წყარო დაგეო მაინც!
დაზღვევა, განბაჟება
რა ღირებულების ამანათის შემოტანა ექვემდებარება განბაჟებას?
საგადასახადო კოდექსში ცვილების შემდეგ, 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათის მიღება ექვემდებარება განბაჟებას. განსაბაჟებლად ჩაითვლება ერთგვაროვანი პროდუკცია და ასევე ამანათი რომლის წონაც აღემატება 30კგ.
ამონარიდი საგადასახადო კოდექსიდან:
საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
52. 2705 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ფიზიკური პირის მიერ:
ლ.ვ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ინფორმაციისთვის, 28–97 ჯგუფები ითვალისწინებს პრაქტიკულად ყველა სახის პროდუქციას, გარდა საკვებისა. დეტალები სასაქონლო ნომენკლატურის ჯგუფების შესახებ, იხილეთ შემდეგ მისამართზე:
http://www.mof.ge/common/get_doc.aspx?docID=5220