#34780984 · 17 Jan 2013, 20:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Salvador 26-Бе Dali
QUOTE | გასაგებია, მაგრამ იდეოლოგიურად დაპირისპირებული გრიგოლ ორბელიანი და ილია ჭავჭავაძეც იყვნენ |
არაფერი იდეოლოგიური დაპირისპირება გრიგოლ ორბელიანსა და ილია ჭავჭავაძეს შორის არ არსებობდა, ილია ძალიან აფასებდა გრიგოლ ორბელიანს, როგორც საზოგადო მოღვაწეს, წაიკითხე მისი სიტყვა, რომელიც ორბელიანის დაკრძალვისას წარმოთქვა. იდეოლოგიური დაპირისპირება არსებობა ილიასა და სოციალ-დემოკრატებს შორის.
QUOTE | "იდეოლოგიური დაპირისპირება" დანაშაულის მტკიცებულება არ არის |
ვინ თქვა, რომ რამეს ვამტკიცებ, მე ჩემ აზრს გამოვთქვამ, რომელიც მიზეზ შედეგობრივი კავშირით ვცდილობ გავამყარო. gochaj
QUOTE | არ არის აუცილებელი პოლიტიკური მომენტი მისი მკვლელობისთვის. პოლიტიკურად, არა მგონია, რომ ის ვინმესთვის საშიშროებას წარმოადგენდა |
ჩემი აზრით ზუსტადაც, რომ წარმოადგენდა ერთადერთი ვინც აქტიურად, პრონციპულად და რაც მტავარია სამართლიანად და არგუმენტებით აკრიტიკებდა თავისუფლების ინსტიტუტს და მის იდეებს, მათ შორის განათლება-მეცნიერების "რეფორმებს" იყო გურამ შარაძე. თან მას ტრიბუნა ჰქონდა ანუ თავისი იდეების გავრცელებას საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად ყოველთვის ახერხებდა.
--------------------
"ჩვენმა დიდმა წინაპარმა, ილია ჭავჭავაძემ წარმოთქვა ასეთი სიტყვები - "ენა, მამული, სარწმუნოება", რომელიც ჩვენ ცოტათი გავაფართოვეთ და ასე ვთქვით – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ეს არის ყველაზე დიდი ფასეულობა ადამიანისთვის" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II
|