ახლა მოიცათ!
ქართველის ყველაზე დიდი მინუსი ზოგადად არის მოუთმენლობა და იმპულსურობა. ყველაფერი გვინდა აქ და ახლავე...
როგორც მე ვუკვირდები, მიშამ თავისი შანტრაპითურთ ძალიან ბევრი წააგო ამის გამოც. მიგვაჩვია "ნაფუფუ" გადაწყვეტილებებს, "ეეეს ქალაქიი ავიღოოოთ", გამოვა - გამოვა, არ გამოვა და აჩფ...

ქვეყანაც რო დაიქცეს, მერე რა... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეულმილიონობით ლარი თოფში ჩადეს და ისროლეს (იმის გარდა, რასაც ჯიბისკენ უქნეს პირი) ასეთი ჩაფლავებული პროექტების გამო.
მოვიდა ბბ, რომელიც არის აბსოლუტური ანტიმიშა. რომ შეიძლებოდეს ერთი ადამიანის სრული ანტიპოდის შექმნა, ბბ იქნებოდა აუცილებლად მიშას ანტიპოდი.
ჰოდა, დროა, ჩვენც - ხალხიც გადავეწყოთ ბბ-ს რელსებზე. ნაცების ყველაზე დიდ მოძულესაც არ ეჯერა შარშან ამ დროს, რომ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი გაიმარჯვებდა თავისი საკმაოდ არაპოპულარული, ქუჩის ოპოზიცია გუნდით, მაგრამ მოახერხა ამ კაცმა.
ახლაც ცოტა რომ ვაცალოთ, ვერა?
მე, მაგალითად, შურისძიებასა და რევანშს მირჩევნია, რომ ჯერ ქვეყანა დადგეს ფეხზე.
პ. ს. გრაფმა მონტე-კრისტომ, შეგახსენებთ, თავისი მილიონების მიუხედავად, მთელი 10 წელი ამზადა გეგმა, როგორ უნდა დაემხო თავზე ყველაფერი მავანთათვის.