ვერანაირად ვერ შემცირდება ხალხო
ლიტრი ბენზინი დაახლოებით ლარი ღირს (თვითღირებულება)
90 თეთრი ეგრევე გადასახადებში მიდის
20 თეთრი (ლიტრიდან) ინფრასტრუკტურაში დავთვალოთ - ხელფასები, ბენზინგასამართი სადგურების მოვლა, ტრანსპორტირება და.ა.შ
10 თეთრი მოგება

რანაირად უნდა შემცირდეს, როგორ ითვლით თქვენ 1.50ზე რო ჩამოგყავთ ამიხსენით რა

ბენზინი, ნავთობი ეს ისეთი რამეა რასაც საერთაშორისო ბაზარი და ბირჟა არეგულირებს... შემცირდება/გაიზრდება ამის მიხედვით...
მაქსიმუმ +-5 თეთრზე მიდიოდეს საუბარი... ეგ კიდე 20 ლიტრას რო ჩაასხავთ 1 ლარს მოგცემთ განსხვავებას
მოკლედ დამითვალეთ ვინმემ 1.50 როგორ ხდება რა

P.S: სოკარს მონოპოლია ყველა ბენზინზე კი არა მხოლოდ ევრო რეგულარზე აქვს... ევრო 3 ნაგავი ბენზინია... ამბობენ ვისაც უნდა შემიტანოს პროსტა ჩავძირავთ და ვერ გაგვიძლებენო და არც იტყუებიან...

დიდი მადლობა შეგიძლიათ იმათ უთხრათ ვინც ანტი მონოპოლიურ კანონს არ უჭერდა მხარს...
რადგან როგორც კი ვინმე შემოტანას დაიწყებს, სოკარი წაგებაზე დაიწყებს მუშაობას სანამ არ გაანადგურებს კონკურენტებს

მერე დაუბრუნდება ძველ ფასებს..!
რაც შეეხება უკეთეს ბენზინს არანაირი აზრი არ აქვს, არის მაღალი ხარისხის ბენზინი და იქ არ ფლობს სოკარი მონოპოლიას, თუმცა ეს ბაზრის მხოლოდ მცირედი ნაწილია და ბენზინიც შესაბამისად უფრო ძვირი ღირს...
აპირებდნენ ევრო 4-ზე გადასვლას და იქ სოკარს გაუჭირდება ეხლანდელი პოზიციის შენარჩუნება ბუნებრივია, მაგრამ ბენზინის ფასი ამით კი არ დაიწევს, სავარაუდოდ მოიმატებს...
მოკლედ ეს არ არის მარტივი საკითხი... 1.50 კი გამორიცხულია

ფანტასტიკის სფეროს სცდება რბილად რომ ვთქვათ!
This post has been edited by ერეკლე! on 26 Nov 2012, 19:08