იმისთვის მიწოდე დემაგოგი , რაც შენ დასკვნად გამოიტანე
ზუსტად მაგას ვამბობ მთავრობა არის გუნდი საერთო გეგმით და არა ინდივიდუალისტი მინისტრების (საკუთარი გეგმებით) კრებული .
1.საქართველოს მთავრობას აკომპლექტებს კოალიცია ქართული ოცნება .
2.კოალიცია ქართულ ოცნებას აქვს ძალიან კარგად გაწერილი პროგრამა , რომელიც მათი გამარჯვების შემდეგ გახდა , მათ მიერ ჩამოყალიბებული მთავრობისთვის გეგმა
ეს არის მოცემულობა ......
აი , თქვენ (ამ თემაში მპოსტავები მაქვს მხედველობაში) სწორად ვერ სვამთ შეკითხვას .
გეგმა ამ მთავრობას აქვს (ზემოთ დავწერე) , ამიტომ თქვენ კითხვა უნდა დასვათ შემდეგნაირად ------ შეასრულებს კი მინისტრთა კაბინეტის ეს შემადგენლობა იმ გეგმას ? ფაქტიურად ამ შეკითხვას სვამთ
აი, ამაზე კი შეიძლება საუბარი
განვიხილოთ კახი კალაძე ----- რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ......
აქ ორ შეკითხვაზე გავცეთ პასუხი :
ა/ ვინ წყვიტავს როგორ უნდა განვითარდეს რეგიონები ?
ბ/ ვინ წყვიტავს როგორ , რა ვადებში და რა ფასად უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა ?
არც ერთ ამ საკითხს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ერთპიროვნულად არ წყვიტავს ..... ის ან ასრულებს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს , ან ძალიან იშვიათად შემთხვევებში კაბინეტის სხდომაზე გაიტანს თავის ხედვებს ამა თუ იმ საკითხზე , ისიც არა გლობალურ საკითხზე .
აქედან გამომდინარე შეკითხვა იმაშია , როგორი შემსრულებელი არის კახი კალაძე ?
რადგანაც კახი კალაძეს ცხოვრებაში მხოლოდ ორი საქმე უკეთებია , ფეხბურთი და ახლა არჩევნები ....მხოლოდ აქედან ვართ იძულებული შევაფასოთ ის ...
ფეხბურთი ----- კახი კალაძე არასდროს არ ყოფილა მოედანზე შემქნელი , რაიმე ახლის მომფიქრებელი , მოედანზე ის სულ იყო ტრენერის დავალებების ზუსტი შემსრულებელი . აი როგორც დავალებების კარგი შემსრულებელი ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო
არჩევნები ------ კახი კალაძეს აქაც რაიმე პირადი ინიციატივით არ გამოსულა , მან კარგად შეასრულა მასზე დავალებული ფუნქცია , უჯერებდა როგორც ჩანს მასზე ჭკვიანებს და დადო შედეგი .
აქედან გამომდინარე მარტივი დასკვნა :
კახი კალაძე არ გამოირჩევა ინიციატივით , ის არ არის ინდივიდუალისტი , ის კარგად ასრულებს მასზე დავალებულ საქმეს
ახლა შევადაროთ კახი კალაძე , სააკაშვილის მინისტრს , რამაზ ნიკოლეიშვილს . აი , რამაზ ნიკოლეიშვილის კარიერა ...
ნიკოლაიშვილის სამუშაო გამოცდილება იწყება 1994 წლიდან, როცა მან საგადასახდო ინსპექციაში დაიწყო მუშაობა. 2000-2003 წლებში მუშაობდა საგანგებო ლეგიონში. 2003-2007 წლებში მუშაობდა ფინანსურ პოლიციაში, ხოლო ამ სამსახურის რეორგანიზების შემდეგ - შემოსავლების სამსახურში. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა სახელმწიფო რწმუნებულად-გუბერნატორად გურიის მხარეში, სადაც იმუშავა იმავე წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ, ზაფხულში დაინიშნა ჯერ თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, ხოლო მოგვიანებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ 2010-2012 წლებში იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
კაცი მუშაობდა საგადასახადო ინსპექციაში , ფინანსურ პოლიციაში ----- და ბრახ , გახდა წარმატებული (ნაციონალების აზრით) მინისტრი ......
ვნახოთ რას იზამს კახა კალაძე
This post has been edited by მაკიაველი on 13 Oct 2012, 11:39
01.10.2012.