გაუგებარია, თუ რატომ უნდა დაველოდოთ "ოცნების" შესვლას პარლამენტში?
ხალხმა ხმა მისცა ოლიგარქის მიერ დაარსებულ კოალიციას სახელწოდებით "ქართულ ოცნებას", იმ ოლიგარქის, რომლის ქონება 5 მილიარდს აღემატება...
თქვენ კი სულ გაიძახით დაიცადეთ, დაიცადეთო...
რას უნდა დავუცადოთ?
ხმების სიმრავლით გავამარჯვებინეთ "ქართულ ოცნებას", ივანიშვილის დაპირებებით მართლა ოცნებაში დავფრინავდით და ეხლა ირკვევა,
რომ თურმე 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ელოდება 'ქართული ოცნება"...
ხალხს რასაც დაგვპირდა ბიძინა ივანიშვილი დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს და არავითარი ბიუჯეტის დამტკიცების დალოდება...
ყოველ დღე ველოდებით რაღაც სიახლეს, რაღაცის გაიაფებას, სულ პატარით მაინც, რომ ადამინებმა დავინახოთ "ჩვენს ოცნებას" ნამდვილად უწერია თუ არა ასრულება...
ხალხი განსაკუთრებულად მომთხოვნი იქნება ივანიშვილის მიმართ... განსაკუთრებით...
არ დამვიწყნია, "ქართული ოცნების" ბარათის შიდა ყდაზე რომ იყო "ჩვენი ოცნებებისთვის" დათმობილი მთელი გვერდი...
ასეთი "მეოცნებე" იყო ყოველი პირველი თუ არა, მეორე ქართველი მაინც....
მე მაშინ, რა თქმა უნდა ჩავწერე ერთოთახიანი ბინა მინდათქო და წავცუნცულდი ბატი ტასიკოსათვის... ანუ, ბარათში ჩავწერე ის, რაც იყო ჩემი საფიქრალი და გულისტკივილი...
ჩემნაირად თავისუფლების მოედანზე უამრავი ადამიანი დამხვდა მისული. ზოგს შვილი ჰყავდა ავადმყოფი, ზოგს რა უჭირდა და ზოგ კიდევ რა... ჩამოწერილი ჰქონდათ თავიანთი აუხდენელი ოცნებები...
მივედით ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიტინგზე, რომელიც ყველაფერს გვპირდებოდა და 100% თუ არა, დიდი იმედი გვქონდა , რომ ჩვენს ოცნებებს ნაწილობრივ მაინც შეგვისრულებდა...
მეორე დღეს კი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ასე გამოგვიცხადეს ტელევიზიით: ბარათზე რომ ეწერა "თქვენი ოცნებაო", ეს სიმბოლურ ხასიათს ატარებდაო და სერიოზულად არ უნდა მიგეღოთო...
გამოვიდა, რომ ხალხი მოგვატყუეს, მიგვიზიდეს, მიგვიყვანეს მოტყუებით...
ეს რომ გავიგე, ოცნებებით გაბერილი ბუშტივით ჩავიფუშე...
მიმაგრებული სურათი