იმპორტს ვგულისხმობდი პირველ რიგში.
ახლა ერთ საინტერესო ისტორიას გეტყვი, რომელიც ვიცი იმის გამო, რომ ავერსში ვმუშაობდი.
წლების წინ, ბიბიმ გააკეთე მედიკამენტების იმპორტიორი ფარმაცევტული კომპანია, აღმაშენებლის გამზირზე.
არ ერკვეოდნენ მისი მენეჯერები ამ ბიზნესში. თან ეს ხდებოდა 2000 წლამდე, როცა ბიბი ჯერ კიდევ არ იყო მილიარდერი.
დაიწყეს მედიკამენტების ფასებით თამაში, ავერსის ფასებზე 2-5 თეთრით ნაკლებს ადებნდნენ და მომხმარებლებს აბნევდნენ.
ნუ, ცხადია, ეს არ იყო უკანონობა, შესაბამისად ავერსიც აყვა კონკურენციაში, რომელიც 6 თვის შემდეგ დამთავრდა იმით, რომ ეს კომპანია პირწმინდად გაკოტრდა და შემდეგ იყიდა პსპ-მ.
მე მგონი, ბიბის ეს აქამდე აქვს გულში ჩარჩენილი.
მიჭირს დავიჯერო, რომ ვერ შემოიტანა მედიკამენტები. რანაირად ვერ უნდა შემოეტანა, თუ ყველაფერს კანონიერად აკეთებდა? ცოტა რთული დასაჯერებელია. ერთია მხოლოდ - ავერსს, პსპ-ს და ჯიპისის მსოფლიოში თითქმის ყველა დიდ ფარმაცევტულ საწარმოებთან აქვთ ან ექსკლუზიური ანდა სპეციალური ხელშეკრულებები. ანუ ეს მწარმოებლები იგივე ბაზარზე იმპორტიორ კომპანიებს ან საერთოდ არ მიაწვდის მედიკამენტებს, ანდა მიაწვდის 10-20%-ით უფრო ძვირად.
საერთოდ, ფარმაცევტული ბიზნესი ძალიან სფეციფიკური ბიზნესია. ეს არ არის ისეთი მარტივი ბიზნესი, რომელშიც პროდუქციის ფასი ძირითადად თვითღირებულებით იანგარიშება. ცნობისთვის, მსხვილი ფარმაცევტული საწარმოები მთელ სერიებს აწარმოებენ კონკრეტული ბაზრებისთვის სპეციალურ ფასად, რეექსპორტის უფლებების გარეშე და ა.შ.
მოკლედ, ამ დებატებში ბიბიმ უბრალოდ გამოავლინა ის, რომ ავერსის დირექტორზე გაბრაზებულია პირადად და ასევე ის, რომ ამ ბიზნესში ბევრი არაფერი გაეგება. ისიც გამოჩნდა, რომ უფრო სწრაფად და სხარტად ლაპარაკობს, ვიდრე ავერსის დირექტორი. ისიც, რომ ზოგადად, გაცილებით დიდი ბიზნესმენია, ვიდრე კურტანიძე.
პ.ს. კურტანიძე ქუთაისელია, მისი გვარი კი საჩხერიდან, ერთმანეთს პირადადაც კარგად იცნობენ და 2002 წელს როცა ბოლოს შევხვდი კურტანიძეს, ნახევარ საათზე მეტი მის ქება-დიდებაში დახარჯა.

)
* * *
gigeკიდევ ვიმეორებ, ფარმაცევტული ბიზნესი არის ძალიან სპეციფიკური ბიზნესი. მხოლოდ ამავე ტიპის ბიზნესში წლების განმავლობაში ნამუშევარი მენეჯერები თუ მოახერხებენ მრავალმილიონიანი ინვესტიციებით ამ ბიზნესში შესვლას.
ბევრი მინახავს, ვისაც უცდია შემოსვლა ამ ბიზნესში და არაფერი გამოსვლია, რადგან ბევრი ნიუანსის აზრზე არ იყო. როგორც წესი, ასეთი კომპანიები 1-2 წელი ძლებენ მაქსიმუმ. და სულაც არ სჭირდებათ ამ კომპანიებს მაინც და მაინც ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმებულობა.
This post has been edited by Denmark on 5 Oct 2012, 21:36