"პოლიტიკური ტანგო" გამახსენდა
http://www.youtube.com/watch?v=H_-cfWEMDrU&feature=relatedარაფრის დაწერას არ ვაპირებდი.....მაგრამ ისეთები წავიკითხე....
შემომეპოსტა და ჰაა
......მარტო სიტყვების არ სჯეროდა ძველ ეგვიპტეს.მიცვალებულის გულის აწონვას სიმართლის სასწორზე უნდა მოეცა საბოლოო პასუხი.
|"მე არ მომიპარავსო",
"მე არ აღმძრავდა შური არავის მიმართო",
"მე არავინ გამიძარცვავსო,"
"მე არავინ მომიკლავსო"
"მე არ ვიყავი მლიქვნელი და ორპირიო"
"მე ზომა-წონაში არავინ მომიმტყუებიაო"(მახსენდება ქართული სასამართლო,პროკურატურა....)
"მე მკრეხელობა არ ჩამიდენიაო"(სიყალბით და ყალბი მოწმეებით სავსეა დღევანდელი სასამართლოები)
"მე სიცრუე არასოდეს მითქვამსო".(ჰმ)
"მე არასოდეს ჩავსაფრებივარ ვინმეს დასასმენად".(ჰმ)
"მე არ მქონია ჩხუბი ქონების გაყოფის გამოო."(ჰმ)
"მე არავის ვაშინებდი და ვემუქრებოდიო".(ჰმ)
"მე ყრუ არ ვიყავი მართალი სიტყვის მიმართო".(დღეს ყველა მურვან-ყრუა.)
"მე აუტანელი არასოდეს ვყოფილვარო".(დღეს ყველა აუტანელია.)
"მე არ ვყოფილვარ მამათმავალიო".(დღეს ნახევარი მსოფლიო მამათმავალია!ამაყობენ კიდევაც ამით.ეგვიპტეში კი მამათმავლობა დიდ სირცხვილად და ცოდვად ითვლებოდა.)
"გულწრფელი ვარ.ჩემი გული არაფერს მალავს!""არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია","არავისთან უხეშობა არ ჩამიდენია","არასოდეს ავჩქარებულვარო".
"მე უაზროდ არ ვლაყბობდიო."(დღეს ყველა ლაყბობს.).................................
ეს აღსარებები გვიჩვენებს,თუ რა მაღალ დონეზე მდგარა30-40 საუკუნის წინათ ეგვიპტური ცივილიზაცია,ეგვიპტური რელიგია და მორალი.
ამ 5000 წლის მანძილზე ადამიანში არაფერი შეცვლილა?!
თაობა მიდის,თაობა მოდის...
ღმერთებიც კი მიდიან, მოდიან.
ადამიანში ცხოველური საწყისი ვერა და ვერ დაძლია ადამიანურმა?!
ეს ხომ საშინელი ჭეშმარიტებაა.
////////////////////////
ბარემ ესეც იყოს,იქნებ ვინმე დააფიქროს
Stephen R.Covey-""მაღალეფექტური ადამიანების შვიდი უნარი",
.იყავით პროაქტიურები-ნუ იქნებით გარემოებების მონა,თვითონ შექმენით თქვენი ბედ-იღბალი.
2.დაიწყეთ ისე,რომ წარმოიდგინოთ საბოლოო მიზანი.
3.თავიდან აკეთებთ იმას,რაც აუცილებელია გაკეთდეს ტავიდან.
4.იფიქრეთ "მოვიგე/მოიგე" სულისკვეთებით-სწრაფვა ურთიერთსარგებლიანობისკენ.
5.სწრაფვა იმისკენ ,რომ გაიგოთ,შემდეგ იმისკენ,რომ გაგებული იყოთ.
6.მიაღწიეთ სინერგიას-სწრაფვა შემოქმედებით ურთიერთდამოკიდებულებისკენ.
7.ხერხი უნდა ქლიბოთ-მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისკენ.
ვინ შექმნა მერე ისეთი ფსიქოტური გარემო, სადაც შესაძლებელია მსგავსი რამ მოხდეს?!
იქნება ამაზე გეფიქრათ მეტი.