ეს ჩემგან 1 ოქტომბრის სამახსოვროდ
ჰო თქვენ - ჯიპებით თანაც შავებით,
სხვისი პიარის გადაშავებით,
ჰო თქვენ - ღიპებით თანაც დიდებით,
სხვისი ქონებით, ავლა დიდებით,
ჰო თქვენ - პერანგებით გახამებულებით,
ყოველთვის ყველაფერზე დახამებულები,
ჰო თქვენ - გაპარსული "სუფთა" პირისახით,
ხალხს რომ ეჯავრებით ჭირისავით,
ჰო თქვენ - გეშინიათ როცა ვერ აშინებთ,
ქვეყანას "კრიშიდან" რომ აშენებთ,
ჰო თქვენ - გაბღენძილი არარაობები,
ზურგს გაქცევთ დიდი და პატარა თაობები,
ჰო თქვენ - ბნელები და ჩამორჩენილები,
რატომღაც "ნათლად" წარმოჩენილები,
ჰო თქვენ - სვავები, გამოფიტულები,
არწივის ნასახლარზე წამოჩიტულები,
ჰო თქვენ - "მზრუნველი საქმიანი" იერით,
თვითონ გაძეხით და ხალხი დაგრჩათ მშიერი,
ჰო თქვენ - წამსვლელები, გუშინ მოსულები,
სიცრუით, ძალადობით - ჰო თქვენ - ორსულები!
ესეც დახასიათება საჭიროებისამებრ წარსადგენათ
http://www.facebook.com/notes/%E1%83%93%E1...236358559764024
ვისაც კარგი სიძე შეხვდა, მას ვაჟიშვილი შეეძინა, ვსისაც ცუდი – მან ასულიც დაკარგა - დემოკრიტე