2012-11-12 09:14:58
ალექსანდრე ხეთაგური ტარიფების შემცირებაში ენერგეტიკული კრიზისის საფრთხეს ხედავს
Business Time Georgia-ს მასალები
შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის მთავრობა გაზსა და ელექტროენერგიაზე ტარიფების დაწევას? „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ კომუნალური გადასახადების შემცირებაა, თუმცა ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის შეფასებით, ტარიფების შემცირება შეუძლებელია, რადგან ამან შესაძლოა, ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვიოს.
„მეორე – ახალი რესურსების ათვისება შეუძლებელი იქნება დაბალი ფასის პირობებში... ამ ეტაპზე შეფასებების გაკეთება ჯერ ადრეა, თავისთავად გაივლის რაღაც პერიოდი, უფრო დეტალებში მოხდება გარკვევა და მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, უნდა გაკეთდეს შეფასებები. ამიტომ ჯერჯერობით ახალი მთავრობის მხრიდან ზედაპირული განცხადებები კეთდება, საჭიროა, თითოეული ადამიანი დეტალებში გაერკვეს. ყველაფერს დრო გვიჩვენებს,“ - აცხადებს ხეთაგური.
რაც შეეხება გაზის ტარიფს, მისი თქმით, დღეისთვის საქართველოში ოთხი სხვადასხვა წყაროს და სხვადასხვა ფასის გაზი შემოდის, მათ შორის ორი წყარო არის შაჰდენიზის და ის ლიმიტირებულია. შაჰდენიზიდან საქართველო ჯამში მაქსიმუმ 800 მლნ კუბურ მეტრ გაზს იღებს, საიდანაც 500 მლნ კუბური არის 64-დოლარიანი დამატებითი გაზი, 300 მლნ კუბური კი 55 დოლარად – იმ შემთხვევაში, თუ თურქეთში 6 მლრდ კუბური გაზი გაივლის, მაგრამ ჯერ არ გადის ამ მოცულობის, ამიტომ ამ მოცულობის გაზი საქართველოს არასოდეს ჰვქონია და დაახლოებით, 200-250 მლნ კუბურ გაზს იღებს.
ანუ ჯამში საქართველოს დაახლოებით 250 მლნ კუბური გაზი აქვს 55-დოლარიანი, 500 მლნ კუბური გაზი 64-დოლარიანი. ამავდროულად არის რუსეთ-სომხეთის ტრანზიტისგან 150 მლნ კუბური მეტრი გაზი, ფასი – 110 დოლარი. ანუ ჯამში გამოდის 900 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რომელთა ფასებია 55 დოლარი, 64 დოლარი და 110 დოლარი. წლიური მოხმარება კი შეადგენს 1 მლრდ 800 მლნ კუბურ გაზს. დარჩენილ 900 მლნ-ს საქართველო იღებს აზერბაიჯანიდან ორი სხვადასხვა კონტრაქტით – პირველი არის ე.წ. სოციალური გაზი, რომლის მოცულობა, დაახლოებით, 500 მლნ კუბურია და მისი ფასი 189 დოლარია, დარჩენილ 400 მლნ კუბურ გაზს ქვეყანა კომერციულ ფასად, 240 აშშ დოლარად ყიდულობს.
„ამდენად, ჯამში გამოგვდის, რომ 900 მლნ კუბური გვაქვს "შეღავათიან ფასად", დამატებით 500 მლნ ოდნავ დაბალ ფასად – 189 დოლარად. შესაბამისად, ჯამში სოციალური ნაწილი – ესაა მოსახლეობის სახლში მოხმარება გაზის, პლიუს თბოელექტროსადგურების მიერ გაზის მოხმარება, შეადგენს 1 მლრდ 400 მლნ კუბურ მეტრ გაზს და მისი საშუალო შეწონილი ფასი 143 აშშ დოლარია,“ - განმარტავს ხეთაგური. მისი თქმით,143 დოლარიანი გაზი მიეწოდება გამანაწილებელ კომპანიებს – "ყაზსტრანსგაზს", ქუთაისგაზს, რუსთავგაზს და თბოელექტროსადგურებს.
ტრანსპორტირების შემდეგ თბილისში 1000 კუბურზე გაზის საფასური არის 500 ლარი, რასაც ხეთაგური ასე ხსნის: „143 დოლარი უნდა გადავამრავლოთ ლარის კურსზე, მივიღებთ გაზის ფასს ლარებში საზღვარზე, შემდეგ უნდა დავამატოთ ტრანსპორტირების საფასური საზღვრიდან ქალაქამდე და ქალაქში გაზი იყიდება 500 ლარად ანუ 1 კუბური 50 თეთრად. 500 ლარს, გაზის საფასურს და გაზის ტრანსპორტირების ფასს შორის სხვაობა არის "ყაზსტრანსგაზის" განაწილების საფასური, რომელშიც შედის ქსელის მომსახურება, ქვითრების გამოწერა, ხელფასების გაცემა და ყველა საექსპლუატაციო ხარჯი. ჯამში "თბილგაზს" აქვს ფიქსირებული მოგება, რომელიც კომპანიის შემოსავლების 15%-მდეა, ანუ 15%-იან მოგებაზე მუშაობს. ანალოგიურად გამოიანგარიშება რუსთავგაზის საფასურიც. შესაბამისად, დღეს მოქმედი ფასები რაც არის, ეს იქნება გაზზე თუ ელექტროენერგიაზე, უზრუნველყოფს უწყვეტ ელექტრო და გაზმომარაგებას, სექტორის განვითარებას და კომპანიების რეაბილიტაცია-ინვესტირებას.“
აქედან გამომდინარე, ხეთაგურის თქმით, ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფების შემცირება გამოიწვევს ამ სექტორში ინვესტიციების შემცირებას და სტაბილურ გაზს და ელექტრომომარაგებას ეჭვქვეშ დააყენებ
http://www.commersant.ge/?id=12724ბორიამ თუ იცის ეს ყველაფერი, არ უთხრათ მაინც ტავს არაფერი მოუწიოს ისეთ ასაკშია
პს. შუშის კოლბა რამდენ სართულიანია? და ფანჯრები ღრმად იღება? დაუკეტეთ რომ ცამოვა ისედაც ვერ იქნება ამ ტურნეს შემდეგ ხასიათზე და რე ვიცი