#33413371 · 9 Oct 2012, 21:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მიშა ამბობს, რომ ფუნდამენტალურ, ეროვნულ საკითხებშიაო განსხვავება. ჩემი აზრით ეს საგარეო პოლიტიკაა. ბიძინა ამბობს, რომ შევა ნატოში, ასევე რუსეთთან დაარეგულირებს. თუ ბიძინა ნატოში შეიყვანს ეს ხომ კარგია, ისევე როგორც რუსეთთან მოგვარება. მიშა საქმით გვიჩვენებდა ნატოსკენ სწრაფვას. ეხლა ბიძინას ჯერია საქმით გვიჩვენოს და არა სიტყვით. თუ საქმით დაგვანახა, გამოდის მაგარ საქმეს გააკეტებს. ბიძინამ არ უნდა აღიაროს აფხაზეთი და ოსეთი და პარლამენტმა არ უნდა მიიღოს ორაზროვნად გაგებული ცვლილებები ოკუპირების შესახებ კანონში. თუ ასე გააკეთებს, მაშინ თავისთავად რუსეთთან არაფერი გამოუვა. იგივეს აკეთებდა მიშა. გამოდის, რომ მათ ერთნაირი ხედვა ქონიათ. მაგრამ მიშა ამბობს ფუნდამენტალური განსხვავებააო. ბიძინამ საქმით უნდა დაუმტკიცოს, რომ არაა ფუნდამენტალური განსხვავება. თუ ეს გააკეთა ბიძინამ, მაშინ მომავალ არჩევნებში მას მივცემ ხმას და თუ ვერ შეძლო ამის გაკეთება, მაშინ დარწმუნებული ვარ მისი რეიტინგი ძალიან მალე დაეცემა. დაველოდოთ რას იზამს ბიძინა და მერე გამოვიტანოთ დასკვნები.
|