ეს სიმართლე ნაწილობრივაა.
ფორუმზე ტანკების გადამალვის ადგილი ნამდვილად არ იწერებოდა... ნუ რუსები რომ ფორუმზე აღებული ინფორმაციის გამო არაფერს არ ბომბავდნენ მაგაზე აღარ შევჩერდები
საქმე იმაშია, რომ ომის დროს მოდიოდა ორი სახის ინფორმაცია:
1. ქართული მასმედია ავრცელებდა რომ ავიღეთ ის, ავიღეთ ეს, ყველას გვიხაროდა, ვაკონტროლებთ იმას, ვაკონტროლებთ ამას...
2. რუსული მასმედია საპირისპირო... და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა სიმართლეს ავრცელებდა, კერძოდ როგორ დაიწყო რუსების შემოსვლა, როგორ დავიწყეთ უკან დახევა და რა ადგილები დავთმეთ.
ცოტა ხანში ცხადი გახდა რომ ფორუმი ერთადერთი წყარო იყო სადაც მეტნაკლებად ობიექტური ინფორმაცია იდებოდა
ცოტა ხანში ცხადი გახდა რომ გვაბოლებდნენ, ამ დროს აქაურმა შსს-სთან დაახლოებულმა IT შნიკმა იუზერმა "იჯიგრა" და ფორუმი გაათიშინა, ვითომ-და პანიკის არ დაშვების მიზნით.
---
წვრილმანი ხულიგნობიდან რაც მახსოვს, აქაური მოდერები შსს-ს თანამშრომლებს აძლევდნენ მომხმარებლის IP ებს, ჰოდა თუ ძალიანაც გააჩმახებდი (დავუშვათ ვინმე ბობოლა მიშისტს აგინებდი) PM ით მოგივიდოდა შენი პირადი მონაცემები, (რომელიც ყველა მომხმარებლის IP იზეა მიბმული ინტერნეტ პროვაიდერთან) და მუქარა, რომ ფრთხილად უნდა იყო და ა.შ.
ნუ ეს ინფორმაცია ხშირად არასწორი იყო, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ერთი IP იდან შემოდიოდა და მისამართიც მეზობლის იყო, ამიტომ ამის მხოლოდ გამოუცდელ მომხმარებლებს ეშინოდათ.
კიდე იყო რაღაცეები ახლა აღარ მახსოვს