არ არის ცუდი იდეა, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ბენზინის შემომტანი კომპანიები არის კერძო კომპანიები და არ ეკუთვნის სახელმწიფოს. ისინი არ არიან ვალდებულები (თუ საკუთარი ნებით არ დააფინანსეს) შემოსული თანხის რაღაც ნაწილი გადარიცხონ სახელმწიფო ბიუჯეტში (არ იგულისხმება ბეგარა) და დამიჯერეთ სურვილი კიდევ უფრო ნაკლებათ აქვთ ვიდრე ვალდებულება. ამას ჯობს ჯარიმები გაძვირდეს და მაგედან მოხმარდეს ფული გარემოს დაცვასაც და ყველა სხვა პრობლემატურ საკითხს. გარდა ამისა ხალხიც მიეჩვევა რომ ნაკლებად არღვიონ კანონი, არ გადააჭარბონ სიჩქარეს, ისწავლონ წითელზე გაჩერება და ერთმანეთისთვის გზის დათმობა. ჩემი კორპუსისწინ არცერთ მხარეს არ შეიძლება მანქანის გაჩერება, მაგრამ ვინც მოდის ყველა აქ აჩერებს და მერე CT-Park-ს აგინებენ მანქანა მომპარესო. თუ უნდოდა რომ მანქანა არ მოეპარათ ნუ დაარღვევდნენ კანონს. მესმის მათი, ცუდია როდესაც მანქანა ადგილზე არ გხვდება, მაგრამ კანონი ასეთია და უნდა დავემორჩილოთ ყველა. 70 ლარი კი არა 1270 უნდა ღირდეს და მერე მეტ ყურადღებას გამოიჩენენ, ვინც არ გამოიჩენს კიდე იამაყოს, საკუთარი უყურადღებობით გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს.

ეს ეტაპი ყველა სახელმწიფომ გაიარა, ხალხი ყველგან ასეთი მეთოდებით მიაჩვიეს კანონის დაცვას და დღეს ამ პრობლემის წინაშე აღარ დგანან. ამიტომ, მე მომხრე ვარ, კანონდარღვევის კომპენსაცია იყოს მაღალი და მოხმარდეს ქვეყნის განვითარებას და შენებას.