ახლა წავიკითხე რამოდენიმე კომენტარი ბიძინასთან ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ.
როგორც გავიგე ბიზბესმენებმა საგადასახადო შეღავათები მოითხოვეს და ეს ძალიან კარგი იქნება თუ ამის საშუალება ექნება სახელმწიფოს.
თუ საგადასახადო შეღავათებს შემოიღებენ და ხელფასებს, პენსიებს, სახელმწიფო თავდაცვას და ბევრ რამეს კიდევ უზრუნველყოფს სახელმწიფო ამას რა ჯობია.
აქ არის ზოგი კომენტარი:
http://globalnews.com.ge/?l=G&m=2&ID=8872http://globalnews.com.ge/?l=G&m=2&ID=8884 * * *
ესეც ბიძინას და ვინმე კურტანიზეს უკამათიათ ამ შეხვედრაზე:
http://globalnews.com.ge/?l=G&m=2&ID=8888ბიძინა ივანიშვილმა და პაატა კურტანიძემ იკამათეს
მარიკა ჩაჩუა 05 ოქტომბერი 2012, 17:54
ბიძინა ივანიშვილის ,,ავერსის“ მფლობელის განცხადების არ სჯერა, რომ საქართველოში წამლის მონოპოლია არ არსებობს.
,,როგორ გინდათ დამაჯეროთ, რომ ქართულ ბაზარზე ფარმაცევტული მონოპოლია არ არის, როცა საჩხერის საავადმყოფომ ვერანაირად ვერ მოახერხა სხვების ჩარევის გარეშე შემოეტანა წამლები. ეს ხელისუფლება არა თუ კომპანიებს ბაზარზე მდგარ წამლის გამყიდველებსაც კი აკონტროლებს“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კომპანია ,,ავერსის“ ხელმძღვანელის პაატა კურტანიძის თქმით, სამწუხაროა, როცა "ავერსს" ვინმე მონოპოლისტად მოიაზრებს, იმ დროს, როცა მისი მოგება მხოლოდ 5%-ს შეადგენს.
,,მე არ მიკადრებია, რომ თქვენ მონოპოლისტი ხართ, მაგრამ მე მქონდა წამლის ბიზნესი რუსეთში, რომელშიც 100 მილიონიანი ინვესტიცია ჩავდე და როცა გავყიდე 60 მილიონი ავიღე. არავისთვის არის ახალი, რომ ფარმაცევტული ბიზნესი არარენტაბელურია. თუ თქვენ 5%-ს ასეთ პატარა ბაზარზე მაინც იგებთ, რასაც მე 15 წლის განმავლობაში ვერ მივაღწიე, ეს უკვე ეჭვს იწვევს,“-უპასუხა კურტანიძეს ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერის განცხადებით, საზოგადოებაში წამლის საკითხთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს და მათზე პასუხი უახლოეს მოავალში გაიცემა.
ბიძინა ივანიშვილი შეხვედრა ბიზნესმენებთან სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ ცოტა ხნის წინ დასრულდა.