სოჭი ნამდვილად ქართული ტოპონიმია და სოჭის გარდა იქ უამრავი სხვა ქართული ტოპინიმიც არის. სოჭი რომ საქართველოს ისტორიული მხარეა ეს საკამათო არ არის და სამწუხაროა რომ მაინც არსებობს ხალხი, რომელიც ამას უარყოფს! ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ფალსიფიკაციასთან, უფრო კი ქართველთმოძულეობასთან, ქართველების ზიზღსა და ანტიქართულ ქმედებებთან გვაქვს საქმე!
ზემოთ დაწერეს, მაგრამ თითქმის არავინ მიაქცია ყურადღება:
"ამრიგად, აღნიშნული ლექსიკონის თანახმად ქ. სოჭის ჩრდილოდასავლეთით, ოციოდე კილომეტრის დაშორებით მდინარე შახეს აუზში არის ქედი, რომელსაც ადიღეურად ჰქვია სონჩთხ. ადიღეურად სონე არის სვანი, თხ — ქედი, სონჩთხ ნიშნავს სვანების ქედს, ასე განმარტავს ამ ტოპონიმს ლექსიკონის ავტორი (10). ამ ქედზე არის ადგილი, რომელსაც ადიღეელები ეძახიან სონჩ, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება — სვანების… მაგრამ რა არის ამ სონჩთხ — სვანების ქედზე, სვანებისა, — ნასახლარი, ნაციხარი, თუ სხვა რამ, ეს უკვე აღარ ახსოვს ადიღეელთა ისტორიულ მეხსიერებას, მაგრამ რაც ახსოვს, ესეც უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ სვანების ქედის კიდევ უფრო დასავლვთით ქ. ტუაფსეს მახლობლად არის ქედი, რომელსაც ადიღეურად ჰქვია გუჯეურიუ (11). დამოწმებული ლექსიკონის ავტორი, ვფიქრობ, ზუსტად ვერ განმარტავს ამ ტოპონიმს. იგი წერს, რომ ტოპონიმი სახელ გუჯედან არის ნაწარმოები, მაგრამ არ, თუ ვერ განმარტავს თვით სახელ გუჯეს. ერთი ცხადია, გუჯე მას საკუთარ სახელად არ მიაჩნია, მაგრამ რას ნიშნავს, რისი სახელია ეს გუჯე, ამაზე იგი დუმს. იმის მახლობლად, სადაც ქედ გუჯეურიუს ასახელებს, ავტორი აღნიშნავს ტოპონიმს (12), რომელსაც ადიღეურად ჰქვია: შოიყუაშე შხომჩიატლ, რაც, ქართულად ასე ითარგმნება: „წაბლის ტევრი, რომელიც მდინარე შოიყვას ზემო წელზეა“. ავტორის განმარტებით გამოდის, რომ ეს წაბლის ტევრი სწორედ იმ ქედზეა, რომელსაც გუჯეურიუ ჰქვია. გვიჯგვიჯრა სვანურად არის წაბლი და, ალბათ, არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ გუჯეურიუ, ანუ უფრო სწორად, გვიჯეური არის სვანური სახელწოდება, რაც ქართულად წაბლიანი, ამ შემთხვევაში ცხადია, ქედი იქნება.
ქ. ტუაფსედან კიდევ უფრო დასავლეთით არის ტოპონიმი კოცეხურ, რომლის შესახებ ლექსიკონში სწერია: „კოცეხურ ქედი ქალაქ გელენჯიკის მიდამოებში. ტოპონიმის მნიშვნელობა უცნობია“ (13). ადიღეური ენისათვის ეს უცნობი ტოპონიმი, ვფიქრობ, ასევე სვანური წარმოშობის გახლავთ. სვანურად კაცხ აღნიშნავს თხემს, მწვერვალს, მთის წვერს. ამიტომ, რადგან ჩვენი წყარო ადასტურებს, რომ კოცეხურ არის ქედი, ცხადია, სიტყვასიტყვით ქართულად ეს იქნება მწვერვალიანი ქედი, რაც სვანური კოცეხურ-კაცხურის შესატყვისია.
ახლა ტოპონიმ გელენჯიკის შესახებ. ლექსიკონის ავტორი იძლევა მის რამდენიმე სავარაუდო განმარტებას, არაბული, თურქული და ადიღეური ენების საფუძველზე, მაგრამ არც ერთი მათგანი მას უეჭველად არ მიაჩნია (14).
მე მგონია, რომ გელენჯიკის უეჭველი განმარტება მეგრული ენით შეიძლება. გალენ არის გარე, ხოლო ჯიხა — ციხე და ამდენად გელენჯიკ-გალენჯიხა ქართულად გარეციხეა. (ამ ცნობის მოწოდებისათვის მადლობელი ვარ ბ-ნ აბესალომ ტუღუშისა).
წავიწიოთ კიდევ უფრო დასავლეთით და კავკასიის შავი ზღვის უკიდურეს დასავლეთ ნაწილს მივხედოთ. აქ ქ. ანაპას ჩრდილო-დასავლეთით არის ორი დასახლება ვერხნეე ჯემეტე და ნიჟნეე ჯემეტე. პირველი სულ სამიოდე, ხოლო მეორე შვიდიოდე კილომეტრითაა დაშორებული ქ. ანაპას.
ლექსიკონში წერია: ,,ჯემეტე — დაბა ანაპას რაიონში. შახელწოდება სინქრონულ ანალიზს არ ემორჩილება (15).
ორ ქართველურ ენაზე — მეგრულად და სვანურად ჯიმ მარილს ნიშნავს. ამიტომ, ვფიქრობ, ჯემეტე — ჯიმითი ქართულად იქნება მარილეთი. რატომ მაინც და მაინც მარილეთი? საქმე ის არის, რომ ნიჟნეე ჯემეტე ანუ ქვემო მარილეთი მდებარეობს სწორედ მლაშე, გნებავთ, მარილიანი^ტბის, უფრო ზუსტად, ლიმანის ნაპირას და, ეტყობა, ამ დასახლების უძველესი მკვიდრნი მარილს მოიპოვებდნენ ამ ადგილებში. ყოველ შემთხვევაში, ჯემეტე-ჯიმითი-მარილეთი არა მგონია, სადავო იყოს.
ამრიგად, ადიღეურმა ენამ შემოგვინახა საკუთრივ ადიღეური ტოპონიმები, რომლებიც ქართული შინაარსის მატარებელნი არიან. ასეთებია სონჩთხ-სვანების ქედი და სონჩ-სვანების. იმავე ენამ შემოგვინახა ქართული, ე.ი. საკუთრივ სვანური და^მეგრული ტოპონიმები. ასეთებია გუჯეური, კაცხური, გალენჯიხა, ჯიმითი. ყველა ამ ტოპონიმით, ვფიქრობ უეჭველად დასტურდება ქართული, საკუთრივ სვანური და მეგრული მოსახლეობის მკვიდრობა, ადიღეურ მოსახლეობაზე უწინარეს, კავკასიის შავი ზღვის მთელს სანაპიროზე, დაწყებული ქ. სოჭის შემოგარენით, ვიდრე ქ. ანაპას დასავლეთით მდებარე ლომანებამდე.
აღნიშნულის შემდეგ, ვფიქრობ, შეიძლება შევეხო ქ. სოჭის სახელწოდების ეტიმოლოგიის საკითხსაც. როგორც ჩვენში მიღებულია, ქართულად ვამბობთ და ვწერთ სოჭი და არა სოჩი. წინამდებარე თემის დამუშავებისას დავეჭვდი ამ ტოპონიმის ქართულად გამოთქმისა და მისი ამ სახით ქართულობის მართებულობაში. ჩანს, სოჭი ქართულში გავრცელდა ცხომი-ცხუმისა და ბიჭვინთა-ბიჭვინტას მიბაძვით. მაგრამ მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ სოჭის მიდამოებში უძველესი მოსახლეობა სვანურ და მეგრულ ენაზე მოლაპარაკე ქართველები ყოფილან, ცხადია, შეუძლებელია მათ ამ ადგილისა და მდინარისათვის სოჭი ეწოდებინათ, რადგან არც მეგრულად და არც სვანურად სოჭი ისე არ გამოითქმის, როგორც საკუთრივ ქართულად. მეგრულად სოჭი არის გიგიბ, ხოლო სვანურად ნენზ და ასევე ტახრა. ასე რომ მდინარისა და ქალაქის სახელს — სოჭი — ქართულ ხე-მცენარის სახელ სოჭთან არავითარი კავშირი არ ჰქონია. მეორე მხრივ, ასევე იმის გამო, რომ ადიღეური მოდგმის მოსახლეობა საერთოდ შავი ზღვის სანაპიროზე, და, კერძოდ, სოჭის მიდამოებში მხოლოდ ქართული, ე.ი. მეგრულ-სვანური მოსახლეობის შემდგომ, ძალიან გვიან მოვიდა (როდის, ამას ქვემოთ მოგახსენებთ), ასევე ძირშივე მცდარია იმის მტკიცება, თითქოს სოჭის სახელწოდვბა ერთ-ერთი ჯიქური ტომის „შაჩას“ სახელიდან წარმოდგება. დიახ, როცა ამ ადგილებში ადიღეური მოდგმა მოვიდა, აქ უკვე იყო ძირძველი ქართული მოსახლეობა, ცხადია, თავისი ქართული, ანუ სვანურ-მეგრული ტოპონიმ-ორონიმ-ჰიდრონიმებით და როგორც ზემოთ დავრწმუნდით, ადიღეურმა მოსახლეობამ ერთ შემთხვევაში ეს ქართული ტოპონიმვბით შემოგვინახა, ხოლო მეორე შემთხვევაში თვითონვე, თავის ენაზე დაადასტურა ამა თუ იმ ტოპონიმის ქართულობა. და აქ, მდინარე სოჩისა აწინდელი ქ. სოჩის მიმართაც, მე მგონია, საქმე გვაქვს ამ მეორე შემთხვევასთან. კერძოდ, ჩანს ადიღეელებმა მდინარესაც და მის შესართავში მდებარე დასახლებასაც თავიდან სვანებისა უწოდეს, რაც როგორც ზემოთ დავრწმუნდით, მათ ენაზე ასე გამოითქმის — სონჩ. შემდგომში უცხო ენის, (ალბათ თურქულის, რუსულის) გავლენით უნდა მიგვეღო ფორმა — სოჩი."
მოსახლეობას რაც შეეხება, სოჭში დღესაც კი არის ქართული მოსახლეობა, რამდენიმე ათასი კაცი.
შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ვიდეოსაც, რომელსაც ვერცერთმა ჩერქეზმა თუ სხვამ ვერავითარი არგუმენტირებული პასუხი ვერ გასცა.
როგორც ჩანს,. ვიდეოს ავტორი კარგად ერკვევა აღნიშნულ საკითხში.
აი მისი კომენტარიც:"Georgian toponyms in Sanigia ||| Lazica/Nikopsia-(Geo:ლაზიკა/ ნიკოფსია) -- Нечепсухо(Circassianized)|| Zurzuchi( Geo:წუნწუხი-- today >Туапсе(двуречье changed by Circassians)|| Baga( Geo:ბაგა )--Сибирский переулок ||Ashe Gali( Geo:აშე ღალი ) --Аше|| Gali Jikha( Geo: ღალი ჯიხა(ღელის ციხე)--Аше|| Soubetchi( Geo: სუბეში ----Лазаревское ||Sanna/Sania(Geo:სანია) ---Вордане(<Ubikh ) ||Cavo de Cuba(Geo:კობა) -Дагомыс(*) ||Mamai(Geo: მამაი ) -Мамайка(exist) ||Costo(Geo:ხოსთა)---- Хоста(exist) ||"
ეს ტერიტორია ჯერ კიდევ კოლხეთის შემადგენლობაში შემოიდოდა, შემდგომაც, ის საქართველოს სამეფოს ნაწილი იყო, მცირე ხნით კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს (1918-1921 წწ.) ის ლეგენდარულმა ქართველმა გენერალმა, გიორგი მაზნიაშვილმა აიღო, აქვე აღსანიშნავია რომ მან აიღო ტუაფსეც, რითიც საქართველოს დაუბრუნა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით ყველა ისტორიული ტერიტორია. თუმცა სამწუხაროდ მაშინ სოჭი და ტუაფსე მალევე დაიკარგა.
მეორე შესანიშნავი ვიდეო:
ასე რომ, ძალიან კი ცდილობს აქ ზოგი, მაგრამ რა უნდა უყოს სოჭს, იმერეთის ზეგანს, სვანების ქედს? სხვა ქართულ ტოპონიმებს? ქართულ მოსახლეობას? ისტორიულ მასალებს? ევროპაში დაცულ რუკებს, რომლებიც ევროპელმა მოგზაურებმა შექმნეს და ვერავინ ფალსიფიკაციას ვერ დასწამებს?
ასე რომ გაანებეთ ბიძია თავი სისულელეებს ან რამე მყარი არგუმენტი მოიყვანეთ, თან ისე გააკეთეთ ეს რომ დამალეთ მაინც ზიზღი ქართველების მიმართ!