არ მავიწყდება. მაგრამ არც ის, რომ ეს ტელეკომპანიები ახლანდელ მფლობელებს უკანონოდ აქვთ მითვისებული,
უამრავი რამ აქვთ სახელმწიფოსაგან უკანონოდ "ნაჩუქარი", და მათი პოტენციური დამფინანსებელი პარტია ამას ნაპარავი ფულით გააკეთებს.
იმედი უკანონო მფლობელის ხელში იყო და არ ეხება, რუსთავი2 კი, სამართალი რომ იყოს და ამის გართულების გარეშე გაკეთების შესაძლებლობა, საერთოდ დახურვის ღირსია კანონის მრავალჯერადი უხეში დარღვევის გამო, წლიდან მისი დაარსებისა. და ასეთივე პირობები რომ იყოს, უნდა არსებულიყო პროფესიული მოღვაწეობის აკრძალვის ისეთივე კანონი, როგორიც იყო დასავლეთში "ცივი ომის" დროს, და ის ძალიან ბევრს უნდა შეხებოდა ამ არხების ჟურნალისტთაგან; ისე როგორც, იდეალში, უნდა არსებულიყო ზოგადად კანონი სახელმწიფო სამსახურში დაშვების უფლების შესახებ, და მისი მეშვეობით ეს (სახელმწიფო) სფერო ბევრისთვის უნდა ყოფილიყო მიუღწეველი.
ეს ჩემი პირადი აზრია, რასაკვირველია. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ აუხდენელი ოცნებაა.