დავინტერესდი ახალი კულტურის მინისტრით და წავიკითხე რომ გურამ ოდიშარია პოეტი ყოფილა. მოვიძიე მისი ლექსები ინტერნეტში და ეს რა უბედურებაა ვერცერთი ლექსიდან ვერ გამოვიტანე აზრი ან რაიმე ემოცია. ამ ფორუმის იუზერების გაცილებით უკეთესი შემოქმედება აქვთ

აი გურამ ოდიშარიას ლექსები:
http://lib.ge/book.php?author=248&book=9983* * *
ზღვამ დაგვანახა უნებურად
ჰორიზონტი და ევკალიპტი _ ჯვარი ციური
მდგარი სიკვდილის სამარეზე...
საათები კი დუმდნენ ამაზე.
* * *
ესროლეს ფრინველს და აფართხალდა გასისხლიანებული ზამთარი,
ფოთლები _ გაფითრებული ბაგეები უხილავთა, დააკვდნენ მიწას...
დავიწყების მაღლა ბალახში აკვნესდა მზერა შენი, მარიამ...
* * *
უცხო ყვავილად გათენებულმა კვლავ რომ დაბადე ზღვის ზედაპირი,
რა გეგონა შენ _ გარდასულო, ვერ გიხილავდით?
* * *
“მთავარია, ნუ ავჩქარდები” _
ჩაძირვის წინ ბევრს უფიქრია.
* * *
უკვე სიზმრებშიც ვეღარ ვხვდებით ერთიმეორეს,
გარდაგვეცვალა “დღეს” და “გუშინ”,
მაგრამ რად არ ჩანს, ვინ გააქვავა ჩვენი “ხვალ”,
ჩვენი სადარდებელი?
* * *
ის გადამალეს ამბორებმა _ უცხო ღმერთებმა.
როდი კვდება ადამიანი,
დრომ მოიგონა მიცვალებული.
* * *
დროგამოშვებით ღვინო და მე ვეჩურჩულებით
მას, ვინც ყველას მკვდარი გონია.
* * *
გველის სიკვდილს გავდა ის ღამე _
საზარელი და საცოდავი.
* * *
შორს, შორს წავიდა ჩემი მეგობარი,
სიჩუმის ეჟვანი შეიბა ყელზე...
და დღესაც მიხმობს.
როგორ უნდა გასცეს ბაგემ ეს ამბავი,
როგორ უნდა წეროს ხელმა ამაზე,
როდესაც ჩემი ბავშვის სიცილით იწყება ჩემი ყოველი დილა.
* * *
ზოგან სიტყვები _ მიმიკრიები
ხეტიალობენ ფურცლებზე და
მათ კითხულობენ მხოლოდ თითები...