მერაბ კოსტავას მკვლელობა გახსნილია
ნაწილი მეორე
კაგებე თავის აგენტებად იბირებდა დისიდენტებისა ეროვნული ლიდერების ოჯახის წევრებსაც. "საეჭვო" გარემოებებში გარდაიცვალა ასევე ერთ-ერთი ჩვენი ძველი თანამებრძოლი უჩა ძიძავა. უჩაც თბილისის ზღვაში ჩაახრჩეს. უფრო ადრე კი ერთხელ ღამით მე და უჩა მერაბ კოსტავას ვეწვიეთ ბინაში. დილამდე მთელი ღამე დილამდე ვსაუბრობით და ამ საუბარში სამმა ერთი ბოცი ღვინოც გამოვცალეთ. იმ ღამის საუბრიდან მერაბ კოსტავას ერთი ფრაზა ჩამეჭედა თავში. საუბარი კაგებეს შეეხებოდა და მერაბმა უცებ ასეთი უცნაური რამ დააბრეხვა. ეხ, ვაჟა აბა კაცმა რა უნდა ქნა მაშინ როცა დედაც კი კაგებეშნიკი გეყოლებაო.
მე და უჩაც უცბათ გამოვფხიზლდით და ვეკითხებით მერაბ ამას ვისზე ამბობ დედაშენზეო. იმან კი რამდენიმეჯერმე გაიმეორა ხო დედაჩემზეო.
იმ დროს დისიდენტებს ეს სიტყვა სუკის აგენტი ლამის საგინებელ სიტყვად გვქონდა ქცეული. ამიტომ თავიდან ვიფიქრეთ ალბათ ოლგამ მერაბს რაღაცა აწყენინა და ახლა სიმთვრალეში ჩვენთან ასე ლანძღავს თქო. ამიტომაც გადავეკითხეთ. მართალია აღარ ჩავეძიეთ თუ რაში გამოიხატებოდა მერაბის დედის კაგებეს აგენტობა, მაგრამ მერაბი მაინც თავისაზე იდგა და უთოდ საამისოდ სერიოზული მიზეზიც ჰქონდა. ეს არც არის გასაკვირი. ლიდერთა ოჯახის წევრებზე კაგებე მართლაც დიდ ზეწოლას ახდენდა და ეს არ იყო პარანოია.
80-იანი წლების პირველი დიდი ეროვნული ორგანიზაცია ილია ჭავჭავაძის საზოგადობა იყო. ეს საზოგადოება კაგებემ 1988 წლის მაისში დააქიაქავა, მაგრამ მანამდე უძლიერესი ეროვნული გაერთიანება იყო. თამარ ჩხეიძე ამ საზოგადოების გამგეობაში კი შედიოდა მაგრამ მას ადრინდელივით სერიოზულად უკვე აღარ უყურებდნენ. უფრო ადრე კი თამარ ჩხეიძე ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურას და კაგებესთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა.
ეს იყო გოგონების ჯგუფი რომელშიც შედიოდნენ თვითონ თამარი, მარიკა ბაღდავაძე, მარინა კოშკაძე და დღეს უკვე უფრო კარგად ცნობილი ნანა კაკაბაძე. კაგებესთვის სწორედ პრობლემად მაშინ ის იქცა რომ ეს იყო თავგადადებული პატრიოტი გოგონების ჯგუფი, რომელმაც იმ დროს ძალიან დიდი გავლენა მოიპოვა. კაგებე მაშინ ამბობდა ეგენი გოგოები არიან, მალე დათხოვდებიან და ჩვენც მოვისვენებთო, მაგრამ სინამდვილეში ამ ჯგუფის გასანეიტრალებლად კაგებეს ათეულობით აგენტის ჩაბმა დასჭირდა. ასევე დიდი დაწოლა იყო რეზო ჩხეიძის ოჯახზეც.
რეზო ჩხეიძე კინოსტუდიის დირექტორი იყო. ამ ქართული ჰოლევუდის დირექტორობა კი ძალიან სერიოზული თანამდებობა გახლდათ. გარდა ამისა რეზო ჩხეიძე სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს დეპუტატიც იყო. ბრეჟნევის ეპოქაში კი სახლში დისიდენტი კომუნისტი რეზო ჩხეიძისთვის ნამდვილი კატასტროფა იყო. რეზო ჩხეიძის მამა დავითი მწერალი იყო და 1937 წელს დახვრიტა ჩეკამ. არც რეზოს დაადგებოდა შვილის გამო ბევრად უკეთესი დღე. მას არა მარტო მოხსნიდნენ მაღალი თანმდებობებიდან არამედ შეეძლოთ უარესიც ექნათ. ამ მხრივ საინტერესოა ის რომ რეზო ჩხეიძემ თანმდებობა შეინარჩუნა. მართალია მან დეპუტატობა კი დაკარგა, მაგრამ ეს არ მომხდარა თამარ ჩხეიძის მიზეზით. ეს მოხდა იმის გამო, რომ რეზო ჩხეიძის რძალის ახლო ნათესავი ერია თვითმფრინავის გატაცების საქმეში.
აქ ჩნდება კითხვა მაშ თამარ ჩხეიძე და მამამისი კაგებესთან ხომ არ თანამშრომლობდნენო. თამარისგან ეს გამორიცხული იყო. მაგრამ ოჯახის წევრება აბა კაი ბიჭები იყვნენ და ნუ ითანამშრომლებდნენ. ეს ხდებოდა ყველა ლიდერის ოჯახში. გაუტეხელი თამარ ჩხეიძეც კაგებემ იმით გაანეიტრალა რომ მას თავს დაახვიეს უამრავი გავლენის აგენტი.
ამიტომ რეზო ჩხეიძის კარიერისთვისაც თამარი საფრთხეს უკვე აღარ ქმნიდა. კაგებე ძალიან იყო დაინტერესებული თამარის სექსუალური ორიენტაციით და მას ათას ჭორებს უყრიდნენ. ამ დროს კაგებე იწყებს ეროვნული ორგანიზაციების ტოტალურ ინფილტრაციას და საქმე იქამდის მიდის რომ თამარ ჩხეიძის სექსუალური ორიანტაცია უკვე ეროვნული მოძრაობის არაერთი ლიდერის ერთ-ერთ მთავარ ინტერესად იქცა. ეს შეეხო ისეთ ლიდერებსაც როგორიც თავად ზვიად გამსახურდია და გია ჭანტურია იყვნენ. ამან თანაც ამაზრზენი ფორმები მიიღო. 1989 წელს თავის აგენტს ერთი პარტია მეორე პარტიაში აგზავნიდა და კაგებე ამით ითბობდა ხელს. ეს გაგრძელდა მაშინაც როცა თამარ ჩხეიძის როლი ეროვნულ მოძრაობაში მინიმუმამდე დაეცა.
თამარს სერიოზული კონფლიქტები შეექმნა ზვიად გამსახურდიასთან და გია ჭანტურიასთანაც. გულსატკენი არის ის რომ თამარ ჩხეიძეს არამც თუ არ ჰქონდა რაღაც განსაკუთხებული სექსუალური გადახრები ან ორიენტაცია, არამედ იმდენად იყო გადართული ეროვნულ მოძრაობაში რომ ქალობისა ძალიან ცოტა ეტყობოდა. უფრო სწორედ არაფერი ჰქონდა შერჩენილი თუ განვითარებული. ზვიადმა თამარზე იმიტომ თქვა მახინჯ ქალებს ჯადო აქვსო რომ მერაბ კოსტავა მიეტმასნა თამარს და ზვიადი მერაბის გამო ეჭვობდა. ზვიადს არ უნდოდა მერაბის როგორც პოლიტიკური თანამებრძოლის დაკარგვა. მერე დაყარეს ჭორები თითქოს თამარი მერაბის საყვარელი გახდაო.
მე არც ამისი მტკიცება შემიძლია და არც უარყოფა. როცა ეს მერაბს ვკითხე მან კატეგორიულად უარჰყო ეს. ოღონდ ამ შემთხვევაში მერაბს შეეძლო სიცრუეც ეთქვა. თამარსაც ვკითხე და ის კი ტყუილს არ იტყოდა, მაგრამ ეს ვერც მისგან გავარკვიე. ერთადერთი რაც გავარკვიე მისი პასუხიდან იყო ის რომ სექსზე საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა. ხმები კი ვრცელდებოდა უშუალოდ თამარის ოჯახიდანაც.
ზვიადი თამარ ჩხეიძეს აბრალებდა მერაბ კოსტავას მკვლელობას, მაგრამ ამას წინ უსწრებდა სერიოზული სხვა სუფთა პოლიტიკური ხასიათის კონფლიქტები. კერძოდ ეს იყო ორი დისიდენტური სინდისის სამართლო რომელიც ზვიადსა და თამარს შორის შედგა. ამ ორივე სასამართლომ კი ზვიადი გაამტყუნა და თამარი გაამართლა. ერთი სინდისის სასამართლო შედგა სოხუმში იმის გამო, რომ ზვიადმა ილია
ჭავჭავაძის საზოგადოების სახელი მიითვისა და ზვიადი ამაში გამტყუნდა. თუ უფრო დავაზუსტებთ ეს იყო სასამართლო თამარ ჩხეიძე VS ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი და ა. შ. ანუ აქ ზვიადი მარტო არ იყო მოპასუხე მხარე და მაინც წააგო.
მეორე სინდისის სასამართლო უკვე პირადად ძვიადის გამო შედგა. ამისი მიზეზი გახლდათ ის რომ პარიზში წასულ ზაქარია (ჯონი) ლაშქარაშვილს ზვიად გამსახურდიამ კაგებეს აგენტობა დააბრალა. ლაშქარაშვილი ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი იყო და ამ ცილისწამების გამო პარიზში ისეთ იზოლაციაში მოექცა ლამის შიმშილით მოკვდა. სწორედ ამ სინდისის სასამართლოზე იცავდა ზვიადა გია ჭანტურია და მაშინ აჩვენა ტელევიზიამ კადრები როცა გია ჭანტურია ზურაბ ჭავჭავაძეს ემუქრება შუბლს გაგიხვრეტავო.
ყველა ეს კონფლიქტი კაგებეს მიერ იყო ინსპირირებული და ამაში უფრო მეტი ინტრიგები იყო ვიდრე პოლიტიკა. ერთხელ სიონის ტაძრის წინ საქმე იქამდისაც მივიდა, რომ თამარ ჩხეიძემ და კონსტანტინე გამსახურდიამ სახალხოდ ფიზიკურადაც იჩხუბეს. თამარმა კონსტანტინეს ტანსაცმელი შემოახია და კონსტანტიმ წიხლიც კი ჩააზილა თამარს მუცელში. მე თვითონ ამ ამბავს არ შევსწრებივარ მაგრამ ეს ჩემი მრავალი მეგობრის გადმოცემიდან ვიცი და მართალია. მერაბიც იქ ყოფილა მაშინ და კონსტანტინეს თურმე ყური აუწია.
აი ასეთი დაძაბული ამბები უსწრებდა წინ 13 ოქტომბრის ტრაგედიას. ყველაფერს აქ ვერც მოვყვები. უამრავი სხვა მნიშვნელოვანი ამბავი რომელსაც ჯერ არ ვამხელ უბრალოდ იმის გამო რომ ეს უკვე ძალიან გრძელი ამბავი გამომივიდოდა მაძლევს დასკვნების გამოტანის საშულებას და მათ მოგახსენებთ კიდეც ქვემოთ:
ზვიადისა და თამარის დაპირისპირება 1989 წლის ოქტომბერში უკვე პოლიტიკური საფუძველი ნაკლებად ჰქონდა. ეს უფრო კაგებეს მიერ ინსპირირებული ინტრიგები და ისტერიები იყო. ამ დროს როგორც მოგახსენეთ ილია ჭავჭავაძის საზოგადოება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობიდან მოკვეთილი იყო. ზვიად გამსახურდია მართალია ამ დროს ჯერ ისევ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ითვლებოდა, მაგრამ მასაც უკვე წყალი ჰქონდა შემდგარი.
ზვიადს მიდრეკილება აღმოაჩნდა ეთნიური კონფლიქტების გაღვივებისადმი, რაც ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მიუტევებელ ცოდვად ითვლებოდა. ზემოთ უკვე მოგახსენეთ რომ ილია ჭავჭაძის საზოგადოების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობიდან მოკვეთის მიზეზი ის გახლდათ რომ თამარ ჩხეიძის ჯგუფი 9 აპრილის აქციაზე აფხაზეთის ავტონომიის გაუქმების პროვოკაციულ მოთხოვნას აყენებდა. ზვიადი და თამარი ამ დროს უკვე მამასისხლად იყვნენ გადაკიდებული, მაგრამ ზვიადმაც 9 აპრილის აქციაზე იგივე პროვოკატორობა გამოამჟღავნა რაც თამარ ჩხეიძის ჯგუფმა. ზვიად გამსაურდიაც აფხაზეთის ავტონომიის გაუქმებას მოითხოვდა და 9 აპრილის აქციაზე ძალიან გაგვაწვალა კიდეც. მაშინ არც ზვიად გამსახურდიას ასცდებოდა თამარ ჩხეიძის ბედი, მაგრამ ზვიდი იმ დროს ჩვენი ორგანიზაციის წევრი იყო და იძულებული გახდა აზრი შეეცვალა. 9 აპრილის აქციაზე ისიც ჩვენთან იდგა და უკვე აფხაზეთის ავტონომიის გაუქმებას კი არა საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდა. მაშინ ამიტომ ვაპატიეთ ზვიადს.
ოღონდ 1989 წლის 27 ნოემბერს ზვიად გამსახურდია უკვე ცხინვალში ეთნიური კონფლიქტის გაღვივების მცდელობისთვის იქნა გარიცხული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობიდან. კერძოდ ამისი მიზეზი გახდა გივი გუმბარიძის მიერ მიცემული 50 ავტობუსით გამსახურდიას მიერ ცხინვალში მოწყობილი მსვლელობა. ეს ზვიადს უკვე ვეღარ ვაპატიეთ. ხალხმა ეს ვერ გაიგო იმიტომ, რომ კაგებე მაშინ ყველაფერს აკონტროლებდა და მართავდა. კაგებემ მაშინ საქართველოს ეროვნული ხსნის მთავარი კომიტეტი დაშალა და მის ნაცვლად პროვოკაციული ეროვნული ფორუმი შექმნა, სადაც ზვიადი თავიდან იქნა გამოყვანილი პოლიტიკურ სცენაზე და მერე პრეზიდენტობამდისაც მიყვანილი.
საქართველოს ეროვნული ხსნის მთავარი კომიტეტის დაშლით არსებითად საქართველოში ჩაკლული იქნა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობაც. საქართველოს ეროვნული ხსნის მთავარი კომიტეტისერთი დაშლიდან ერთი კვირის შემდეგ ანუ 1989 წლის 3 დეკემბერს გორბაჩოვმა და შევარდნაძემ მალტის სამიტზე ჯორჯ ბუშს ყურებზე რუსული "ლაფშა" ჩამოკიდეს. საქართველოს საკითხი, რომელიც აქ ძალიან ხელის შემშლელი გარემოება იქნებოდა იქ საერთოდ არ წამოჭრილა და რომ არ წამოჭრილიყო ამისთვის კაგებემ თბილისში უაზარმაზარი სამუშაო ჩაატარა. ამ "სამუშაოში" ბეჭდის თვალივით ზის მერაბ კოსტავას მკვლელობა.
მას შემდეგ რაც 1989 წლის მაისში მერაბ კოსტავა პატიმრობიდან გამოვიხსენით, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში კი დაბრუნდა და თავიდან ეროვნული ხსნის მთავარი კომიტეტის სხდომები მის ბინაშიც კი ტარდებოდა, მაგრამ კაგებე სულ უფრო და უფრო უჭერდა მარყუჟს ჩვენს მოძრაობას. მერაბს მას შემდეგ თავი დიდად არც არაფერში არ გამოუჩენია და შეიძლება ერთის მხრივ ითქვას რომ მის მოკვლას აზრიც არ ჰქონდაო. ეს არც სულ მთლად მასიეა. 1989 წლის მაისიდან 1989 წლის 27 ნოემბრამდე კაგებემ ათასი სხვა და სხვა ვერაგი სვლა გააკეთა ეროვნული მოძრაობის მოსახშობად ერთ ერთი მთავარი ამ ათსი სვლიდან იყო მერაბ კოსტავას მკვლელობა.
ახლა როცა მკვლელობის მოტივები თითქმის მთლიანად გავხსენით და ამ მკვლელობის ძირითადი გარემოებებიც გავაანალიზეთ დარჩა მთავარი დასკვნითი ნაწილი. - პასუხი უნდა გავცეთ მთავარ კითხვას თუ როგორ მოკლეს მერაბ კოსტავა?
ის ვერსია რომ თამარ ჩხეიძე იყო კაგებეს კასკადიორი მთლიანად გამორიცხულია. რა ვთქმა უნდა მერაბ კოსტავას სიკვდილი ზვიად გამსახურდიასთვისაც დიდი დარტყმა იყო და მან ეს თამარ ჩხეიძეს დააბრალა. ზვიადმა მიმართულებით არა მარტო მრავალი უსაფუძვლო განცხადება გააკეთა, არამედ ძალიან სამარცხვინო დემონსტრაციებიც მოუწყო ჩხეიძეების ბინასთან.
ისიც გავარკვიეთ რომ ქუთაისი ბენზინის ვერ შოვნის მიზეზი თვითონ მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე იყვნენ. უძინარი და ძალიან ნარვიულები თამარ ჩხეიძე საჭესთან ჯდება და თბილისის გზას ადგებიან. ნასვამი მერაბ კოსტავა თამარ ჩხეიძეს გვერდზე უზის ნივაში და ასევე ნასვამი ზურაბ ჭავჭავაძეც უკანა სავარძელზე იძინებს. ზურაბიც იმდენად ნასვამია, რომ არ ასრულებს თავის მთავარ მოვალეობას. მან თამარ ჩხეიძე საჭესთან არაფრით არ უნდა მიუშვას. თვითონ უნდა დაჯდეს საჭესთან და თუ ამისი თავი არა აქვს იმის გამო რომ ნასვამია როგორც მინიმუმი თამარი მაინც არ უნდა მიუშვას საჭესთან.
ახლა ავარიის ის მთავარი მომენტები, რაც აქამდე არასოდეს არ თქმულა და რაც უკვე აბსოლუტურად ცხადი გახდა. თამარს ცხადია ექსპერტიზას ჩაუტარებდნენ და იგი აუცილებლად ფხიზელი იქნებოდა. მაქსიმუმ მას წყალს ან ჩაის თუ დაალევინებდნენ ქუთაისში. თამარი ცუდზე ცუდი მძღოლი იყო, მაგრამ " საშინელი სისწრაფე" რომლითაც თითქოს ნივა მოდიოდა არ არის სარწმუნო. სიჩქარე უნდა ყოფილიყო მაქსიმუმ 80 კილომეტრი საათში. ცუდი მძღოლი კი იყო თამარი, მაგრამ იგი მანქანას უკვე 5 წელზე მეტი მართავდა. იმ თეთრ ნივაზე უფრო ადრე თამარს შვინდისფერი ვაზ 2011 ჰყავდა. ასე, რომ ფხიზელი თამარ ჩხეიძეს სწორ გზაზე მანქანა მაინც არ უნდა ამობრუნებოდა.
ნივას ამობრუნების მიზეზად თვით თამარის მონაყოლიდან გაჩნდა ვერსია თითქოს მანქანას წინ ძაღლმა თუ ხბომ გადაურბინა. ზოგი ამბობს რომ მანქანას წინ ვიღაცამ სპეციალურად საბურავი გადაუგორა.
სინამდვილეში გზაზე არც საბურავი არც ხბო და არც ძაღლი არ უნდა ყოფილიყო. იქ სულ სხვა რამ მოხდა.
როდესაც ჩვენ ბორითში ჩავედით მერაბი უკვე ცოცხალი აღარ იყო, გვითხრეს ზურა მძიმე მდგომარეობაშიაო (კომაში იყო) თამარს კი ექიმები ეხვეოდნენ. ცოტა ხანს დავრჩით იქ და რადგან ჩვენ ყველანი დარწმუნებულნი ვიყავით რომ ეს იყო კაგებეს მიერ მოწყობილი მკვლელობა და არა უბრალო შემთხვევითობა, მაშინვე იმ მანქანის მძღოლს დავუწყეთ ძებნა რომელსაც თამარ ჩხეიძის ნივა შეეჯახა. ეს კაცი მალე ვიპოვეთ სურამის საავადმყოფოში და დაწვრილებით დავკითხეთ. ძალიან შეშინებული იყო, ტორემ ისეთი განსაკუთრებული არაფერი ჭირდა, რომ ჩვენ კითხვებზე პასუხები ვერ გაეცა.
დაკითხვა (არაოფიციალური) ჩავატარეთ ოთხმა კაცმა მე ვაჟა მთავრიშვილმა აწ უკვე განსვენებულმა მაყვალა ჩახვაშილმა, ვახტანგ ტალახაძემ და გიირგი ზუმბაძემ. ეს უკანასკნელი ორი შემდეგ პარლამენტის დეპუტატები გახდნენ და თანაც ზუმბაძე საკმოდ ცნობილი ადვოკატია.
ზუსტად ეს აღარ მახსოვს მაგრამ მგონი აე ხაშურელი კაცი ვაშლის გამყიდველი იყო. თანაც იქ ორნი იყვნენ. ყველაფერი ვკითხეთ და ყველაფერზე გულწრფელად გვპასუხობდა. თანაც იმდენად იყო შეშინებული რომ ნდომოდა რამის დამალვა ვერ შეძლებდა. ამ კაცს ხბო. ძაღლი ან საბურავი არ უხსენებია. რაც იმას ნიშნავს რომ იქ არაფერი ამისი მსგავსი სინამდვილეში არც ყოფილა.
აქედან ნებისმიერი გამომძიებელი იმას დაასკვნიდა რომ თამარ ჩხეიძე ცრუობს და ძაღლი თუ ხბო თავის მართლების მიზნით მოიგონაო. ოღონდ მე ვიცი რომ ეს გამორიცხულია. თამარ ჩხეიძე ტყუილს არ იტყოდა და მითუმეტეს საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით.
მაშ საიდან გაჩნდა ის ხბო თუ ძაღლი?
თანაც როგორ შეიძლება ადამიანმა ხბო და ძაღლი ერთმანეთისგან ვერ გაარჩიო? ეს შეიძლება მოხდეს სიზმარში. თამარ ჩხეიძეს შეჯახების მომენტში ეძინა და ეს სიზმარში ნახა. თანაც არა მარტო ეძინა არამედ გადაწოლილიც იყო და იმიტომ არ შეასკდა მკერდით საჭეს.
აქ ჩნდება კიდევ ერთი კითხვა. იქნებოდა თუ არა საკმარისი ერთი ღამის უძილობა საკმარისი იმისთვის რომ თამარ ჩხეიძეს საჭესთან ასე მალე ჩასძინებოდა?
თუ ნივა მაინც მართლა გადაჭარბებული სიჩქარით მიდიოდა ესეც შეიძლება აიხსნას ჩაძინებით. ოღონდ არა უბრალო ჩაძინებით როცა ადამიანი საჭეზე ჩაყვინთავს არამედ გადაწოლით ჩაძინებით. ამ მომენტში ნძღოლი ან აქსელატორს ფეხს მთლიანად აუშვებს და მანქანა გაჩერდება ან არა და პირიქით ბოლომდე დააწვება. როგორც ჩანს მოხდა ეს მეორე.
ქუთაისიდან ბორითამდე განა რამდენი ხნის სავალია რომ?
ამ კითხვის ყველაზე შესაძლო პასუხი არის ის რომ თამარს წამოსვლის წინ რაღაც ძილის წამალი შეატყუეს ჩაიში, წყალში ან სხვანაირად. მე ამისი არავითარი მტკიცება არა მაქვს, მაგრამ ასეთია კაგებეს ხელწერა.
გაიხსენეთ ლიტვინენკოს ჩაის ჭიქაში ჩაყრილი პოლონიუმი. მერაბ კოსტავას მკვლელობა კი არაფრით არ იყო ლიტვინენკოს მკვლელობაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი. ეს პირიქით არის! მერაბ კოსტავას მკვლელობა უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მკვლელობა იყო. ამით წყდებოდა არა მარტო საქართველოს არამედ მთელი კომუნისტური იმპერიის ბედიც.
მიმაგრებული სურათი