ისე ბევრი უზუსტობაა მის გაანგარიშებაში. პლაც-ზე ფასი დიდი ხანია 960-ზე ქვემოთ არ ყოფილა და ამობს 850-ო (როგოც ჩამს მოძველებული ინფორმაცია აქვს)
სიმკვრივის კოეფიცინეტი (დენსითი) არის 0.77 (მაქისმუმ). ანუ უნდა გაყოს 1000-ი 0.77 და იქნება 1298 და არა 1340. კარგვები თითქმის ორჯერ მეტია. გაანგარიშებაში არ არის შეყვანილი ადგილობრივი მომსახურება (შიდა ტრანსპორტირება, ტერმინალების სერვისი, საპორტო მოსაკრებლები და ა.შ.) , ფინანსური ხარჯები (აკრედიტივი, ფორვარდული მარჟები დ ა.შ.). საწვავი მხოლოდ აზერბაიჯანიდან არ შემოდის (ტრანსპორტირება ევროპიდან რადგან გემიც უნდა გამოიყენონ და მატარებლიც ბევრად ძვირია. აზებაიჯანიდან შემოდის დაახლოებიოთ ნახევარი) და მასთან თუნდაც 40 ლარი იყოს (30-35 აშშ დოლარაი საშუალო ფასი მხოლოდ აზერბაიჯანის და საქართველოს რკინიგზების ერთად) 2 კი არა 3.07 უნდა დაუმატოს (თუმცა ეს წვრილმანია). ამათან, არ არის გათვალიწინებული კაპიტალური ხარჯები, მაგალიტად ახალი გასამართი სადგურის აშენება და აღჭურვა.
ასე რომ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ მივიღებთ 6-10 თეთრ სხვაობას (გააჩნია კომპანიებს სოკარს ყველაზე მაღალი მარჟა აქვს ვისოლს ყველაზე ნაკლები, რადგან სერვისების და ინფრასტრქტურის საკუთარ აქტივებს იყენებენ) რაც მათი მოგების მარჟის ნამატია. ასე რომ 5-7 თეთრზე ნაკლებს ვერავინ ვერ დააკლებს. თუმცა ახლა ნავთობის ფასს დაღამვალი ტენდენცია აქვს და შესაძლოა პლაცის ფასმა დაიკლოს მომავალიში (იმედია).
სომხეთში 5-10 თეთრით იაფი იმიტომაა რომ აქ აქციზია 250 ლარი ტონაზე (19.5 თეთრი ლიტრ ბენზინზე) და კიდევ დღგ დაახლეობით 30-35 თეთრი (გააჩნია ფასს დაბეგვრამდე). ჯამში გადასახადებს მიაქვს 50-55 თეთრი. სომხეთში გადასახადი დაახლეობით ამის ნახევარი გამოსდით.
ასე რომ დაკლების დიდი იმედი არ მაქვს - 5-7 თეთრი დიდი არაფერია.
ამ ინდუსტრიას კარგად ვიცნობ და საიმედო ინფორაცია მაქვს

)