http://taripebi.ge/Petrol/1)PLATTS-არის საწვავის მსოფლიო ფასი 1 ტონაზე ( ამ შემთხვევაში არის მაქსიმუმ 650$ ბაქოს ბენზინებისთვის).
2)აქციზი 1 ტონაზე უდრის 250ლ ბენზინზე, და 150 ლარი დიზელზე.
3)დღგ-საწვავზე უდრის 18% როგორც სხვა ყველაფერზე.
4)საბაჟო მოსაკრებელი უდრის 60 ევრო(150ლ)- და არ არის დამოკიდებული რაოდენობაზე გინდა 1 ტონა შემოიტანე გინდა მილიონი.
5)ხარჯი ტერმინალში და იქიდან მერე კალონკებზე დარიგებისას არ აღემატება 20$ ტონაზე.
6)კალონკის დაბეგრვის პროცენტი 1 ლიტრიდან სახელმწიფოსთვის შეადგენს 5-7 თეთრს.
7) კალონკის მოგება 1 ლიტრზე შეადგენს 5 თეთრს.
8) საწვავის ჩამოტანა ბაქოდან ჯდება რკინიგზით 12-15$.
ეხლა გავაკეთოდ მარტივი გამოთვლა 100 ტონა საწვავზე იმიტომ რომ ნაკლების შემოტანა საერთოდ არც ხდება ხოლმე.
ბაქოს ქარხანა ყოველთვის იძლევა საწვავს PLATTS-20$ ანუ 650$-20$=630$.
630$+15 ტრანსპორტირების =645$ 1 ტონა თბილისამდე.
645$ გავამრავლოთ 100(ტონა) =64 500$ ეს არის 100 ტონის ფასი უკვე თბილისში. გავამრავლოთ მაქს. კურსზე 1.8 და მივიღებთ ფასს ლარებში=116 100 ლარს.
აქციზი 1 ტონაზე არის 250ლ და გავამრავლოთ ესეც 100= 25 000 ლარს. უმატებთ ეხლა ამას 116 100 ლარს=141 100.
დღგ 18% ითვლება 141 100 ლარიდან=25.398 ლარი.
141 100 მიუმატოთ 25 398=166 498 ლარს.
ყველამ ვიცით რომ ბენზინის მოცულობა დამოკიდებულია ტემპერატურაზე, და ამიტომაც განბაჟებისას არსებობს კოიფიცენტი რაზეც მრავლდება საბოლოო ფასი.
ბენზინი = 0.75.
დიზელი = 0.85.
ანუ ვამრავლებთ 166 498 X 0.75 =124 874 ათას ლარს. ეს არის 100 ტონის ფასი როცა ის განბაჟდა და დაიბეგრა ყველანაირად. ანუ რეალიზატორის ფასი.
ვინაიდან ეს გამოანგარიშება გაკეთდა 100 ტონაზე მიღებული თანხა უნდა გავყოთ 100 000 რომ მივიღოთ 1 ლიტრის ფასი და გამოგვდის:
124 874 გაყოფილი 100 000= მიახლოვებით 1.25 ლარს 1 ლიტრი საწვავზე.
ეხლა ამ გაბაჯებულ ბენზინს უნდა მიტანა ჯერ ბაზამდე და მერე კალონკამდე. როგორც ვიცით ეს უჯდება რეალიზატორს სადღაც 20$ტონაზე(2000$ 100 ტონაზე). გავამრავლოთ 2000$ X 1.8=3600 ლარი. ანუ ეს არის 100 ტონის დანამატი რეალიზაციამდე.
გავყოთ 3600 ლარი 100 000 რომ მივიღოთ 1 ლიტრის ხარჯის ფასი =0.036 ლარი 1 ლიტრაზე. მაგრამ მოდით დავამრგვალოთ 1 თეთრამდე რომ ადვლი იყოს დასათვლელათ და ასევე ლუფტი დავტოვოთ დამატებითი ხარჯების კალონკის მეპატრონისთვის.
ჩვენი საწვავის ფასს 1.25 +1თ(ხარჯების)+7თ(კალონკის დაბეგვრის ხარჟი)+5თ(კალონკის მოგება) და მივიღებთ მაქსიმალურ ბენზინის ფასს რა ფასიც უნდა ღირდეს ყველაზე კარგი ბაქოს ბენზინი მომხმარებლისთვის. 1.41 ლარი უნდა ღირდეს ბაქოს სუპერი წესით.
თუ კარგი საწვავი შემოდის ზღვით მაშინ ტონაზე სადღაც 45 დოლარი ემატება PLATTS+45= 700$. აღარ მაქვს ეხლა დრო ამდენი წერის და თქვენთვითონ გამოთვალეთ და დაწერეთ მერე აქ გთხოვთ. ფორმულა იგივეა უბრალოთ თავიდან 650$ მაგივრად ჩასვით 700$. ჩემი გამოანგარიშებით ეგ მაქსიმუმ 15 თეთრი უნდა გამოვიდეს. ანუ ყველაზე კარგი ევრო ბენზინი უნდა ღირდეს 1.65 ლარი.
ასევე მითხრეს რომ საქართველო თვეში სადღაც 60 000 000 ტონა საწვავს მოიხმარს. რომ გავამრავლოტ ეს თანხა 0.35 ლარზე(თანხა რაც წამატებული აქვს ბენზინ-ბოსებისგან საწვავს ზალიან დიდი რიცხვი გამოდის! 60 000 000 X 0.35 =21 000 000.
ყოველთვიურად ბენზინ-ბოსები ჩვენი ჯიბიდან გვაცლიან 21 მილიონ ლარს.