სისხლის სამართლის პოლიტიკას რომ ასე ჰარი-ჰარალოზე უდგებოდნენ ჯერ ნაციონალები და მერე ოცნებისტებიც ასე იწყებენ, იმიტომ გვაქვს კარგად საქმე.
დასავლეთში, მთელი სამეცნიერო ჯგუფები მუშაობენ სისხლის სამართლის ნორმებში შეტანილ ცვლილებებზე და მის შესაძლო ეფექტებზე კონკრეტულ სამიზნე ჯგუფზე და ზოგადდ საზოგადოებაზე, მრავალი ასპექტიდან გამომდინარე.
2003 წლამდე რომ უმძიმესი კრიმინოგენური ფონი იყო საქართველოში - ეს სადავოც არ არის. დღეს კი როგორ ცა და დედამიწა ისე განსხვავდება კრიმინოგენური სიტუაცია 90-იანებთან შედარებით.
ესეც ფაქტია.
ყბადაღებული ქურდების თემა იქით იყოს და რიგითი შპანის დონეზე.
დაჭრები, შეყენებები, ფულის, სამკაულები, მობილურების, ტანსაცმლის შუა ქუჩაში, დღისით-მზისით ახევები - "სუფთა ქურდულად" ხდებოდა ათობით და ასობით თბილისის ქუჩებში. და ეს გარკვეულ წილად "საამაყოდ" ითვლებოდა ახალგაზრდობის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილში.
"ლოხივით დავაწერე", "მოსატანი მოვატანინე" და ასე შემდეგ.
შესაბამისად, ამ ყველაფრისგან გაწამებულმა ხალხმა რომ "ნულოვან ტოლერანტობას" დაუჭირა მხარი და ყველა ასეთი ტიპის იზოლირებას არ უნდა ყოფილიყო გასაკვირი. მივიღეთ მართლა გაუმართლებლდ მკაცრი სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემა და ბევრი პატიმარი.
სწორედ ამის გამო არ უნდა გადავვარდეთ ისევ პირველ უკიდურესობაში და უპირობო ამინისტია არ უნდა მოვითხოვოთ.
რეციდივისტი და დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში.
სხვა საქმეა, რომ "ქვაბის ან პურის ქურდობისთვის" 10 წელი არ უნდა მისცენ, არამედ 3-6 თვე ან გამასწორებელი სამუშაოები
ან პირობითი და მეორე შემთხვევაზე უკვე სროკი.
საყოველთაო ამინისტია და მსგავის სისულელეები გაუმართლებელია.
ყველანაირი ემოციებისგან და პოლიტიკური კონიუნქტურისგან დაცლილი უნდა იყოს ეს საგანი.
მხოლოდ პროფესიონალებმა უნდა იმუშაონ ამ ცვლილებებზე.
თორემ პატიმრის ახლობლისთვის რომ პატიმარი ანგელოზია და სახელმწიფო ჯალათი - ეს ვიცით უკვე
This post has been edited by Codex on 10 Oct 2012, 16:48