მეორე ეს გვკითხავს... კიი...
|