http://mof.ge/5109 - ესეც განახლებული თუმცა არასაბოლოო ბიუჯეტი
საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველადი ვარიანტი საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იყო მიმდინარე წლის პირველ ოქტომბრამდე.
აღნიშნული პროექტი შემუშავებული იყო ყოფილი ხელისუფლების მიერ და შესაბამისად ითვალისწინებდა იმ პრიორიტეტების დაფინანსებას, რომლებიც განსაზღვრული იყო მთავრობის პროგრამით „მეტი სარგებელი ხალხს“.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი საქართველოს პარლამენტს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების და ახალი ხელისუფლების მთავრობის წევრების დანიშვნის შემდგომ, საკმაოდ მცირე დრო იყო იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მთლიანი ბიუჯეტის დეტალური გაანალიზება, გადამუშავება და ყველა იმ ინიციატივის ასახვა, რაც წარმოდგენილია მთავრობის პროგრამაში „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“.
დროის სიმცირის მიუხედავად, გადაიხედა და გაანალიზდა სამინისტროების ბიუჯეტები, ასევე შემცირდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, შეიცვალა საგადასახადო პოლიტიკაც და შესაძლებელი გახდა 740,0 მლნ ლარის რესურსის მოძიება. აღნიშნული თანხა ამ ეტაპზე ცალკე კოდად არის გათვალისწინებული საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებში.
ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარმოდგენის დროს, დამატებით შემცირდება სხვადასხვა მხარჯავ დაწესებულებებში არსებული ზოგიერთი პროგრამისა და ღონისძიების დაფინანსება, რის შემდგომაც მთლიანი რესურსი გადანაწილდება მთავრობის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებაზე
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...ba-izrdeba.htmlhttp://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/...c-mcirdeba.htmlhttp://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/...vlilebebia.html2013 წლის ბიუჯეტის პროექტით, სამინისტროების დაფინანსებაში ცვლილებებია.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, 123 212 700 ლარიდან 100 000 000-მდე შემცირდა ფინანსთა სამინისტროსთვის გამოყოფილი სახსრები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის კი 108 463 700 ლარის ნაცვლად 23 500 000 ლარი გამოიყოფა, ხოლო საგარეო უწყებისთვის 76 000 000 ლარი, 91 000 000-ის ნაცვლად. 92 703 000 ლარიდან 67 800 000 ლარამდე შემცირდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსება, ხოლო 9 100 000 –დან 9 000 000 ლარამდე – ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაფინანსება. გარემოს დაცვის სამინისტროსთვის 16 881 000 ლარის ნაცვლად 11 500 000 ლარი გამოიყოფა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 59 209 500 ლარის ნაცვლად 47 000 000-ს მიიღებს. მილიონი ლარია გათვალისწინებული დასაქმების სახელმწიფო სამინისტროსთვის, ხოლო 310 487 000 ლარი 348 106 400-ის ნაცვლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის.
გაზრდილია 7 სამინისტროსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო დაფინანსება. კერძოდ, იუსტიციის სამინისტრო 54 171 000-ის ნაცვლად 67 000 000 ლარით დაფინანსდება, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო
125 100 000-ის ნაცვლად – 170 000 000 ლარით, თავდაცვის სამინისტრო – 676 500 000-ის ნაცვლად – 690 000 000 ლარით, განათლების სამინისტრო – 600 880 000-ის ნაცვლად 640 000 000 ლარით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 36 400 000-ის ნაცვლად 48 000 000 ლარით.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 1 მილიარდ 804 354 200-ის ნაცვლად 2 მილიარდ ლარს მიიღებს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრო 139 004 500-ის ნაცვლად - 200 000 000 ლარს.
უცვლელია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება.
უცვლელია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები და ის 585 200 000 ლარს შეადგენს.
This post has been edited by Lashavera on 6 Nov 2012, 13:22